workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მანელ ესტიარტე: გვარდიოლას ბარსას თამაში ძალიან, ძალიან მოეწონა

მანელ ესტიარტე: გვარდიოლას ბარსას თამაში ძალიან, ძალიან მოეწონა

მანელ ესტიარტეს ფეხბურთის გულშემატკივარი კარგად არ იცნობს, არადა მას პეპ გვარდიოლას წარმატებებში დიდი როლი მიუძღვის.

გვარდიოლა და ესტიარტე ახალგაზრდობაშივე დამეგობრდნენ. როდესაც პეპმა “ბარსელონა” ჩაიბარა, ლეგენდარული კატალონიელი წყალბურთელი ერთ-ერთ თანაშემწედ დანიშნა. ესტიარტე გვარდიოლას “ბარსადან” “ბაიერნში”, შემდეგ კი “მანჩესტერ სიტიში” გაჰყვა. მას ფეხბურთელების მხარდაჭერა ევალება.

ესტიარტე გვარდიოლასთან ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაახლოებული პირია და მას ნამდვილად დაეჯერება, როდესაც პეპზე საუბრობს. სწორედ ამიტომ, საინტერესოა, რას ამბობს მანელი გვარდიოლას ამჟამინდელ “ბარსელონასადმი” დამოკიდებულებაზე.

ჟურნალისტ ვალენტი სანხუანის გადაცემაში სტუმრობის დროს ესტიარტემ “ბაიერნსა” და “ბარსელონას” შორის ცოტა ხნის წინ გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

ამ თამაშს ჩვენ ერთად ვუყურეთ, საერთო მეგობარ ჟოან პატსისთან ერთად. უკვე აღარ ვსაუბრობ არდანიშნულ თერთმეტმეტრიანზე, რომელიც აშკარა იყო, ასევე პირველ ტაიმში გამოუყენებელ მომენტებზე. ამ არენას ვიცნობ და ვიცი, თუ რამდენად რთულია იქ თამაში. ასევე ყველამ ვიცით, თუ რას ნიშნავს ჩემპიონთა ლიგა. შენ შეიძლება დაიმსახურო მოგება, დომინირებდე ყველაფერში და წააგო.

რაც მოხდა, მოხდა, მაგრამ პეპს “ბარსა” ძალიან, ძალიან მოეწონა.

– აცხადებს მანელ ესტიარტე.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • Ko Ke
    schedule 17 სექ 2022, 12:39
    #5

    Ყველა ამბობს რომ ბარსამ დაიმსახურა თამაში და ქართველი სექტანტი ფანები თუ არ ფიქრობენ ასე დიდი ამბავი

  • nika 54
    schedule 16 სექ 2022, 15:29
    #4

    ჩვენ მთავარი გვაკლია, საკუთარი თავის რწმენა. არა ვართ დარწმუნებული ჩვენს ძალებში და ეს მხოლოდ და მხოლოდ პრაქტიკით ანუ ბევრი თამაშის მოგებით მოდის. ამიტომ უნდა დადონ თავი ყველაზე უმნიშვნელო მატჩებშიც კი და 3-4 ბურთის შემდეგ არ უნდა გაჩერდნენ ესაა აუცილებელი. როდისმე რაღაცა ხო უნდა ვისწავლოთ ბაიერნისგან და საერთოდ გერმანელი პროფესიონალებისგან. ბაიერნი არ გვჯობდა, მაგრამ რეალივით დარწმუნებული იყო მოგებაში.

  • Kote Bogveradze
    schedule 16 სექ 2022, 09:34
    #3

    Barca for life. რეალის ფანი ვარ თუმცა ვამბობ რომ პენალტი დასანიშნი იყო ბარსამ აჯობა თამაშით

  • Barca for life
    schedule 15 სექ 2022, 23:27
    #2

    აშკარაა რო მაღალი დონის ექსპერტები ბარსას თამაშს ძალიან ძალიან დადებითად გამოეხმაურნენ, თავად მეტოქე რო გიფასებს საქმეს და ასევე მედიაშიც ამბობს რო მაგრად გაგვიმართლაო, ეგ კიდევ უფრო მაგარია, მარა ამ ნაყარ-ნუყარ სხვადასხვა კლუბის ფანებს რას შეაგნებინებ, ჯერ აშკარა პენალტი არ ეყოთ სასაცილოდ და მერე ჩავიც რო გამოვიდა და თქვა რო უკეთესები ვიყავითო, თავზე დააჯვეს.
    ჰა ეხლა, ვის გისმინოთ, ექსპერტებს თუ სუბიექტურ დეგენერატ საზოგადოებას ეგოებს რო კვებავთ?
    ბოლოს იმით აპრავებენ რო ბაიერნი არაა ფორმაშიო, გეგონება მაგათ ედგეთ დევისის ნაცვლად ცენტრალური მცველი, პავარი/მაზრაუის ნაცვლად ალონსო, გორეცკა-კიმიხი-მიულერის ნაცვლად პერსპექტიული ბავშვები და მანე-სანეს ნაცვლად იმბეცილი დემბელე და რაფინია.
    ამ ბარსას მომავალი რომ აქვს აშკარაა, თუმცა 1 წამში რომ ვერ ავშენდებით მაგას თვალის გასწორება უნდა, გუნდს შეთამაშება და განვითარება ჭირდება, რაღაც პოზიციები ისევ პრობლემად დარჩა და მიუხედავად ამდენი სირთულისა მაინც შეძლეს რო ბაიერნისთვის წინააღმდედგობა გაეწიათ, ცოტა იღბალი, ცოტა მსაჯობა, ცოტა ნორმალური სასტავი და ძალიან ჩვეულებრივად მოვიგებდით ამ თამაშს, თუმცა ნაჩვენები თამაშითაც კმაყოფილები უნდა ვიყოთ, ცოტაც და უფრო მეტსაც მივაღწევთ.

  • rivaldo80
    schedule 15 სექ 2022, 22:47
    #1

    გვარდიოლამ უმჯობესია თავის თამაშები მოიწონოს ხან ვინ ამოისვამს ხან ვინ