გუშინდელი კატალონიური შოუს შემდეგ ფეხბურთელებმა ვერ დამალეს აღფრთოვანება და ინტერვიუს მიცემისას ძალიან კმაყოფილები იყვნენ.
დავიდ ვილა
“რა თქმა უნდა მოწინააღმდეგის 8:0 განადგურება და თან პლიუს დუბლის შესრულება ძალიან სასიხარულოა. ამ შეხვედრით გუნდმა თავისი თავის რწმენა დაიბრუნა და მომავალშიც ასეთი თამაშით ვასიამოვნებთ გულშემატკივარს. ვგონებ “სოსიედადთან” და “მილანთან” მოგებას ვიმსახურებდით, თუმცა ფორტუნამ გვიმტყუნა. მოდით ეს ორი მატჩი საერთოდ ამოვიგდოთ თავიდან. რაც შემეხება მე, თუ ტრავმებმა არ შემაწუხა, წინა სეზონზე ბევრად უკეთესად ვითამაშებ.”
სერხიო ბუსკეთსი
“ყოველთვის, ჩვენი თამაშის გაუმჯობესებაზე ვზრუნავთ და დღეს ეს ყველაფერი ძალიან კარგად გამოგვივიდა. წინა შეხვედრებში გამარჯვების მოპოვება ვერ მოვახერხეთ, მაგრამ ამაში საგანგაშო არაფერია. “ვილიარეალთან” თამაშში, ძალზედ გამოირჩეოდა ნახევარდაცვა, ისევე როგორც “ოსასუნასთან”. ახლა მთელი ჩვენი ყურადღება “ვალენსიაზეა” გადატანილი და მზად ვართ 100%–ით მომზადებული გავიდეთ მოედანზე.”
დანიელ ალვესი
“ბარსელონა”–გუნდი, რომელიც ყოველთვის ბოლომდე იბრძვის გამარჯვებისთვის და თუ ამას ვაღწევთ, ძალიან ბედნიერები ვართ. არ ღირს “მილანთან” დასრულებულ ფრეზე ამდენი საუბარი. მართალია მომზადებულები ვიყავით და მოგება გვსურდა, მაგრამ არ გამოგვივიდა. რაც შეეხება ჩვენი თამაშის სტილს, რასაკვირველია არ შევცვლით; სწორედ ამან გაგვხადა ასეთი განსაკუთრებულები და ბოლომდე გავაგრძელებთ ასეთ დონეზე ასპარეზობას.”
მაქსველი
“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ როგორც იქნა მოვიშუშე ტრავმა და დავბრუნდი მოედანზე. ეს ადვილი ნამდვილად არ იყო. ყოველდღე მთელი ძალებით ვარჯიშობდი, რათა დროულად ჩავმდგარიყავი მწყობრში. თავს კარგად ვგრძნობ და მზად ვარ გუნდს ყველაფრით დავეხმარო, რითიც შემიძლია. ახლა “ბარსაში” პრაქტიკულად აღარ არიან ტრავმირებულნი. რაც შეეხება იმ ერთი–ორ ფეხბურთელს, რომლებიც ლაზარეთში არიან, ძალიან მალე დაუბრუნდებიან კლუბს.”



