ჩვენი საიტი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ყოველი თამაშის წინ მწვრთნელის როლი მოირგონ და სასურველი შემადგენლობა დააყენონ.
გულშემატკივრებმა ერთხმად ტერ შტეგენი (100%) და ლევანდოვსკი (100%) აირჩიეს. შემადგენლობაში მოხვედრილთაგან ყველაზე ცოტა, 53% ანსუ ფატიმ მიიღო.
გთავაზობთ ჩვენი მომხმარებლების მიერ “ბაიერნთან” დღევანდელი მატჩისთვის შედგენილ სასტარტო შემადგენლობას:
ტერ შტეგენი – ბელერინი, კუნდე, გარსია, ბალდე – დე იონგი, პედრი, გავი – დემბელე, ლევანდოვსკი, ფატი.
რაც შეეხება პროგნოზს – მომხმარებელთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ “ბარსელონა” ანგარიშით 2-1 მოიგებს.




ფატის მაყურებელიც აღარ ირჩევს და რა უტყდება? ეგება დაფიქრდეს ცოტა.
არ იყო ცენტრალურ მცველად ალონსო ამიტომ მე სულ სხვანაირი წყობა მგონია:
——– ლევანდოვსკი – დემბელე
პედრი – დე იონგი – ბუსკეცი – რაფინია
ბალდე – ალონსო – გარსია – კუნდე
————-ტერ შტეგენი ————-