workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რონალდ არაუხო მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე არ ითამაშებს

რონალდ არაუხო მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე არ ითამაშებს

რონალდ არაუხოს მსოფლიო ჩემპიონატზე წასვლის საკითხი ბოლო წამამდე გაურკვეველი იყო, მაგრამ, საბოლოოდ, ურუგვაელი ფეხბურთელი ნაკრებთან ერთად ყატარში მიდის.

მიუხედავად იმისა, რომ არაუხო განაცხადში შეიყვანეს, Directo Gol-ის ინფორმაციით, “ბარსელონა” და ურუგვაის ნაკრები შეთანხმდნენ, რომ 23 წლის ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონატზე მხოლოდ იმ შემთხვევაში ითამაშებს, თუ ისინი ჯგუფიდან გავლენ.

არაუხომ ტრავმა სექტემბრის სანაკრებო პაუზისას, ურუგვაისა და ირანს შორის გამართულ ამხანაგურ მატჩში მიიღო და მას შემდეგ არ უთამაშია. ახალგაზრდა მოთამაშემ ამ დაზიანების გამო ოპერაციაც გაიკეთა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 13 ნოე 2022, 16:15
    #5

    ამან თავს მიხედოს, სულ რო გასკდეს ურუგვაი არაფრის მოგების შანსი არა აქვს და მუნდიალზე ასპარეზობა კი ჩაეთვლება, მეტი რა უნდა.

  • Albicelecte
    schedule 13 ნოე 2022, 03:37
    #4

    ჯგუფში ჩარჩენა კი არა პორტუგალია უნდა ჩატოვოს, თანაც ბოლო ადგილით barca-6

  • me da barca
    schedule 13 ნოე 2022, 01:19
    #3

    რატომ იგდებ თავს საფრთხეში შვილო რათა, რათა, რათა.

  • MARI=BARCA-fan
    schedule 13 ნოე 2022, 00:29
    #2

    ციტატა: EL MAESTRO 6
    იმედია ურუგვაი ჯგუფში ჩარჩება და არც მოუწევს მსოფლიოზე თამაში და ტრამვასაც მოიშუშებს


    laughing სუარესს ჯგუფში ტოვებ??? :::დდდდდ

  • EL MAESTRO 6
    schedule 12 ნოე 2022, 22:55
    #1

    იმედია ურუგვაი ჯგუფში ჩარჩება და არც მოუწევს მსოფლიოზე თამაში და ტრამვასაც მოიშუშებს