ჩავი ერნანდესმა ბილბაოს “ატლეტიკთან” მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
ცვლილებებს აუცილებლად გავაკეთებთ, რადგან გუნდში დაღლილობა და დისკომფორტია. გვინდა, გუნდი 100%-ით მომზადებული იყოს.
ხვალ მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ.
დე იონგი დაცვაში ძალიან კარგია, მაგრამ ის შეტევაში კიდევ უფრო უკეთესია. მან პროგრესი უნდა განაგრძოს, ფრენკის უზარმაზარი პოტენციალი აქვს.
გავის მოგებულ ჯილდოს ვულოცავ. ის ამას იმსახურებს. გავი არაჩვეულებრივია. ის ყველაფერს ხედავს, ჯერ მხოლოდ 18 წლისაა და საოცრად თამაშობს.
დემბელესთან დაკავშირებით არაფერი იცვლება. ის უნიკალურია. უსმანს პირისპირ თამაშისას განსხვავების შექმნა შეუძლია. მას ვეუბნები, რომ 1-1-ზე აქტიურად ითამაშოს, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ბურთი დაკარგოს. დემბელე გუნდის მნიშვნელოვან ფიგურად რჩება.
ერნესტო ვალვერდე შესანიშნავი მწვრთნელი და დიდებული ადამიანია. მან “ბარსელონაში” ძალიან კარგად იმუშავა. ჩემთვის ის ბრწყინვალე იყო.
ფატი ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც განსხვავების შექმნა შეუძლია. ის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.
ტორეს სიტუაციით ბედნიერი არ ვარ. მინდა, რომ მან მეტი ითამაშოს. პაბლო ძალიან კარგია და გასულ შეხვედრაში მისი შემოყვანა მინდოდა, მაგრამ თამაშის მიმდინარეობისას გეგმები შევცვალე. ნახევარდაცვაში დიდი კონკურენციაა, მაგრამ ის მშვენივრად მუშაობს და მისი დრო აუცილებლად მოვა.
გავისა და პედრის მინდორზე იგივე როლი აქვთ, რაც მე და ინიესტას გვქონდა, მაგრამ შედარებები არ უნდა ვაკეთოთ. მათ დიდი აწმყო და მომავალი აქვთ.
აქ მუდმივად დაძაბულობაა, რადგან ეს “ბარსაა”, სადაც აუცილებლად უნდა მოიგო. გასულ შეხვედრაში ძალიან კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ხვალ მორიგი მატჩი გველის, რომელიც რთული იქნება.
პიკე კარგად მუშაობს და გუნდზეა ფოკუსირებული. ის გუნდის დასახმარებლად მზადაა.
მარკოს ალონსოს ბევრი კარგი თვისება აქვს. ის იგებს დუელებს, სწრაფია, ბურთის ამოტანა კარგად შეუძლია. ალონსო ცაციაა, რასაც დიდი მნიშვენლობა ენიჭება.
ფერან ტორესი თავდაჯერებულობას იკრებს, ეს აშკარაა. შემტევებისთვის გოლის გატანა მნიშვნელოვანია. მან ბოლო ორ შეხვედრაში კარგად ითამაშა. ფერანი მუშაობას არ წყვეტს. მის ძალისხმევას ძალიან ვაფასებთ. ის მაღალი დონის ფეხბურთელია, იმის მიუხედავად, გააქვს თუ არა გოლი.
კესიე? კონკურენცია მაღალია, მაგრამ ის პროფესიონალია, კარგად ვარჯიშობს და დარწმუნებული ვარ, სათამაშო დროს დაიმსახურებს.
გუნდში მნიშვნელოვანი ან სკამის ფეხბურთელები არ არსებობენ, აქ მხოლოდ “ბარსელონას” ფეხბურთელები არიან.
ჯარიმების შესრულება აუცილებლად უნდა დავხვეწოთ.
პედრის დასვენება? ვცდილობ, ყველა მოთამაშე დავასვენო, მაგრამ ის ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილია.
გუნდის დონე? ჩვენ დიდებული თამაშები ჩავატარეთ. თუ გუნდს შევაფასებთ, ვნახავთ, რომ ის ძალიან კარგი იყო და მუდმივად ვიბრძოდით. სასურველ ფორმას ვუახლოვდებით. სრულყოფილება არ არსებობს, მაგრამ მას უნდა მივუახლოვდეთ.




მერე ფინალში ატლეტიკოს მოვუგებთ?
მგონი დადგა 4-0 ების დრო👍 იმედია გავძუყნით
ხავი დააგდე ლევანა სკამზე ხვალ და ფელიში – ფერანი – ლამინე. და მოიგე ეს თამაში უეჭველი ვალი გაქვს გულშემატკივრების ბეტისთან თამაშის მერე აკიდებული.
მოსაგები მატჩია ეს. აუცილებლად უნდა გავიდეთ შემდეგ ეტაპზე რომ უტიტულოდ არ დავასრულოთ სეზონი.
პენია
კუნდე-არაუხო-კრისტესტენი-ბალდე
გიუნდოგანი-დე იონგი-პედრი
იამალი-ლევანდოვსკი-ფერან ტორესი
კრისტესტენი-კანსელუ
პედრი-ფერმინი
ფერან ტორესი-ფელიში
ლევანდოვსკი-როკე
გიუნდოგანი-რობერტო
იამალი-გიუ
კაია რეალზე და მსაჯებზე საუბარს თავი რომ აარიდა თორე საუკვეთავდნენ პერესი და ტებასი დისკვალიფიკაციას ერთი 10 თამაშში🙂
ათამაშე მერე კასადო ბიჯოოო
ჯანდაბას ალონსო დემბელეზე მაინც თქვას ზრდილობიანად დებილიაო.
მარტო ჯარიმები კი არა სტანდარტულებია მთლიანად დასახვეწი. რამდენ კუთხურს ვაწვდით და ხიფათიც არ იქმნება. და ბარემ 1 2 სიყტვაც ვალვერდეზე მე იმიტო არ მომწონდა რო არა ბარსელონური სტილით თამაშობდა, მაგრამ ფაქტი ერთია თუ მესი ყავდა კამპნოუზე ყველას ანადგურებდა( ბეტისს თუ არ ჩავთვლით)
და თან თუ ხვდებოდა რო ამის გაკეთება შეეძლო არ ჩერდებოდა და ანგარიშის შენარჩუნებაზე არ იყო. ჩავის რო ეგრე ექნა შარშან რეალთან კიდე 2 3 ბურთს უპრობლემოთ გაიტანდნენ
რატომღაც მგონია რო ამჯერად მოგვიგებს ბარსა, ნაგელსმანი არ დააყენებს ძიირითად გუნდს, ბევრს დაასვენებს და სკამის ხალხს მისცემს დროს, არადა ბარსასთან თამაში ყოველთვის პრინციპულია, არ აქვს მნიშვნელობა სატურნირო თვალსაზრისით სჭირდებათ თუ არა, იმედია ვცდები და ზედიზედ მე-6 შეხვედრასაც მოუგებს ბაიერნი. დამატებითი მოტივაცია აქვთ, იცით ბოლოს ჯგუფში როდის წააგო ბაიერნმა? 2017 წელს, მის მერე 32 შეხვედრაა არ მარცხდებიამ, 28 მოგება და 4 ფრე, სასწაული შედეგია. რათქმაუნდა ყველა დროის რეკორდია ❗️❗️❗️
ჩავიც ხედავს მინუსებს ხოარ გამოვა და პრესკონფერეციაზე ხოარ იტყვის სულელი *ლეა ალონსოო
კი და დუელებს იგებსო
პედრი და ფრენკი აუცილებლად უნდა დაასვენოოოს, გავისაც მეორე ტაიმში შემოვიყვანდი თუ შესაძლებელია. ბაიერნთან ამ ორის დაგლეჯვის გარეშე შანსი არ გვექნება, ნუ რა თქმა უნდა თუ დაცვაში შეცდომებმა შანსები არ გაგვიქრო
ისეთ ლიგას რა ვუთხარი, ფაქტობრივად რო არც კი გამეხარდებოდა… ერთი მესის გამო ვუყურებდი მაგ დროს და საოცარი იყო თვითონ, მარა გუნდის თამაში… თან რა ფეხბურთელები გვყავდა
ალონსოზე მართლა თქვა სწრაფიაო?
ამოჩემებული ჰყავს ეს ერთი ფეხბურთელი, როგორც ყველა მწვრთნელს. ზაფხულში უნდა მოგვეშორებინა სამუდამოდ, მაგრამ ხავიმ კიდევ ორი წელი სისხლი უნდა გაგიშროთო.
ჩემი აზრით ვალვერდეს ხასიათი აკლდა. თავზე წამოაჯდნენ ფეხბურთელები, რომც ჩაესვარათ იცოდნენ რო მაინც არაფერი შეიცვლებოდა მათთვის ამით. ხელმძღვანელობამაც შეუწყო ამ ყველაფერს ხელი. თორემ უპრობლემოდ შეეძლო ლიგის დადება
ტერ შტეგენი
რობერტო-კუნდე-გარსია-ბალდე
გავი-დე იონგი-პედრი
ტორესი-ლევანდოვსკი-ფატი
ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ეს ერთუჯრედიანი დემბელე რამ შეაყვარა ამ კაცს, ვერ ვხვდები