ბარსელონამ დე იონგის შემცვლელს ლესტერში მიაგნო

ბარსელონამ დე იონგის შემცვლელს ლესტერში მიაგნო

ფრენკი დე იონგის მომავალი ისევ გაურკვეველია. თუ ფეხბურთელი ხელფასის შემცირებაზე კვლავ უარს იტყვის, “ბარსელონა” მის გაყიდვას მომდევნო ზაფხულშიც შეეცდება.

დე იონგის ხელფასი “ბარსელონას” სახელფასო პოლიტიკასაც მნიშვნელოვნად ცდება და გუნდში მის როლსაც. Sport-ის ცნობით, სარფიანი შემოთავაზების არსებობის შემთხვევაში “ბარსა” ფეხბურთელის გაყიდვას დასთანხმდება. იმ შემთხვევისთვის, თუ ტრანსფერს თავად ნიდერლანდელიც დათანხმდა, “ბლაუგრანას” მისი შემცვლელი უკვე შერჩეული ჰყავს.

საუბარი “ლესტერის” 25 წლის ნახევარმცველზე, იური ტილემანსზეა. ბელგიელს “მელიებთან” კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება და “ბარსელონას” მისი ხელში უფასოდ ჩაგდება შეეძლება.

იური ტილემანსი “ლესტერში” 2019 წლიდან თამაშობს. ინგლისური გუნდის მაისურით გამართულ 168 მატჩში მას 25 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა დაუგროვდა.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (6)

  • nika 54
    14 ოქტ 2022, 20:54

    ციტატა: Pirat❤️💙
    კარგია ტილემანსი თან უფასოდ ფრენკი თუ დარჩა მაინც უნდა მოვიყვანოთ


    მეც ეგრე მგონია, ეხლავე მოურიგდენ მაგანაც არ გაახანგრძლივოს.

  • სპარტაკი
    13 ოქტ 2022, 01:01

    მშვენიერი შემოსვლა ქონდა დღეს დე იონგს..

  • M10 S9 D11
    12 ოქტ 2022, 21:56

    ოო ტილემანსი მშვენიერი იგროკიაა

  • ტიტი
    12 ოქტ 2022, 19:37

    ძლივს ნორმალურ ნახევარმცველს მიაქციეს ყურადღება ან აქამდე რატომ არ დაიმატეს სად იყურებოდნენ.

  • NAMASTE
    12 ოქტ 2022, 19:37

    ძალიან კარგი ბიჭია ტილემანსი მარა ისევ ერთი პრობლემაა, არც ეგ არ არის ცალ საყრდენიანი სქემის კაცი და გუნდში კესი და დე იონგი გვყავს იქნებ სცადოს ორი საყრდენით და მათ ზემოთ პედრით თამაში???? პედრის კიდე გავი დაასვენებს ხოლმე.

  • Pirat❤️💙
    12 ოქტ 2022, 19:36

    კარგია ტილემანსი თან უფასოდ ფრენკი თუ დარჩა მაინც უნდა მოვიყვანოთ