გუშინ “ბარსელონასა” და “მანჩესტერ სიტის” შორის გამართული საქველმოქმედო შეხვედრის შემდეგ პეპ გვარდიოლამ ბერნარდუ სილვას კატალონიურ გუნდში შესაძლო გადმოსვლაზე ისაუბრა.
“ბარსელონას” ყოფილი მწვრთნელი “ბარსელონასვე” ყოფილი დირექტორის, ფერან სორიანოსავით კატეგორიული ვერ იყო და მან განაცხადა, რომ ტრანსფერი შესაძლებელია.
ბერნარდუ ჩვენი ფეხბურთელია და გვინდა, რომ ის ჩვენთან დარჩეს. თუმცა არ მინდა, გუნდში მყავდეს ფეხბურთელები, რომლებიც ბედნიერები არ არიან.
თუ ბერნარდუს ტრანსფერზე შეთავაზება გვექნება და ორივე კლუბი შეთანხმდება, და თუ ფეხბურთელს წასვლა ენდომება… მაშინ არ ვიცი.
სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კიდევ 7 დღეა დარჩენილი. უნდა ითქვას ისიც, რომ ბერნარდუს “ბარსელონა” მოსწონს. მე ის ადამიანი არ ვარ, რომელიც “ბარსას” ეტყვის, რომ ბენარდუ სილვას ვერ შეიძენს.
– განაცხადა პეპმა თამაშის შემდეგ.

მერე გამოუშვი და ნორმალური ფასი დაადეთ 100 მილიონი რა ამბავია.
დე იონგის შემხედვარე მინდა ეს კაცი უკვე, ძაან კლასნია
იყიდეეე ლაპოოო ოღონდ ეს იყიდეეე
უეჭველი დასათრევია ეს თუ გვინდა რამე მოვიგოთ, გუნდს ფანტაზია აკლია, ცენტრიდან მარტო პედრი ფართხალებს ისიც ჯერ ბავშვია და მთელ სეზონს სტაბილურად ვერ ჩაატარებს, სადღაც გადაიწვება, ამიტო გვჭირდება სილვა.
8ზე გავა უნივერსალზე
კენჭისყრა რომელ საათზეა?