“ბარსელონას” 19 წლამდელთა გუნდი უეფას ახალგაზდულ ლიგაზე წარმატებით გამოსვლას განაგრძობს, თანაც ძალიან წარმატებით.
მე-3 ტურში “ბარსელონა” მასსავით ჯგუფის ლიდერ “ინტერს” სტუმრობა. ფავორიტად კატალონიური გუნდი მიიჩნეოდა, მაგრამ… ოსკარ ლოპესის შეგირდებმა იტალიელი მეტოქეები მიწასთან გაასწორეს. “ბარსამ” 6-1 მოიგო.
მორიგი 2 გოლი გაიტანა “ბლაუგრანას” ცენტრფორვარდმა, ვიქტორ ბარბერამ, რომელიც 3 თამაშში გატანილი 6 გოლით ბომბარდირთა დავას ლიდერობს.
3 ტურის 7 ქულით შემდეგ C ჯგუფში “ბარსა” ლიდერობს და კატალონიელებმა ძალიან უნდა მოინდომონ, შემდეგ ეტაპზე რომ ვერ გავიდნენ. 4 ქულით მე-2 ადგილზე “ინტერია”, 3 ქულით მესამეზე “პლზენი”, ხოლო 2 ქულით ბოლოზე “ბაიერნი”.
ინტერი-ბარსელონა 1-6
ბარსელონა (4-3-3): ასტრალაგა, ფორტი, ფერნანდესი, რიადი, ვალიე, გარიდო, ხ. ერნანდესი, უ. ერნანდესი, აკომაში, ბარბერა, ალარკონი.
გოლები: 0-1 რიადი 5, 0-2 ფერნანდესი 20, 0-3 ბარბერა 45+2 (პენ), 0-4 ბარბერა 68, 0-5 უ. ერნანდესი 78, 0-6 გუიუ 81, 1-6 ფონტანაროსა 86 (პენ).
ამ თამაშს ვუყურე, მოკლედ იხმარეს იტალიელები. არადა სათამაშოდ რო გამოვიდნენ გული გამისკდა სულ მაღალი დაკუნთულები იყვნენ, შემეცოდნენ კიდეც ჩვენები მხრებამდე ძლივს სწვდებოდნენ.
იმედია დიდებიც გააპობენ , წინ ბარსელონა
კარგია თუ ბარსას ბავშვების მენტალობაში გერმანული ცივსისხლიანობა ინერგება და იმედია დიდებსაც გადმოესხმებათ ამათი წყალი.
აქამდე ყოველთვის ვჩერდებოდით რაღაც სერიოზულ ანგარიშებზე და მეტოქეებს ვინდობდით, მარა ბოლო წლებში ისე გაგვამწარეს რო მთელი ცხოვრება არ უნდა დავფიქრდეთ ვინმეს დანდობაზე, 9-0იც რო იყოს გინდა10-იც, თუ შანსი მოგვეცა ყველა უნდა გავასწოროთ მიწასთან და მერე ჩაიკმინდავენ ენას, თორე იქამდე არაფერი გვეშველება რეპუტაციის ამბავში.
იმედია დიდებიც ასე მოიგებენ დღეს და სერიოზულ სიტყვასაც იტყვიან.