მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დონ ანდრეს ლამანჩელი   (ნაწილი I)

დონ ანდრეს ლამანჩელი (ნაწილი I)

 

 

 

ქალაქ ბარსელონას სტატისტიკის დეპარტამენტის ცნობებით, 1996 წელს ქალაქში საცხოვრებლად ოფიციალურად გადმოვიდა 11,028 ადამიანი, მათ შორის 99 ადამიანი იყო კასტილია–ლა–მანჩიდან. მართალია სტატისტიკა ამას არ აფიქსირებს, თუმცა ამ ადამიანებს შორის ერთის სახელი და გვარი უნდა ყოფილიყო ანდრეს ინიესტა ლუხანი. ის 12 წლის იყო და ფეხბურთელობა სურდა.

     ინიესტას ოცნება ახდა. მან  მამას, ქვის ოსტატს 40 წლის ასაკში საშუალება მისცა რთული სამუშაოსთვის დაენებებინა თავი, თავის დედას კი სახლი უყიდა პირველივე პროფესიონალური კონტრაქტის გაფორმებისთანავე. ახლა, 27 წლის ასაკში, ის მსოფლიო ჩემპიონია, ცოტა ხნის წინ გახდა მამა და მისი საყვარელი კერძი უწინდებურად შემწვარი წიწილაა კარტოფილთან ერთად. მოედანს გარეთ კი ისეთი უბრალოა, შეიძლება ოფიციანტშიც აგერიოს, რაც ცოტა ხნის წინ მოხდა კიდეც. ოცნებობს წავიდეს ინდოეთში და ნახოს ტაჯ–მაჰალი როცა ამის დრო ექნება.

” მე მჯერა ბედისწერის, ყელაფერი იმიტომ ხდება, რომ ზუსტად ასე უნდა მოხდეს, კიდევ ღმერთის მწამს, თუმცა ფანატიკოსი არ  ვარ, ჩემი რწმენა ძალიან მყარია”.

ანდრესი ინიესტას ბაბუის საპატივსაცემოდ დაარქვეს. ფუენტეალბილეში ასე 3 ადმიანს ჰქვია. თვითონ მას და მის ორ ბიძაშვილს. მის ბაბუას დედის მხრიდანაც ანდრესი ჰქვია, მას ბარი ჰქონდა, თუმცა დაახლოებით 10 წლის წინ დაიხურა. ეს ისტორია თვითონ მოყვა ვარჯიშის წინ. ანდრესი ახლა “ნაიკის” სახეა, წლებს წინ კი მამამისი თვეობით აგროვებდა ფულს, რათა მისთვის ამ ფირმის ბუცები ეყიდა.

ახალგაზრდა ინიესტა ფეხბურთს ღია ცის ქვეშ, ასფალტის სტადიონზე თამაშობდა. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ 8 წლის ასაკში საფხბურთო კლუბ “ალბასეტეს” აკადემიაში არ ჩაირიცხა და თავის სახლიდან 80 კმზე არ დაიწყო ფეხბურთის სათამაშოდ სიარული..

” მე “ალბასეტეს” და “ბარსელონას”  გულშემატკივარი ვიყავი. მამაჩემი “ატლეტიკოს” ანიჭებდა უპირატესობას. დასვენების დღეებში,  “ალბასეტეს” საშინაო მატჩების საყურებლად მივდიოდით, მაშინ იქ: ხოსიკო, სალაზარი, მოლინა თამაშობდნენ. ერთხელ წყობიდან გამოვედი როცა “ბარსამ”  “ალბასეტეს” 7 ბურთი გაუტანა, ეს საშინელება იყო”

   ინიესტამ თამაში “ალბასეტეში” დაიწყო და თამაშობდა იქ, სანამ არ მოხდა ერთი შემთხვევა. ის ერთ–ერთი ახალგაზრდული ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. შეუძლებელი იყო არ შეგემჩნიათ ულამაზესად მოთამაშე ბიჭი. იმ ტურნირს ბევრი ესპანური კლუბის წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის “რეალის” და “ბარსელონასი”. ალბერტ ბენაჟი, ცნობილი ორიოლ ტორტის თანაშემწე “კამპ ნოუზე”  ფეხბურთელთა სიით დაბრუნდა, იმ ფეხბურთელთა, რომლებმაც მისი ყურადღება დაიმსახურეს. სიის პირველი ნომერი ანდრეს ინიესტა იყო.

   მაგრამ იყო ერთი პრობლემა. მინიმალური ასაკი “ლა მასიაში” მოხვედრის მსურველისა 14 წელი უნდა ყოფილიყო, ანდრეს კი მხოლოდ 12 წლის იყო. კლუბმა მიმართა ოჯახს, აუხსნა რომ მისი განვითარება ძალიან ფრთხილად უნდა მომხდარიყო, ამას გარდა კლუბის წარმომადგენლებმა ოჯახთან წინასწარ შეთანხმებასაც მიაღწიეს, რომელიც სრული ძალით რამდენიმე წელში ამოქმედდებოდა.

  ინიესტას დახმარება გაუწია იმან, რომ ბენაჟის სიაში, მასთან ერთად ფიგურირებდა სხვა ფეხბურთელი, ხორხე ტროიტერიო. ტუნირის დამთავრების შემდეგ, დაახლოებით ორ კვირაში ტროიტერიოს მამა შვილთან ერთად მიადგა “ლა მასიას” და მოითხოვა: ” ბატონებო ან ჩემი შვილი აქ დარჩება, ან არა და მადრიდში მიმყავს, ის ფეხბურთელი უნდა გახდეს”. “ლურჯ–ბროწეულისფერთა” კანტერის კოორდინატორმა, ტორტმა იდეალური გადაწყვეტილება მიიღო: მან კლუბში დაიტოვა ტროიტეირო და მასთან ერთად მოიწვია აგრეთვე 12 წლის ანდრეს ინიესტაც. ” ისინი დამეგობრდებიან, ერთად ივარჯიშებენ, საკუთარი სახლი და ოჯახიც ერთად ყოფნისას ნაკლებად მოენატრებათ”– თქვა ტორტმა.

ანდრესის დედას იმის გაფიქრებაც არ უნდოდა, რომ მისი შვილი კატალონიაში უნდა წასულიყო. მაგრამ იგი მეუღლემ დაარწმუნა, რომ შემოთავაზება “ბარსელონასგან” ისეთი რამ იყო, რომელზეც უარის თქმა არ შეიძლებოდა. ” ეს ძალიან რთულად მისაღები გადაწყვეტილება იყო”– იხსენებს ანდრესის დედა ახლა.

” მამაჩემმა მითხრა: შენი ცხოვრების მატარებელი მხოლოდ ერთხელ ჩაივლის შენს წინ. მე კი ვუპასუხე, რომ არ მინდოდა წასვლა.” –იხსენებს ანდრესი.  თუმცა გადაწყვეტილება არ იყო ერთმნიშვნელოვანი და მის თავში კვლავ ბრუნდებოდა ამაზე ფიქრი.  ყოველდღე, დაწოლისას იგი მიქაელ ლაუდრუპის და ხოსეპ გვარდიოლას პოსტერებს უყურებდა, რომელიც მის ოთახში, კედელზე ეკიდა. მამა და შვილი უხმოდ დადიოდნენ კვლავ ვარჯიშზე, სანამ ერთ დღესაც ანდრესმა თავდაჯერებულად და მკაცრად არ თქვა:

 

” მამა დარეკე ბარსელონაში”…

 

I ნაწილის დასასრული 

 

  

 

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში