დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე საინტერესო დღე გვაქვს და არა მხოლოდ “ბარსელონას” გულშემატკივრებისთვის. ესპანეთისა და გერმანიის დაპირისპირება თავიდანვე ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთ მთავარ თამაშად მოინათლა და ეს შეხვედრა მოლოდინს უკვე ამართლებს. იმ შემთხვევაში, თუ 14:00 საათზე გასამართ მატჩში იაპონია კოსტა რიკასთან არ წააგებს, გერმანია ესპანეთთან მარცხის შემთხვევაში ჯგუფში ჩარჩება, ეს კი ამ თამაშს დამატებით ინტრიგას სძენს.
ესპანეთისა და გერმანიის შეხვედრა 23:00 საათზე დაიწყება.
მანამდე, 17:00 საათზე “ბარსელონას” საკუთრებაში მყოფი აბდე ეზალზულის მაროკო ბელგიას დაუპირისპირდება.
![ბარსელონელების დღევანდელი განრიგი მსოფლიო ჩემპიონატზე [27 ნოემბერი]](https://barcamania.ge/wp-content/uploads/2022/11/germania-espanethi.webp)



იმედია შტეგოს არ დაღლიან დღეს გერმანელები და სასტარტოში არ დააყენებენ, ჯობია ნოიერმა გამოზიდოს ბურთები საკუთარი კარიდან.