გუშინ “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე “ოსასუნას” უმასპინძლა და გამანადგურებელი ანგარიშით,8:0 დაამარცხა. აღნიშნულ მატჩში ჰეთ–თრიკი შეასრულა ლეო მესიმ, დუბლი გაიფორმა დავიდ ვილიამ და თითო–თითო გოლი გაიტანეს ფაბრეგასმა და ჩავიმ. კატალონიელებმა იმდენი ქნეს, რომ ერთი გოლი “ოსასუნას” ფეხბურთელსაც გაატანინეს, ოღონდ საკუთარ კარში.



