workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალურად: ეზ აბდემ ბარსელონასთან კონტრაქტი გაახანგრძლივა და იჯარით ოსასუნაში წავიდა

ოფიციალურად: ეზ აბდემ ბარსელონასთან კონტრაქტი გაახანგრძლივა და იჯარით ოსასუნაში წავიდა

“ბარსელონა” ადასტურებს, რომ აბდე ეზალზულიმ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა და იჯარით “ოსასუნაში” გადავიდა.

როგორც კატალონიური გრანდის ვებგვერდზე ვკითხულობთ, მაროკოელის ახალი ხელშეკრულება 2026 წლის 30 ივლისამდეა გათვლილი, მისი გამოსასყიდი თანხა კი €200 მილიონი იქნება. 

რაც შეეხება განათხოვრებას – ეზ აბდე პამპლონელთა რიგებში 1 სეზონს გაატარებს და შემდეგ “ბარსაში” დაბრუნდება: “ოსასუნას” მისი გამოსყიდვის უფლება არ აქვს.

“ბარსელონამ” ეზალზული 2021 წლის ზაფხულში, “ერკულესიდან” შეიძინა. სერჟი ბარჟუანის ხელმძღვანელობით მან “ბარსა ატლეტიკში” თავი დაიმკვიდრა და მას შემდეგ, რაც ბარჟუანი კატალონიელთა დროებითი თავკაცი გახდა, აბდეს დებიუტი პირველ გუნდშიც შედგა (“ალვესის” წინააღმდეგ).

მაროკოელმა ძირითად გუნდში 12 მატჩი ჩაატარა და ერთადერთი გოლი სწორედ “ოსასუნას” გაუტანა.

ზამთარში განხორციელებული ტრანსფერების შემდეგ, ეზალზული კვლავ სარეზერვო გუნდში გადაიყვანეს, სადაც მან 3 გოლი და 7 ასისტი დააგროვა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 02 სექ 2022, 14:18
    #3

    დიდი იმედი რო აიმაღლებს კლასს და ისე დაბრუნდება.

  • Moriba
    schedule 02 სექ 2022, 00:31
    #2

    ამდენიხანი ხო გვაცდევინებენ ბომბა ბომბაო და ნიზლავს ჩამოვდებ არავის გააძრობენ

  • Ko Ke
    schedule 02 სექ 2022, 00:27
    #1

    Საერთოდ არ მეიმედება ამ ბიჭის ღმერთმა ქნას შევცდე და დიდი ფეხბურთი ითამაშოს მაგრამ მეეჭვება