ბარსელონა-ელჩე – მსაჯი ცნობილია

ბარსელონა-ელჩე – მსაჯი ცნობილია

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ლა ლიგის მე-6 ტურის მსაჯები დაასახელა.

ცნობილი გახდა, რომ “ბარსელონასა” და “ელჩეს” დაპირისპირებას 31 წლის გამოუცდელი არბიტრი ალეხანდრო მუნის რუისი განსჯის.

მუნის რუისმა მსაჯობა 2014 წელს დაიწყო. 2019 წელს კი სეგუნდა დივიზიონში დაწინაურდა და პირველივე სეზონში საუკეთესო არბიტრად დასახელდა. ლა ლიგაში რუისი მე-2 სეზონს ატარებს.

კარიერის განმავლობაში მუნის რუისი თამაშში საშუალოდ 27.9 ჯარიმასა და 0.33 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს, ფეხბურთელებს კი 5.6 ყვითელ და 0.29 წითელ ბარათს უჩვენებს.

ეს არბიტრი “ბარსელონას” მატჩში პირველად იმსაჯებს.

ალეხანდრო მუნის რუისის სტატისტიკა “ბარსელონასა” და “ელჩეს” თამაშებში:

ბარსელონა ელჩე
თამაში 0 6
მოგება 4
ფრე 0
წაგება 2
მოგების % 67%
სასარგებლოდ დანიშნული პენალტი 2
საწინააღმდეგოდ დანიშნული პენალტი 1
სასარგებლოდ ნაჩვენები წითელი 2
საწინააღმდეგოდ ნაჩვენები წითელი 1
two_wheeler

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • nika 54
    schedule 16 სექ 2022, 15:38

    სტატისტიკურად ეს ელჩეს ფანი ყოფილა. (მოგების % – 67%)