workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მარკა: გვარდიოლა უკმაყოფილოა პიკეთი

მარკა: გვარდიოლა უკმაყოფილოა პიკეთი

მადრიდული ”მარკა” ავრცელებს ცნობას, რომლის თანახმადაც პეპ გვარდიოლას და ხერარდ პიკეს შორის ურთიერთობები დალაგებული არ არის.

გეტყვით, რომ ლევერკუზენის ”ბაიერთან” მატჩში ესპანელი მცველი ტრიბუნაზე იჯდა და სათადარიგო სკამზეც არ აღმოჩნდა. მატჩის შემდეგ გვარდიოლამ აღნიშნა, რომ პიკესთვის დასვენების მიცემის საშუალება და მისი ძალების ”ვალენსიასთან” მატჩისთვის შენახვა სურდა.

თუმცა როგორც მადრიდული გაზეთი იუწყება ”ბარსელონას” მწრთნელმა მოთმინება დაკარგა. თავდაპირველად პეპს არ მოსწონდა პიკეს ძალიან ღია ურთიერთობები ცნობილ მომღერალთან, შაკირასთან, რომელიც ხერარდს ფეხბურთზე კონცენტრირებაში უშლის ხელს, რის გამოც ის უფრო ხშირად უშვებს შეცდომებს მოედანზე. ”ბარსას” მარცხი ”ოსასუნასთან” ამის დამამტკიცებელი საბუთია.

ასევე მწვრთნელს არ მოსწონს პიკეს ექსტრემალური სპორტით დაინტერესება. ”ბარსელონას” ფეხბურთელებისთვის აკრძალულია სახიფათო სპორტის სახეობებში მონაწილეობის მიღება.

პეპ გვარდიოლასთვის ბოლო წვეთი ხერარდ პიკეს საავტომობილო ავარია იყო, რომელშიც ის გერმანიაში გამგზავრების დღეს მოყვა.

გუშინ კლუბის დირექტორი შიდა საკითხებში და გვარდიოლას მარჯვენა ხელი, მანელ ესტიარტე შეხვდა ხერარდ პიკეს მამას და 20 წუთიანი საუბრის დროს ფეხბურთელის მშობელს დაჟინებით მოსთხოვა შვილზე ყურადღების მიქცევა და მისთვის ახსნა, რომ გადახედოს ცხოვრებისეულ პრიორიტეტებს და პროფესიულ ვალდებულებებს.

ეს ინფორმაცია მადრიდული პრესის გავრცელებულია. მე კი მინდა პეპ გვარდიოლას პრეს-კონფერენციიდან ამოვიღო ის სიტყვები, სადაც კატალონიელი სპეციალისტი ხერარდ პიკეზე საუბრობს: ”ხერარდ პიკე გუნდისთვის ხელშეუხებელი ფეხბურთელია. ”ვალენსიასთან” შეხვედრაში დისკვალიფიკაციის გამო ვერ დაგვეხმარებიან დანი ალვეში და ხავიერ მასკერანო, ამიტომაც მსურდა, რომ პიკეს ძალები პრიმერას მატჩისთვის შეენახა”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward