ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 11 სექტემბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 11 სექტემბერს მოხდა.
თამაშები
11 სექტემბერს "ბარსელონამ" 11 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 8 მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს და 2 წააგეს.
1881 წელი
დაიბადა "ბარსელონას ყოფილი მწვრთნელი (1929-1931) ჯიმ ბელამი.
1949 წელი
ტარაგონას "ჟიმნასტიკთან" საშინაო მატჩში "ბარსელონამ" 10-1 მოიგო. ეს კატალონიელებისთვის ლა ლიგაში საკუთარ კედლებში ყველაზე დიდი სხვაობით მოგებული თამაშია.
1962 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი თავდამსხმელი ხულიო სალინასი. 1988-1994 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 220 თამაში ჩაატარა და 92 გოლი გაიტანა. სალინასმა კატალონიურ გუნდში 4 ესპანეთის ჩემპიონატი, 2 ესპანეთის სუპერ თასი, 1 თასების მფლობელთა თასი, 1 ესპანეთის თასი, 1 ჩემპიონთა ლიგა და 1 ევროპის სუპერ თასი მოიგო.
1979 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ფრანგი მცველი ერიკ აბიდალი. 2007-2013 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 193 თამაში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. აბიდალმა კატალონიურ გუნდში 4 ესპანეთის ჩემპიონატი, 3 ესპანეთის სუპერ თასი, 2 ჩემპიონთა ლიგა, 2 ესპანეთის თასი, 2 ევროპის სუპერ თასი და 2 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.
2018-2020 წლებში ერიკ აბიდალი "ბარსელონას" სპორტული დირექტორი იყო.
1991 წელი
Canal Plus-ის ამხანაგური ტურნირის ნახევარფინალის განმეორებით მატჩში "ბარსელონამ" და "რეალ მადრიდმა" 1-1 ითამაშეს. 2 თამაშის ჯამში მადრიდელებმა 4-2 მოიგეს.
1998 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ხელბურთელი ლუის ფრადე.
2002 წელი
"ბარსელონა" ესპანეთის თასიდან მე-3 დივიზიონში მოთამაშე "ნოველდამ" გამოაგდო. კატალონიელებმა სტუმრად 2-3 წააგეს.
2004 წელი
"სევილიასთან" 2-0 მოგებულ შეხვედრაში ჰენრიკ ლარსონმა "ბარსელონას" მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა.
იმავე მატჩში "ბლაუგრანას" მაისურით სილვინიოს დებიუტი შედგა.
2010 წელი
ლა ლიგაში ახლად აღზევებულმა "ერკულესმა" სენსაცია შემოგვთავაზა და ესპანეთის მოქმედი ჩემპიონი "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" 2-0 დაამარცხა. საინტერესოა, რომ ეს "ერკულესისთვის" "ბარსელონასთან" ზედიზედ მე-3 მოგება იყო.
იმ მატჩში "ბარსელონას" მაისურით ხავიერ მასკერანოს დებიუტი შედგა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]