ბოლო პერიოდში გავრცელებული ცნობებით, “ბარსელონა” რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელზე ზრუნვას აქედანვე იწყებს.
ერთ-ერთი კანდიდატი, 17 წლის გერმანელი ტალანტი, იუსუფა მუკოკოა, რომელიც ამჟამად დორტმუნდის “ბორუსიაში” ასპარეზობს და მიმდინარე სეზონის ეგიდით ჩატარებულ 21 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი (პლუს ამდენივე ასისტი).
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, მუკოკო ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე €30 მილიონი ეღირება, მაგრამ “ბარსელონაში” ურჩევნიათ, ზაფხულამდე მოიცადონ და ნიჭიერი თავდამსხმელი უფასოდ გაიფორმონ.
წარმოშობით კამერუნელის პროგრესი იმდენად შესამჩნევია, რომ 17 წლის ასაკში ის მსოფლიო ჩემპიონატისთვის გერმანიის ნაკრების განაცხადში შეიყვანეს.
მიმდინარე სეზონში იუსუფამ ბუნდესლიგაში 6 გოლი გაიტანა და, მათ შორის, “ბაიერნის” კარიც აიღო.




მერე რა გარანტიაა რო არ გაახანგრძლივებს. ეგრე პერესიც ელოდა ბოლო დღემდე მბაპეს და კი ვნახეთ რაც მიიღო. ჰალას ადმინ ჯერ კიდევ ვერ მოსულა გონზე.
ეს თუ უფასოდ ვითრიეთ ძაან მაგარი იქნება, ფორვარდი ფაქტიურად არ გვყავს და ეს სწრაფიცაა, ფურთთანაც კარგია, დარტყმა შორიდანაც კარგი აქვს , თან 17 წლისაა მაგრამ ფიზიკურად მაინც ჯანზეა, ეს უფასოდ იქნება სასწაული ტრანსფერი და არავინ ჩამოწეროთ ეს ბიჭი,მბაპეზე და ჰოლანდზე არანაკლები შეუძლია იყოს
ვისაც ნანახი აქვს ამისი თამაში კი ეცოდინება რა მაგარი ბიჭია
უფასოდ და 2 წლიან ხელფასს მოაყოლებენ გადახდილს ლაპორტას ხათრით :)))) მაგ ჭკუით არსებობს დღემდე ბორუსია აბა რა
17 წლის რა ეტყობა ამას?😂მამალ ვირს დააყვირებს 😂😂😂
ჰალანდი წელს იყიდა სიტიმ და მისი ხელიდან გამშვები არაა;
მბაპე კი პსჟ-ს სპორტული დირექტორია ლამის;
თან ძალიან ცუდი ხასიათის ვინმე, ეგოისტი;
იუსუფა-ანსუს დუოს ვნახავ სიამოვნებით;
1+1 საყრდებიან და ფლანგებზე გაშლილ შუახაზზე; დაახლ. ასეთი სქემით
ფრენკი-ნიკო
პედრი გავი
იუსუფა-ანსუ
30ად ეს არაა ხელიდან გასაშვები და ახლავე წამოიყვანონ. დორტმუნდით შორს წამსვლელი ეს მაინც არაა და ევროპა ლიგაზე მანჩესტერთან მაინც იყომარებს.
იუსუფა მუკოკოებით ფონს ვერ გავალთ,,სუპერვარსკვლავი ჭირდება გუნდს,,მბაპე ჰალანდიდან ერთერთი
უფასომდე შეიძლებ კონტრაქტი გაახანგრძლივოს, ან მოიყვანონ 30 მილიონად ან შეუთანხმდნენ რომ არ გაახანგრძლივოს
ეხლავე შეაუთანხმდნენ რო არ აგვახიონ.უეჭველი მოსაყვანია უფასოდ.