დილის ვარჯიშის დასრულების შემდეგ, “ბარსელონას” ფეხბურთელებმა ერთად ისადილეს განახლებულ რესტორან Catalan-ში. შეკრებას არ ესწრებოდა მხოლოდ პეპ გუარდიოლა.
სადილზე ფეხბურთელებმა ისაუბრეს ლა ლიგაზე, ჩემპიონთა ლიგაზე და კოპა დელ რეიზე და აღნიშნეს, რომ პეპ გუარდიოლა არცერთ ტურნირში დანებებას არ აპირებს.
შეკრებას ტრავმირებული ფეხბურთელები და ასევე ტიტო ვილანოვაც ესწრებოდა.
რესტორანი პირველმა დატოვა სეიდუ კეიტამ, რომელსაც მანელ ესტიარტე და ტიტო ვილანოვაც მალე გაჰყვნენ. ყავარჯნებიანმა ადრეუ ფონტასმა რესტორანი სესკ ფაბრეგასის, კარლეს პუიოლის, ვიქტორ ვალდესის, ჟერარდ პიკეს, იბრაჰიმ აფელაის და მასკერანოს თანხლებით დატოვა.