workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
3 წლის შემდეგ პირველად – ტერ შტეგენი დისკომფორტის გარეშე თამაშობს

3 წლის შემდეგ პირველად – ტერ შტეგენი დისკომფორტის გარეშე თამაშობს

კატალონიის რადიოს ინფორმაციით, მიმდინარე ზაფხულში ხანგრძლივი დასვენება მარკ-ანდრე ტერ შტეგენის ფორმის აღდგენის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

3 წლის შემდეგ პირველად, გერმანელი დისკომფორტის გარეშე თამაშობს – მან შვებულებით იხეირა და სპეციალური სავარჯიშო გეგმაც შეადგინა, რამაც შედეგი აშკარად გამოიღო.

წყაროს ცნობით, ახლა ტერ შტეგენი ორივე ფეხს უპრობლემოდ იყენებს, მანამდე კი თავისუფლად მხოლოდ მარცხენა ფეხის დარტყმა შეეძლო, მარჯვენა კი მუდამ სტკიოდა.

ძველი მარკის დაბრუნება “ბარსას” კარგ სტარტზეც აისახა და ლა ლიგის 3 ტურის შემდეგ გუნდმა მხოლოდ 1 გოლი გაუშვა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (9)

  • La Pulga10
    schedule 31 აგვ 2022, 08:27

    მაგიტო იყო მარჯვნივ ვინც ურტყამდა ყველა უტანდა.ეხლაა ზუსტად ყველაზე მაგარ ფორმაში საჭირო შტეგენა.თავიდან გაშვებას ვფიქრობდი,მარა არ ღირს.ბაიერნთან უნდა დაგვანახოს,რაც შეუძლია.

  • George cule
    schedule 31 აგვ 2022, 05:24

    ♛BaRcElOnA♛,
    ასეთი აზრიანი კომენტარი კარგა ხანია არწამიკითხავს ამ საიტზე )) ზუსტად მაგას ვამბობ ძმაო მეც, კლოპმა საიდან ამოქაჩა დორტმუნდი, მენტალიტეტი დაუბრუნა, მერე ლივერპულში წავიდა და იქაც იგივე გააკეთა, სიმეონეს კი ყავს დაზომბებული მისი თერტმეტეული მარა ტიპებმა იციან რას აკეთებენ, მანქანაა გუნდი. ბაიერნზე აღარაფერს ვამბობ ))) ან ლიგის მომგები ჩელსი სახელებით გვჯობდა თუ საერთო სატრანსფერო ღირებულებით?? ერთობა და გამარჯვებულის მენტალიტეტი უნდა აღდგეს გუნდში, არდაგვავიწყდეს- ჩვენ გვყავდა ხუანფრანი, ადრიანო, კრკიჩი, აფელაი, პედრო, არიყვნენ ძირითადის დეხბურთელები მაგრამ როგორც კი მოედანზე გამოვიდოდნენ ფაზლის ნაწილივით ზუსტად ჯდებოდნენ იმ ადგილას ვინც შეცვალეს- ტაქტიკურადაც, ფიზიკურადაც და მენტალურადაც. მაშინდელი ტიკი-ტაკაც ამით აიხსნება უმეტესწილად.

  • MARI=BARCA-fan
    schedule 31 აგვ 2022, 03:01

    ციტატა: EL MAESTRO 6
    შტეგენის კარგი ფორმა ძალიან გვჭირდება და მიხარია რომ პრაიმში შედის, თორემ მეკარე ძალიან მნიშვნელოვანია რომ ფორმაში გყავდეს, თან ამ პერიოდში შემცვლელი უპოვო ძაან რთულია, მარკი კი კარგ ფორმაში შედის რაც დიდ თამაშებში დაგვჭირდება ყველაზე მეტად და თან მომავალ წელს დიდი ალბათობით კაპიტანი იქნება ასე რომ ლიდერული თვისებები უნდა გამოავლინოს და თან კაპიტანი ფორმაში უნდა იყოს


    რამდენადაც მე ვიცი ესპანეთში ასეთი წესია: კაპიტანი ის ხდება, ვინც ყველაზე დიდი ხანია გუნდში! ხოდა…
    wink smirk wink თუ ბუსკე-პიკე-ალბა წავლენ, ის ერთუჯრედიანი ლოქაფა რობერტო დაბადებიდანვე რომ ბარსაშია სად მიგყავთ! :::დდდდდ

  • Ko Ke
    schedule 31 აგვ 2022, 00:18

    Ძაან მაგარი რომ არის ამ სეზონის დასაწყისში ფაქტია

  • EL MAESTRO 6
    schedule 30 აგვ 2022, 23:40

    შტეგენის კარგი ფორმა ძალიან გვჭირდება და მიხარია რომ პრაიმში შედის, თორემ მეკარე ძალიან მნიშვნელოვანია რომ ფორმაში გყავდეს, თან ამ პერიოდში შემცვლელი უპოვო ძაან რთულია, მარკი კი კარგ ფორმაში შედის რაც დიდ თამაშებში დაგვჭირდება ყველაზე მეტად და თან მომავალ წელს დიდი ალბათობით კაპიტანი იქნება ასე რომ ლიდერული თვისებები უნდა გამოავლინოს და თან კაპიტანი ფორმაში უნდა იყოს

  • nika 54
    schedule 30 აგვ 2022, 23:37

    მადლობა ღმერთს ამან თუ თავისი საუკეთესო ფორმა აღიდგინა და დაცვაც კარგად დადგება ეგება ლა ლიგა მაინც მოვიგოთ.

  • ბართომეუს ბოტი
    schedule 30 აგვ 2022, 23:16

    დიდი ალბათობით 2023დან ტერ-შტეგენი იქნება ახალი კაპიტანი

  • ♛BaRcElOnA♛
    schedule 30 აგვ 2022, 23:04

    უნდა იცოდნენ ფეხბურთელებმა რას აკეთებენ მოედანზე.უბურთოთ გადაადგილებასაც უნდა მიაჩვიოს ხავიმ გუნდი და პრესინგის დროს ბურთის დაჭერაც.მე ვერაფერს ვასწავლი ხავის აშკარად სწორ გზაზე დგას გუნდი უბრალოდ ტრანსფერებზე მეტად გუნდში ერთობა არის აღსადგენი. და კომუნიკაცია აი რასაც თუნდაც ლევანდოვსკი აკეთებს მთელი მატჩის განმავლობაში. უნდა ესმოდეთ მოედანზე ერთმანეთის თანაც ყველა მაღალი კლასის ფეხბურთელია. თორე ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე შორს ვერ წავალთ. ბაიერნს სახელებით თუ ვიმსჯელებდით არც 8-2 ზე ჰყავდა ჩვენზე ძლიერი გუნდი და დღესაც იმდენად არ აღემატება ბარსას რომ გადაგვიარონ მაგრამ სწორი მენტალიტეტი აქვთ და იციან რასაც აკეთებენ ჩვენთან კიდევ თავმოჭრილი ბატებივით დარბიან. და ხავიმ ეგ უნდა აღადგინოს გუნდში ტერ შტეგენი კიდევ ძალიან დიდი ძალაა ბარსასი.

  • Coutinho
    schedule 30 აგვ 2022, 22:57

    კარგია ბაიერნთან კარგი მეკარე დაგვჭირდება