workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კლაუდიო ბრავო: სანამ მესი დაარტყამდა, გოლს უკვე აღვნიშნავდი

კლაუდიო ბრავო: სანამ მესი დაარტყამდა, გოლს უკვე აღვნიშნავდი

“ბარსელონას” ყოფილი მეკარე, კლაუდიო ბრავო კატალონიურ გრანდში გატარებულ პერიოდს იხსენებს:

“ბარსაში” გადასვლა შესანიშნავი იყო. ჩემი პრეზენტაციის დროს თავში უამრავი რამ მიტრიალებდა. ყველაფერს, რაც აქ მოსახვედრად გავიღე, “კამპ ნოუზე”, თითქმის 100 000 ქომაგის თვალწინ თამაშისას, ყოველ წამს ვხედავდი.

ამ სტადიონზე გასვლისას ყოველთვის ვფიქრობდი, თუ რამდენად რთული იყო “ბარსას” მაისურის მორგება. როცა ავტობუსით ვმგზავრობდი, რამდენ ხანს ვიცდიდი, სირთულეები… და ჩემს თავს ვეუბნებოდი, რომ ახლა მხოლოდ სიამოვნების მიღების დრო იყო.

როცა “ბარსელონაში” ვთამაშობდი, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი – ლეო მესი – ჩვენს გუნდში იყო. სანამ ის დაარტყამდა, გოლს უკვე აღვნიშნავდი (იცინის).

მესისნაირ ფეხბურთელებს ისე ვუყურებთ, თითქოს ისინი უცხოპლანეტელები არიან, მაგრამ ლეოთი გაოცებული ვიყავი – სიმარტივე და ადამიანობა, რომელიც მას ახასიათებს… ის ნორმალური ადამიანია. არგენტინელთან კონტაქტი ძალიან მარტივია.

დიდ გუნდებში თავს შესანიშნავი ხალხი იყრის. მესი, ჩავი, ინიესტა… ფეხბურთელები, რომლებმაც ბევრი რამ მოიგეს და თავმდაბლები არიან – ასეთ რაღაცებს ხშირად ვერ ვხედავთ.

ნეიმარი? ის, გრიზმანის მსგავსად, ბავშვივითაა. ნეი ბედნიერებას აფრქვევს და ბევრს ხუმრობს. გასახდელ ოთახში, ხუმრობა და სერიოზულობა უნდა დააბალანსო. ნეიმარი ბედნიერი ბიჭია.

ბევრ ადამიანს დანი ალვესზე არასწორი წარმოდგენა აქვს. დანი ძალიან პასუხისმგებლიანი და პროფესიონალია. ის პორველი იყო, ვინც ვარჯიშზე მოდიოდა და ბოლო, ვინც მიდიოდა – ყოველ დღე სავარჯიშო დარბაზში მუშაობდა… მაგრამ, ხალხი მასზე არასწორად ფიქრობს. 

“ბარსელონაში” ყოფნისას ლა ლიგის საუკეთესო მეკარედ მაღიარეს და სამორას პრიზი მოვიგე – ამის გამო მადლიერი ვარ.

ჩილელი ფეხბურთელი “ბარსელონაში” 2014-2016 წელბში ასპარეზობდა. ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით მის ანგარიშზე 75 მატჩი და ყველა შესაძლო ტიტულია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • nika 54
    schedule 26 ოქტ 2022, 16:01
    #9

    შტეგენის მოუთმენლობა იყო და კიდევ ლიგაზე დადებული შედეგი რო ამაზე როგორც პირველ ნომერზე უარი თქვეს პლიუს შტეგენის ასაკი.

  • DesmondHume
    schedule 26 ოქტ 2022, 03:23
    #8

    ციტატა: Alien messi

    ციტატა: EL MAESTRO 6

    ციტატა: Alien messi
    მუდრიკი მოიყვანონ რამენაირად ნადირია ტიპი სისწრაფე ტექნიკა დარტყმა პასი ყველაფერი იდეალური აქვს ძაან დიდი ტალანტია


    ან ეგ ან უკეთესი კვარა თუ დავითრიეთ


    კვარა ყველას გვინდა რა თქმა უნდა მარა რეალის ფანია ბავშობიდან და არამგონია ბარსაში წამოვიდეს ნუ თანამედროვე ფეხბურთში ვერაფერს იტყვი წინასწარ სადაც არ უნდა იყოს ყველგან მაგარი იქნება კვარა ❤️


    ისკო და მოდრიჩი ბარსას ფანები იყვნენ მაგრამ სად აღმოჩნდნენ კი ვიცით, ასე რომ, ვნახოთ რა იქნება

  • Don_Andresito
    schedule 26 ოქტ 2022, 02:16
    #7

    რეალთან 0-4 ბერნაბეუზე.. რა ბურთები აიღო

  • Alien messi
    schedule 26 ოქტ 2022, 01:53
    #6

    ციტატა: EL MAESTRO 6

    ციტატა: Alien messi
    მუდრიკი მოიყვანონ რამენაირად ნადირია ტიპი სისწრაფე ტექნიკა დარტყმა პასი ყველაფერი იდეალური აქვს ძაან დიდი ტალანტია


    ან ეგ ან უკეთესი კვარა თუ დავითრიეთ


    კვარა ყველას გვინდა რა თქმა უნდა მარა რეალის ფანია ბავშობიდან და არამგონია ბარსაში წამოვიდეს ნუ თანამედროვე ფეხბურთში ვერაფერს იტყვი წინასწარ სადაც არ უნდა იყოს ყველგან მაგარი იქნება კვარა ❤️

  • პეპ გუარდიოლა
    schedule 26 ოქტ 2022, 01:48
    #5

    ეს ძან მაგარი იყო, შტეგენი კონკურენციას ვერ უწევდა და ასაკის გამო მოიშორეს თუარა ორ შტეგენს ერთად აღებულს აჯობებდა ბრავო, მახსოვს ამის გიჟური სეივები

  • cruyff9
    schedule 26 ოქტ 2022, 01:43
    #4

    ბრავო მაგრად მევასება

  • EL MAESTRO 6
    schedule 26 ოქტ 2022, 01:42
    #3

    ციტატა: Alien messi
    მუდრიკი მოიყვანონ რამენაირად ნადირია ტიპი სისწრაფე ტექნიკა დარტყმა პასი ყველაფერი იდეალური აქვს ძაან დიდი ტალანტია


    ან ეგ ან უკეთესი კვარა თუ დავითრიეთ

  • დიადი ვალვერდე
    schedule 26 ოქტ 2022, 01:27
    #2

    ევროპა ლიგაზე სისხლს დავღვრით .ეს ტურნირი დიდი ხანია არ მოგვიგია.ძმებო მაქსიმალისტები უნდა ვიყოთ ცუდი იქნება?

  • Alien messi
    schedule 26 ოქტ 2022, 01:24
    #1

    მუდრიკი მოიყვანონ რამენაირად ნადირია ტიპი სისწრაფე ტექნიკა დარტყმა პასი ყველაფერი იდეალური აქვს ძაან დიდი ტალანტია