ეს დღეც დადგა. დღეს გამოჩნდება, რა ბიჭები ვართ.
ბოლო წლებმა გვიჩვენა, რომ ჩვენი დონის საზომი სწორედ “ბაიერნია”. მაგალითად “რეალი” ამისთვის არ გამოდგება. მადრიდული გუნდის მისსავე მოედანზე განადგურება ნებისმიერ მდგომარეობაში მყოფ “ბარსას” შეუძლია, მაგრამ ეს როდი ნიშნავს, რომ მაღალი დონის გუნდი ვართ.
“ბაიერნთან” 2-8 წაგების დროს გამოჩნდა, რომ “ბარსელონაში” არაფერი მუშაობდა, არც გუნდში და არც კლუბში. ეს იგრძნობოდა ყველაფერზე, არა მხოლოდ თამაშსა და ანგარიშზე.
შემდეგ ხელმძღვანელობა შევიცვალეთ, რაც იმისთვის აღმოჩნდა საკმარისი, რომ “ბაიერნთან” საფეხბურთო ანგარიშით წაგვეგო.
შემდეგ მწვრთნელიც შევიცვალეთ, რაც “ბაიერნთან” მატჩში სათამაშო ელემენტებს კი დაეტყო, მაგრამ ისევ გავნადგურდით, ანუ ისევ ძალიან შორს ვიყავით იმ გუნდისგან, რომლის ხილვაც გვსურდა.
დღეს ვნახავთ, “ვალიადოლიდებთან” და “სევილიელბთან” მარტივი მოგებები უნდა გვიხაროდეს, თუ ჯერ კიდევ შორს ვართ.
პროგრესის დასანახად დღეს მოგება აუცილებელი არ იქნება. თამაშს ისედაც ყველაფერი შეეტყობა. თუმცა ეს ის გუნდი ნამდვილად არის, მოგებასაც რომ უნდა ველოდეთ.
სათამაშო ფორმა
ეს ის იშვიათი შემთხვევაა, რაშიც “ბაიერნთან” უპირატესობა გვაქვს. “ბარსელონა” საშუალო და უფრო დაბალი დონის გუნდებთან დაფრინავს, “ბაიერნი” იმავე დონის გუნდებთან – ვერა.
სეზონის სტარტზე “რაიოსთან” ქულების დაკარგვის შემდეგ “ბარსამ” “სოსიედადთან” (4-1), “სევილიასთან” (3-0) და “კადისთან” (4-0) სტუმრად, ხოლო “ვალიადოლიდთან” (4-0) და “პლზენთან” (5-1) შინ ისეირნა. ზედიზედ 5-ჯერ 3 ან მეტი ბურთის სხვაობით მოგება იოლი სულაც არაა, ვინც არ უნდა იყოს შენი მეტოქე.
“ბაიერნმა” პირიქით – კარგად დაიწყო და შემდეგ აურია. იულიან ნაგელსმანის გუნდმა გერმანიის სუპერ თასზე გამარჯვებას ბუნდესლიგის 3 მოგებით დაწყება მოაყოლა. თუმცა შემდეგ “რეკორდმაისტერმა” შიდა ჩემპიონატში ზედიზედ 3 ფრე ითამაშა და მისთვის უჩვეულო მე-3 პოზიციაზე გადაინაცვლა. თუმცა ამ ფრეებს შორის იყო გერმანიის თასზე კიოლნის “ვიქტორიასთან” გასეირნება და ჩემპიონთა ლიგაზე “ინტერთან” მოგება. ჯერჯერობით “ბაიერნი” მხოლოდ ბუნდესლიგაში წვალობს. ვნახოთ, რა იქნება დღეს.
დანაკლისი
უპირატესობა ამ კომპონენტშიც “ბარსას” აქვს. კატალონიელები მიუნხენს სრული შემადგენლობით ეწვივნენ, გერმანელები კი მეტოქეს კინგსლი კომანისა და ბუნა სარის გარეშე დაუხვდებიან.
კომანის არყოფნა “ბაიერნისთვის” პატარა დანაკლისი არაა. ფრანგმა შემტევმა სეზონი კარგად დაიწყო და გუნდში ერთ-ერთ გამორჩეული იყო.
ურთიერთშეხვედრები
აი, რაში ჩამოვრჩებით დღევანდელ მეტოქეს, თანაც ძალიან.
სულ გამართულ 13 თამაშში “ბარსელონას” მხოლოდ 2 მოგება, 2 ფრე და 9 მარცხი დაუგროვდა. კატალონიელებმა გაიტანეს 16 და გაუშვეს ზუსტად 2-ჯერ მეტი, 32 გოლი.
“ბარსას” “ბაიერნთან’ ბოლო 4 თამაში წაგებული აქვს, თან რა ანგარიშებით – 2-3, 2-8, 0-3, 0-3. ბოლო 8 შეხვედრაში კი ჩვენი გუნდი 7-ჯერ დამარცხდა.
“ბარსელონას” “ბაიერნი” მიუნხენში არასდროს დაუმარცხებია. 6 მატჩიდან 4 მასპინძლებმა მოიგეს, ხოლო 2 ფრედ დასრულდა. ბოლო 3 თამაშის ანგარიშები ასეთია: 0-4, 2-3, 0-3.
მოკლედ რომ შევაფასოთ, ურთიერთშეხვედრები ისაა, რაზეც არ უნდა ვიფიქროთ, თორემ ხასიათს ვერაფერი გამოგვიკეთებს.
გამორჩეული ფეხბურთელი
8 სეზონი, 375 თამაში, 344 გოლი, 72 საგოლე გადაცემა, 8 ბუნდესლიგა, 3 გერმანიის თასი, 4 გერმანიის სუპერ თასი, 1 ჩემპიონთა ლიგა, 1 უეფას სუპერ თასი, 1 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, 7 ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი, 1 ოქროს ბუცი და ა.შ.
დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა “ბარსელონას” ახალწვეული ვარსკვლავი რობერტ ლევანდოვსკია. პოლონელს მიუნხენში გუნდიდან წასვლის ფორმას უწუნებენ. გაუგებარია, კონკრეტულად რას, მაგრამ უწუნებენ. “ბაიერნის” ხელმძღვანელობაში კი იმედი აქვთ, რომ გულშემატკივრები რობერტს თბილ დახვედრას მოუწყობენ. ლევანდოვსკიმ ეს ნამდვილად დაიმსახურა.
არბიტრი
შეხვედრის მთავარი მსაჯი 39 წლის ნიდერლანდელი დანი მაკელი იქნება.
მაკელი ერედივიზიონში 2009 წლიდან მსაჯობს, 2011 წლიდან კი ის FIFA-ს არბიტრია. UEFA-მ მას ევროპა ლიგის 2020 წლის ფინალის, ევრო 2020-ის 1/8-ფინალისა (ინგლისი-გერმანია) და ნახევარფინალის (ინგლისი-დანია) მსაჯობა ანდო.
კარიერის განმავლობაში მაკელი თამაშში საშუალოდ 23.7 ჯარიმასა და 0.33 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს, ფეხბურთელებს კი 3.1 ყვითელ და 0.19 წითელ ბარათს უჩვენებს.
დანი მაკელის სტატისტიკა “ბაიერნისა” და “ბარსელონას” თამაშებში:
| ბაიერნი | ბარსელონა | |
| თამაში | 3 | 2 |
| მოგება | 3 | 2 |
| ფრე | 0 | 0 |
| წაგება | 0 | 0 |
| მოგების % | 100% | 100% |
| სასარგებლოდ დანიშნული პენალტი | 1 | 1 |
| საწინააღმდეგოდ დანიშნული პენალტი | 0 | 0 |
| სასარგებლოდ ნაჩვენები წითელი | 0 | 1 |
| საწინააღმდეგოდ ნაჩვენები წითელი | 0 | 0 |
სტატისტიკა
- “ბაიერნს” ჩემპიონთა ლიგის ბოლო 32 თამაშში მხოლოდ 2 წაგება აქვს;
- “ბაიერნს” “ბარსელონასთან” გამართულ ბოლო 4 თამაშში მინიმუმ 3 გოლი გაჰქონდა;
- “ბაიერნმა” ჩემპიონთა ლიგის ბოლო 5 თამაშიდან მხოლოდ 2 მოიგო;
- ამ გუნდების ბოლო 4 თამაში “ბაიერნმა” მოიგო;
- “ბარსელონას” “ბაიერნი” მიუნხენში არასდროს დაუმარცხებია;
- “ბაიერნმა” “ბარსელონა” ბოლო 8 თამაშში 7-ჯერ დაამარცხა;
- ამ გუნდების ბოლო 3 თამაშში “ბაიერნი” პირველ ტაიმსაც იგებდა და შეხვედრასაც;
- ჩემპიონთა ლიგაზე “ბაიერნის” მიერ ჩატარებულ ბოლო 3 თამაშში 2 ან ნაკელბი გოლი გადიოდა;
- მიმდინარე სეზონში ორივე გუნდი დაუმარცხებელია;
- “ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად გამართულ ბოლო 4 თამაშში მხოლოდ 1 მოგება აქვს;
- ერთადერთი გუნდი, რომელთანაც ჩავის “ბარსელონა” სტუმრად ძირითად დროში დამარცხდა, “ბაიერნია”;
- ამ გუნდების ბოლო 7 თამაშში 3 ან მეტი გოლი გადიოდა;
- “ბაიერნისა” და “ბარსელონას” ბოლო 5 თამაშიდან ოთხში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
- ამ გუნდების ბოლო 8 თამაშიდან შვიდში ანგარიში “ბაიერნმა” გახსნა;
- “ბაიერნმა” ბოლო 9 თამაშიდან ანგარიში შვიდში გახსნა;
- “ბაიერნის” ბოლო 8 თამაშიდან ექვსში მსაჯები 4 ან ნაკლებ ბარათს აჩვენებდნენ;
- “ბარსელონას” ზედიზედ 5 თამაში აქვს მოგებული და ყველა მათგანი მინიმუმ სამბურთიანი სხვაობით;
- ტოტალიზატორები “ბაიერნის” მოგებას კოეფიციენტს 1.91 ანიჭებენ, რაც მოგების 52%-იან შანსს უდრის, თუმცა “ბაიერნი” ასეთი თამაშების 75%-ს იგებს.
ჩავი მატჩის წინ
სავარაუდო შემადგენლობები
UEFA
ბაიერნი: ნოიერი, პავარი, უპამეკანო, ერნანდესი, დევისი, კიმიხი, საბიტცერი, სანე, მუსიალა, მიულერი, მანე.
ბარსელონა: ტერ შტეგენი, კუნდე, არაუხო, გარსია, ალონსო, ბუსკეტსი, გავი, პედრი, დემბელე, ლევანდოვსკი, რაფინია.
Sport
ბაიერნი (4-2-2-2): ნოიერი, პავარი, უპამეკანო, ერნანდესი, დევისი, კიმიხი, საბიტცერი, გნაბრი, სანე, მიულერი, მანე.
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, კუნდე, არაუხო, გარსია, ბალდე, ბუსკეტსი, გავი, პედრი, დემბელე, ლევანდოვსკი, რაფინია.
Mundo Deportivo
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი, პავარი, დე ლიხტი, ერნანდესი, დევისი, კიმიხი, საბიტცერი, მუსიალა, მიულერი, სანე, მანე.
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, კუნდე, არაუხო, გარსია, ბალდე, ბუსკეტსი, გავი, პედრი, რაფინია, ლევანდოვსკი, დემბელე.
Marca
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი, პავარი, უპამეკანო, ერნანდესი, დევისი, კიმიხი, საბიტცერი, გნაბრი, მიულერი, სანე, მანე.
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, კუნდე, არაუხო, გარსია, ალონსო, ბუსკეტსი, გავი, პედრი, დემბელე, ლევანდოვსკი, რაფინია.
AS
ბაიერნი (4-2-2-2): ნოიერი, პავარი, დე ლიხტი, ერნანდესი, დევისი, კიმიხი, საბიტცერი, მუსიალა, სანე, მიულერი, მანე.
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, კუნდე, არაუხო, გარსია, ბალდე, ბუსკეტსი, გავი, პედრი, რაფინია, ლევანდოვსკი, დემბელე.
პროგნოზი
- WhoScored: 2-3
- Sportsmole: 1-1
- Goal: 3-2
- Sportskeeda: 2-2
მთავარია ხასიათი გამოიჩინონ კი ძალიან მინდა მოვუგოთ მაგრამ ჩემთვის მთავარია უსუურები არ იყვნენ როგორც ბოლო თამაშებში ბავარიასთან თითქოს განწირულები იყვნენ.ბოლომდე უნდა იბრძოლონ საათივით აწყობილი გუნდია მესმის რთულია მაგრამ ჩვენ ჩვენი თამაში უნდა დავდოთ.
აი რო არა ბარსელონას მკიდიაობა ის 2-3 რატომ უნდა გვქონდეს, იმ თამაშში ხო 2-1 მიგვყავდა პირველ ტაიმში. მაგრამ ქართველებივით უდარდელები არიან, პირველი თამაში 3-0 გვქონდა მოგებული და მეორე ტაიმში ბაიერნს კიდევ 5 გოლი სჭირდებოდა შემდეგ ეტაპზე გასასვლელად, რომელიც იმ დროის ბარსასთან ძალიან რთული იქნებოდა მაშინდელი მსნ ნებისმიერ გოლზე უპასუხებდა. მაგრამ ბარსამ დაიკიდა გავედითო, ბაიერნმა კი პროფესიონალიზმი გვიჩვენა და სტატისტიკაც გაიუმჯობესა. ვინ იცის რამდენი ასეთი უაზრო წაგება გვაქვს.
იმ 3:2 მატჩში პეპს და ბავარიას სცა პატივი ლუჩომ. 1: 2 რო გახდა იმენა უთხრა ბიჭებს მორჩაო.
100%-ით დარწმუნებული ვარ ვიგებთ!!!
"ბარსელონას" "ბაიერნი" მიუნხენში არასდროს დაუმარცხებია. 6 მატჩიდან 4 მასპინძლებმა მოიგეს, ხოლო 2 ფრედ დასრულდა. ბოლო 3 თამაშის ანგარიშები ასეთია: 0-4, 2-3, 0-3.
აი რო არა ბარსელონას მკიდიაობა ის 2-3 რატომ უნდა გვქონდეს, იმ თამაშში ხო 2-1 მიგვყავდა პირველ ტაიმში. მაგრამ ქართველებივით უდარდელები არიან, პირველი თამაში 3-0 გვქონდა მოგებული და მეორე ტაიმში ბაიერნს კიდევ 5 გოლი სჭირდებოდა შემდეგ ეტაპზე გასასვლელად, რომელიც იმ დროის ბარსასთან ძალიან რთული იქნებოდა მაშინდელი მსნ ნებისმიერ გოლზე უპასუხებდა. მაგრამ ბარსამ დაიკიდა გავედითო, ბაიერნმა კი პროფესიონალიზმი გვიჩვენა და სტატისტიკაც გაიუმჯობესა. ვინ იცის რამდენი ასეთი უაზრო წაგება გვაქვს.
ხავიმ გუშინ პრესკონფერენციაზე თქვა რომ გამოცდილება მკიდია, ახალგაზრდები მაგრად მუშაობენ და ამიტო დრო მათ მიეცემათო, შესაბამისად მგონია რო ალონსო-ბუსის ნაცვლად ბალდე-დე იონგს ვიხილავთ.
მეეჭვება ბუსი დასვას ასეთ თამაში სკამზე ახალგაზრდებში გარსია გავი და ბალდე იგულისხმა სავარაუდოთ ამათ ათამაშებს რაც სეზონი დაიწყო ძირითადში.
გარსიას პროგრესი აშკარაა მაგრამ მაინც ვერ მაქ მის მიმართ ბოლომდე ნდობა მითუმეტეს ბუსკეცი უდგას წინ.
რა ალონსოო, ღმერთს ვთხოვოთ რომ ალონსო არიყოს ძირითადში
მსაჯი ჰოლანდიელია. ჰოლანდიელებს გერმანელები არ ეპიტნავებათ.
შტეგო ბალდე არაუხო კუნდე ბელერინი კესი ფრენკი პედრი რაფინია დემბო ლევანა ასეთ სასტარტოს ვიხილავდი მე პირადად ბუსი გავი პედრით აბა აგვიღებენ ცენტრს და ეგაა
რთული თამაში იქნება, ბაიერნმა ლევანა კი დაკარგა მაგრამ მაინც ძლიერია, წლებია ერთად თამაშობენ, სისწრაფეც აქვთ და საშემსრულებლო ოსტატობაც, ასე რომ ჩვენმა დაცვამ და ნახევარდაცვამ კარგად უნდა იმუშაოს, დღეს ძალიან დაგვჭირდება ფლანგზე სისწრაფე, ამიტომ რაფიანიას და დემბელეს ბევრი მოეთხოვებათ, თუ ლევანაზე ზუსტ პასებს გააკეთებენ, აუცილებლად გამოიყენებს.
ბავარიის დანაკლისი : კინგსლი კომანი და ყველაზე დიდი დანაკლისი რონალდ კუმანი😃 გადუბლავს დღეს ფატი.
1:3 👌
დღეს ვნახავთ ბარსელონას ნამდვილ ხასიათს. წივილ კივილი კი მომიწევს დღეს მაგრამ იმედია საბოლოოდ სიამაყით დავიძინებ 🙏💜 წარმატებები გუნდს და გვაჩუქონ ერთი კაი საღამო. დავიმსახურეთ გულშემატკივრებმა!