workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოქროს ბურთი – ვის რამდენი?

ოქროს ბურთი – ვის რამდენი?

გუშინ ოქროს ბურთის დაჯილდოება გაიმართა. ყველაზე მეტი, 3 ჯილდო “ბარსას” ფეხბურთელებმა აიღეს, მაგრამ უმთავრესი პრიზი, მამაკაცების “ოქროს ბურთი” “რეალ მადრიდის” ფრანგ ვარსკვლავს, ქარიმ ბენზემას შეხვდა. ვერაფერს იტყვი, ნამდვილად დამსახურებულად.

გუშინდლის წყალობით “რეალ მადრიდი” “ბარსელონას” ოქროს ბურთების რაოდენობით გაუთანაბრდა, თუმცა მხოლოდ ფორმალურად. ესპანური გრანდების აქტივში 12-12 ოქროს ბურთია, რაც, რა თქმა უნდა, რეკორდია.

თუმცა თუ ჩვენ ყურადღებას მივაქცევთ იმას, თუ რომელ გუნდებში თამაშის გამო იგებდნენ ფეხბურთელები ოქროს ბურთებს, აქ “ბარსა” დიდი უპირატესობითაა წინ გაჭრილი. 2000 წელს ჯილდო ლუიშ ფიგუმ მიიღო, რისი მიზეზიც მისი “ბარსელონაში” თამაშის დროინდელი წარმატებებია; 2002 წელს საუკეთესოდ რონალდო დასახელდა, მიზეზი კი ის თამაშია, რომელიც მან “ინტერის” ფეხბურთელობის დროს აჩვენა; 2006 წელს ოქროს ბურთის მფლობელი ფაბიო კანავარო გახდა, მიზეზი კი ის თამაშია, რომლის დროსაც ის “იუვეს” ფეხბურთელი იყო. სამივე ამ შემთხვევაში ფეხბურთელებმა ჯილდო იმ დროს ჩაიბარეს, როდესაც “რეალ მადრიდის” ფეხბურთელები იყვნენ.

საპირისპირო არასდროს მომხდარა, ანუ “რეალ მადრიდში” თამაშით დამსახურებული ოქროს ბურთი სხვა გუნდზე არასდროს გაფორმებულა. ეს ნიშნავს, რომ “რეალ მადრიდში” თამაშით ფეხბურთელებმა 9 ოქროს ბურთი მოიგეს.

“ბარსელონაში” სხვაგვარი სიტუაციაა. 1973 წელს “ბარსამ” იოჰან კრუიფის ოქროს ბურთი “აიაქსს” “წაართვა”. სამაგიეროდ “ბარსელონას” ოქროს ბურთები აქტივში ჩაიწერეს “რეალ მადრიდმა” (ლუიშ ფიგუ, 2000 წელი) და “პარი სენ-ჟერმენმა” (ლიონელ მესი, 2021 წელი). გამოდის, “ბარსელონაში” თამაშის გამო ფეხბურთელებმა არა 12, არამედ 13 ოქროს ბურთი მოიგეს, რაც “ბლაუგრანას” ერთპიროვნულად პირველ ადგილზე აყენებს, თანაც დიდი უპირატესობით.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (12)

  • nika 54
    schedule 19 ოქტ 2022, 22:42
    #12

    არც მბაპეს და არც ჰოლანდს ჯერ ოქროს ბურთი არ დაუმსახურებია და თუ გაისად ჰოლანდს მაინც მისცეს გამოდის რო რონალდუს სტილში ექნება მიღებული, ანუ ბევრი ბევრი გოლი. თამაშის ხარისხი? აღარავის აინტერესებს რა თქმა უნდა.
    მთავარია ბევრი გოლი, ჩემპიონობა, ლიგა, თასები და მორჩა. ის რო დე ბრუინის ყურება უკეთესია ვიდრე ჰოლანდის არავის აინტერესებ. მთავარია გოლები.

  • El pistolero 9
    schedule 19 ოქტ 2022, 13:26
    #11

    თუ დააკვირდით ყველა ინდივიდუალური ჯილდო ესპანეთში წამოვიდა

  • Alien messi
    schedule 18 ოქტ 2022, 22:13
    #10

    რაც არ უნდა ცუდ მდგომარეობაში იყოს ბარსა 1 მეგავარსკვლავი ყოველთვის ყავდა და ყავს რომელიც ყოველთვის ოქროს ბურთის კანდიდატია მომავალშიც უნდა გააგრძელონ ტრადიცია და ჰოლანდი მბაპედან ერთ-ერთი დაითრიონ!

  • cruyff9
    schedule 18 ოქტ 2022, 21:23
    #9

    ციტატა: NAMASTE

    ციტატა: cruyff9
    მერე მაგ 13ს მიუმატეთ ფიგუ და რონალდო და გამოდის 15😍


    ფიგუ მიმატებულია უკვე და 13 გამოდის. რონალდომ კიდე ოქროს ბურთი ინტერში თამაშის გამო მოიგო…


    ბარსაში თამაშის გამო მოიგო 1996 ში

  • Kote Bogveradze
    schedule 18 ოქტ 2022, 20:57
    #8

    akaki კი რამდენიმე წლის წინ ეს სრულიად გამორიცხული ოყო, თუმცა წლევანდელი პერფომანსით ოქროს ბურთო რო ვერ მოეგო საცოდაობა იქნებოდა, ისევე როგორც ლევანდოვსკის 2020 წელს არ მისცეს. იმ წელს გასაგებია თუმცა ახლა მაინც მისცენ

  • vato
    schedule 18 ოქტ 2022, 20:43
    #7

    Aroni,

    ბაზარი არაა ბარსას მენეჯმენტი ძაან მოიკიჭლებდა, მაგრამ აქ ერთიცაა გასათვალისწინებელი და ეჭვიც არსებობდა, რომ რეალს ადრე რამდენეჯერაც გაუჭირდა იმდენჯერ ესპანეთის ეროვნული ბანკი დაეხმარა სახსრებით, ამაზე რამოდენიმეჯერ გამოძიებაც დაუწყო, მაგრამ თავის შვილს ხომ არ მოჭრიდნენ თავს, დაჟე ეს ეჭვი პერესის პირველი პრეზიდენტობის დროს უფრო გამძაფრდა, რადგან რეალი არნახულ თანხებს იხდიდა ფეხბურთელებში, მაგრამ არც მანდ მოხდა შესაბამისი მტკიცებულებეჯოს პოვნა, რადგან სახელმწიფო თავის შვილს ხომ არ მოჭრიდა თავს, რადგან დამტკიცების შემთხვევაში რეალს მეორე კი არა მესამე ლიგაში ეკუთვნოდა დაქვეითება. აი ბარსას კი რამდენჯერაც კრიზისი შეექმნა გვერდში მდგომი არავინ ჰყავდა და ამ თემას შეეწირა რომალდო (გუნდს ელემენტარული თანხებიც კი აღარ ჰქონდა ხელფასებიც კი რომ დაეფარათ თორემ რომელი ჭკუათმყიფელი გაყიდდა რონალდოს, ეს გასპარმაც დაწერა) და მესიც (აქ იმედია ბოლომდე ყველაფერი გაირკვევა და საჯარი გახდება, მეც მაქვს გარკვეული კითხვები), რაც შეეხება ღორ ფიგის მაგის გაშვებას არც არავინ აპირებდა, მაგრამ თვითონ მაგ თორისშვილმა გვიღალატა და გადაე……სლა რეალში

  • akaki
    schedule 18 ოქტ 2022, 20:24
    #6

    მოვხან ის ფეხბურთი სადაც ბენზემა ოქროს ბურთს აიღებს.პროსტა ტეხავს.

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 18 ოქტ 2022, 20:22
    #5

    მერე ეგ კარგი გგონიათ? ეგ იმას ნიშნავს რომ რეალი საუკეთესოებს ყიდულობდა და ბარსა კიდე პირიქით უშვებდა

  • Muxber
    schedule 18 ოქტ 2022, 19:49
    #4

    პროსტა მართლა ვერ ვხვდები მესი როგორ გაიშვეს და ფერადი და ყ.. თავა დეემბეელები კიდე კაროჩე დამწყდა ნერვები ამათ და ოდაობით მართლაც ჩემთვის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია იმენა

  • Aroni
    schedule 18 ოქტ 2022, 19:38
    #3

    მერე ეს იმას ნიშნავს რომ ბარსას მენეჯმენტი არ ვარგა და რეალის პირიქით. ოქროს ბურთის გამარჯვებულს რომ დაკარგავ კაი არაფერია. მესი გვყოფნის მარტო მაგალითად, ყველა დროის(ჩემი და ალბათ კიდევ ბევრის აზრით) საუკეთესო ფეხბურთელს რომ დაკარგავ, თანაც იმ პირობებში რომ წასვლა არ უნდა(ტიროდა კაცი), საერთოდ რაზეა საუბარი?!

  • NAMASTE
    schedule 18 ოქტ 2022, 19:38
    #2

    ციტატა: cruyff9
    მერე მაგ 13ს მიუმატეთ ფიგუ და რონალდო და გამოდის 15😍


    ფიგუ მიმატებულია უკვე და 13 გამოდის. რონალდომ კიდე ოქროს ბურთი ინტერში თამაშის გამო მოიგო…

  • cruyff9
    schedule 18 ოქტ 2022, 19:22
    #1

    მერე მაგ 13ს მიუმატეთ ფიგუ და რონალდო და გამოდის 15😍