მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

ნახევარმცველის სამშობლოში დაბრუნება ამაზე უკეთესი ვერ იქნებოდა. ერთი თვე არ გასულა, რაც ფაბრეგასმა “კამპ ნოუს” მიაშურა და იგი უკვე გახდა გუნდის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა. სესკმა ოფიციალურ მატჩებში 179 წუთის განმავლობაში ითამაშა და ჯამში ოთხი შეხვედრა ჩაატარა.

 

არავის ეპარებოდა სესკ ფაბრეგასის ტალანტში ეჭვი, მაგრამ ვერავინ იფიქრებდა, რომ იგი “ბარსას” როგებში გამოსვლას ასე შესძლებდა. კატალონიელმა სრულად გაიარა ადაპტაცია და დაიწყო გოლების გატანა.

 

შაბათს სესკმა “ანოეტაზე” მთელი 90 წუთი დაჰყო. “ბარსაში” დაბრუნებამდე არსებული სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა საერთოდ არ შეინიშნებოდა. პრიმერას პირველ შეხვედრაში სწორედ მისი პასის შემდეგ შეიქმნა ალექსისის გოლი, ხოლო მოგვიანებით თავად გახდა ერთი გოლის ავტორი. მიუხედავად იმისა, რომ ფაბრეგასი არ არის თავდამსხმელი, მის ანგარიშზე პრიმერას ორ მატჩში ორი გატანილი გოლია. ევროპის სუპერთასში მისმა გოლმა განაპირობა თამაშის მსვლელობა. ამ მხრივ სესკს გოლი ყოველ 59 წუთში ერთხელ გააქვს.

 

“მილანი” და სესკი ერთმანეთს უკვე იცნობენ

 

ჩემპიონთა ლიგის 2007/08 სეზონის მერვედ-ფინალში ერთმანეთს “მილანი” და “არსენალი” დაუპირისპირდნენ. ახალგაზრდა სესკი გახდა ავტორი “სან სიროზე”, საჯარიმოს გარედან გატანილი ულამაზესი გოლისა. სამშაბათს სესკი და “მილანი” კვლავ შეხვდებიან ერთამენთს, მაგრამ ამჯერად ფაბრეგასი უკვე სამშობლოშია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში