დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე ტური იწყება. გაიმართება კვლავ 4 თამაში, საიდანაც ორში მონაწილეობას “ბარსელონელების” გუნდები მიიღებენ.
20:00 საათზე ფრენკი დე იონგისა და მემფის დეპაის ნიდერლანდები ეკვადორს დაუპირისპირდება. ეს გუნდები ჯგუფის ლიდერები არიან და შესაძლოა, პირველი ადგილისთვის ბრძოლა ვიხილოთ.
23:00 საათზე კი “ბარსელონადან” “მილანში” განათხოვრებულ დესტს ვიხილავთ, რომლის ამერიკის შეერთებული შტატებიც ინგლისს დაუპირისპირდება. ინგლისი ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია, აშშ-ს კი ერთი ქულა აქვს.
ყველა თამაშის ყურება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე შეგიძლიათ.
![ბარსელონელების დღევანდელი განრიგი მსოფლიო ჩემპიონატზე [25 ნოემბერი]](https://barcamania.ge/wp-content/uploads/2022/11/de-iongi-depai.webp)



მე მგონი ინგლისი ულაპარაკოდ მოიგებს, თუმცა ამ მუნდიალზე ისეთი სენსაციები მოხდა, უკვე არაფრის გადაწყვეტით თქმა აღარ შეიძლება.