“ბარსა”: Nike rules

“ბარსა”: Nike rules

პეპისა და მისი სვიტრების ამბის შემდეგ, ვაგრძელებთ კვლევას. ამჟამინედელი ძიება შეეხება “ბარსელონას” ფეხბურთელების ბუცებს, რომლებსაც ალბათ პატარა წვლილი მაინც აქვთ  “ბლაუგრანას” წარმატებაში.

 

 

 

გუნდში პოპულარობით ნაიკის ბუცები სარგებლობს. ცამეტმა ფეხბურთელმა

სწორედ ამ უკანასკნელზე შეაჩერა არჩევანი. ყველაზე პოპულარული მოედელები

CTR360 და Tiempo გახლავთ.

 

 

 

Tiempo განსაკუთრებით მცველებისთვისაა შექმნილი. ამ ბუცებზე არჩევანი შეაჩერეს პუიოლმა, პიკემ

ფონტასმა, აბიდალმა და ვალდესმა. პიკეს, ფონტასს და აბიდალს ზუსტად ისეთი ბუცები

აცვიათ, რომელსაც პიკე წარმოგვიდგენს. პუიოლსა და ვალდესს განსხვავებული ფერის აცვიათ.

 

 

 

CTR360-ს ნახევარმცველები იცმევენ. ინიესტა, ბუსკეტსი, მასკერანო, სესკი და ტიაგო სწორედ

ამ მოდელს ენდობიან. სესკს წითელი და თეთრი ფერებით აცვია, სხვები კი გემოვნებასა

და ბუცების ფერებს ხშირად იცვლიან.

 

 

თუ სირბილი გიყვართ Nike Mercurial თქვენთვისაა შემქნილი. ამ ბუცებს იყენებს პედრო, ფეხბურთელი,

რომელიც არასდროს წყვეტს სირბილს. ასევე ადრიანო და ალექსისი.

 

მაგრამ თუ გინდა გახდე მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი, ადიდასი შენთვისაა შექმნილი.

წინა სეზონში ჩავი და მესი ორივე ადიდასის ბუცებს ატარებდა.

 

 

აბ ბუცებზე არჩევანი ვილიამ და მესიმ შეაჩერეს. ალვეში წინა სეზონში ნაიკის ბუცებს ატარებდა,

მაგრამ როგორც ჩანს ალვეშსაც უნდა საუკეთესოობა. ვფქირბოთ, რომ ვილიამ უფრო

ნელი ბუცები უნდა აირჩისო, რადგან იგი ხშირად ხვდება თამაშგარე მდგომარეობაში.

სანამ ბუცებს გამოიყენებთ გაფრთხილებთ: მოუფრთხილიდთ თვალებს!!

 

 

ჩავიმ და მაქსველმა არჩევანი predator-ზე შეაჩერეს. ესპანელი მწვანე ფერს ანიჭებს

უპირატესობას, მაქსველი თეთრს.

 

 

პინტო ერთადერთია, ვინც ადიდასის კლასიკურ ბუცებს იყენებს. როგორც ჩანს ეს ბუცები

სათადარიგოთა სკამისთვის საკმაოდ მოსახერხებელია..

 

 

პუმაზე არჩევანი აფელაიმ და კეიტამ შეაჩერეს. ამაზე ვერაფერს გეტყვით.

 

 

 

გვარდიოლამ დიდი ხანია ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდა, თუმცა სამწვრთნელო

სამსახური აუცილებელს ხდის ატაროს ისინი. სავარჯიშო სესიების დროს,

გვარდიოლა ნაიკის Tiempo-ს იყენებს, მაგრამ დიდი მატჩების დროს

ის დაპატენტებული ტყავის ფეხსაცმელებით თამაშობს (როგორც

ყოველთვის პეპი ამჯერადაც განსხვავებული და ორდინალურია).

 

 

 

 

                    დასკვნა

 

 

გინდა იყო კარგი მცველი? გამოიყენე Nike Tiempo.

 

გინდა იყო კარგი ნახევარმცველი? გამოიყენე Nike CTR360.

 

გინდა ბევრი ირბინო? გამოიყენე Nike Mercurial.

 

გინდა იყო მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი? გამოიყენე Adidas F50 (ყურადღება!!! – ბუცები შეიცავს მაღალი რაოდენობის თამაშგარეს რისკს!)

 

გინდა იყო მსოფლიოში საუკეთესო ნახევარმცველი? გამოიყენე Adidas Predator.

 

გინდა სათადარიგოთა სკამზე კომფორტულად იჯდე? გამოიყენე Adidas Classic.

 

გინდა არავის აინტერესებდეს რა გაცვია? გამოიყენე Puma.

 

გინდა ყველაზე კარგად გამოიყურებოდე? ჩაიცვი დაპატენტებული ფეხსაცმელები.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია