workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონასა და ელჩეს შეთანხმების უცნაური პუნქტი

ბარსელონასა და ელჩეს შეთანხმების უცნაური პუნქტი

“ბარსელონას” ახალგაზრდა შემტევი ალექს კოლიადო მიმდინარე სეზონს იჯარის წესით “ელჩეში” ატარებს.

ერთი შეხედვით მხარეებს შორის ჩვეულებრივი შეთანხმება არსებობს – “ელჩე” ფეხბურთელის ხელფასის ნახევარს იხდის, სეზონის ბოლოს კი ალიკანტელებს ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება არ აქვთ.

თუმცა Sport-ის ცნობით არსებობს ერთი უცნაური პუნქტი – თუ “ბარსელონა” მომდევნო ორი სეზონის განმავლობაში კოლიადოს გაყიდის, ტრანსფერის თანხის 20% “ელჩეს” შეხვდება. სავარაუდოდ ამ პუნქტის მიზანი ისაა, რომ “ელჩეს” კოლიადოს განვითარების მოტივაცია ჰქონდეს.

კოლიადომ “ელჩეს” მაისურით ჯერჯერობით 5 თამაში ჩაატარა. მის ანგარიშზე 1 გოლია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • Clever liar
    schedule 20 ოქტ 2022, 17:23
    #3

    ციტატა: nika 54
    არ მითხრა, 0-3 აჩუქეს გუშინ რეალს და არ დაუღლიათ თავი.


    არც რეალამდე დაღლილან თორე ჯანდაბას ეგ ერთი :))

  • nika 54
    schedule 20 ოქტ 2022, 15:05
    #2

    ციტატა: Clever liar
    მაგარი გუნდი ყავთ ძაან ფეხბურთელის გასანვითარებლად შერჩეული, ამაშიც რო ბაჯაღლო პიტალოები არიან..


    არ მითხრა, 0-3 აჩუქეს გუშინ რეალს და არ დაუღლიათ თავი.

  • Clever liar
    schedule 20 ოქტ 2022, 12:56
    #1

    მაგარი გუნდი ყავთ ძაან ფეხბურთელის გასანვითარებლად შერჩეული, ამაშიც რო ბაჯაღლო პიტალოები არიან..