workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Golden Boy-ს ფინალისტებს შორის ბარსელონას სამი ფეხბურთელი მოხვდა

Golden Boy-ს ფინალისტებს შორის ბარსელონას სამი ფეხბურთელი მოხვდა

იტალიურმა გამოცემა TuttoSport-მა Golden Boy-სთვის მებრძოლი ოცი ფინალური კანდიდატი დაასახელა, რომელშიც “ბარსელონას” 3 ფეხბურთელი: პედრი, გავი და ანსუ ფატი მოხვდნენ.

აღნიშნული ჯილდოსთვის “ბარსას” საკუთრებაში მყოფი ნახევარმცველი, ნიკო გონსალესიც იბრძოლებს, რომელიც იჯარით “ვალენსიაში” თამაშობს.

“ოქროს ბიჭუნას” პრიზი ყოველწლიურად საუკეთესო 21-წლამდელ ფეხბურთელს გადაეცემა. მოქმედი გამარჯვებული პედრია, რომელსაც შანსი აქვს, ისტორიაში პირველად ეს ჯილდო მეორედ მოიგოს.

“ბარსელონას”, “ბაიერნთან” ერთად, ოცეულში ყველაზე მეტი წარმომადგენელი ჰყავს. “ოქროს ბიჭუნა” 2022 7 ნოემბერს გამოვლინდება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 14 ოქტ 2022, 19:53

    არადა როგორი იმედი მქონდა რომ ფატი დაუბრუნდებოდა ძველ ფორმას და არამარტო მე.

  • nika 54
    schedule 14 ოქტ 2022, 18:19

    ციტატა: Don_Andresito
    ფატი ოქროს ბიჭუნა კი არა ბიჭუტერიაა. ტიპი გარდა იმისა რო ნულია ბოლო ყველა თამაში, ასევე ზარალიც გახდა. ინტერთან გოლი რომელიც გაგვიუქმდა პირველ თამაშში, ამისი არაპროფესიონალიზმის გამოვლინება იყო, რა უნდოდა მანდ ხელს, ძალით ვერ იზამდა კაცი. მეორე თამაშშიც ყველა საჭირო მომენტში ბურთი დაკარგა, დამუშავება არ გამოსდის ერთი შეხებით. ბრძოლაში შესვლის ეშინია, დრიბლინგი 0, ხიფათი 0. ეს წელიც ვაცადოთ და თუ არაფერი, დათმოს ეგ ათიანი და დაახვიოს სადმე იჯარით. ვინისიუსი რა დონეზე ავიდა, შრომით, მონდომებით. კარგი მწვრთელით. იმანაც მიიღო მძიმე ტრავმა კარიერის სტარტში, მაგრამ ადგა და არც შიში შეტყობია. ეს კიდე მაგარი ქალაჩუნაა, ექიმებიც რეალს უკეთესი ყავს აშკარად და სტაფიც.მოხოდეს ყველა, ვალვერდე ვინი როდრიგო ჩუამენი თუ კამავინგა. აქ კიდე არანაირი პროგრესი არ აქვთ არც გავის არც სხვებს. ან ჩავია ძალიან სუსტი და ან არც ისე ნიჭიერები არიან ეს ბიჭები როგორც ჩვენ გავაღმერთეთ

    მეც ეგ უნდა მეთქვა, მთელი წელია ტრამვიანობს და სად ნახეს მაგის გადაბმული რამდენიმე თამაში მაინც.

  • Don_Andresito
    schedule 14 ოქტ 2022, 17:06