workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა და ლეჩე შეთანხმდნენ

ბარსელონა და ლეჩე შეთანხმდნენ

ტრანსფერი, რომლის შესახებაც ცნობები ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ვრცელდება, დასასრულს მიუახლოვდა. სამუელ უმტიტი იტალიაში ხვალ ან უკიდურეს შემთხვევაში ზეგ გაფრინდება. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიურ TuttoMercatoWeb-ზე დაყრდნობით ესპანური Sport ავრცელებს.

წყაროს ცნობით “ბარსელონასა” და “ლეჩეს” შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. ეს ნიშნავს, რომ კლუბები საბონუსე სისტემაზე შეთანხმდნენ. აქამდეც ცნობილი იყო, რომ “ლეჩე” უმტიტის იჯარაში თანხას არ გადაიხდიდა, ფეხბურთელის ხელფასს კი თავის თავზე ისევ “ბარსელონა” აიღებდა. იტალიელები “ბარსას” ფულს მხოლოდ ფრანგი მცველის მიერ მოედანზე გატარებული დროის მიხედვით გადაუხდიან.

TuttoMercatoWeb-ის ცნობით უმტიტი “ლეჩესთან” ბოლო დეტალებს მოაგვარებს და იტალიაში ხვალ ან ზეგ გაფრინდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (13)

  • nika 54
    schedule 25 აგვ 2022, 18:19
    #13

    ციტატა: jo va ni
    xavi73,
    xavi73,
    კონტრაკტი იმიტომ გაუხანგრძლივეს რომ, 2024 წლამდე რა ფულიც უნდა აეღო ეხლა იგივე თანხას აიღებს 2026 წლამდე, ანუ ყოველწლიური ხელფასი შეუმცირდა მარა 2 წლით მეტი კონტრაკტი ექნება და იგივეს აიგებს რაც 2024 წლამდე უნდა აეღო. სახელფასო ლიმიტი შეამცირა გუნდმა


    და თანაც ცოტათი გადაავადა.

  • ნიკა ჯაფარიძე_2
    schedule 25 აგვ 2022, 12:30
    #12

    Chico,
    მის მაგივრად სხვას დაარეგისტრილებენ

  • Chico
    schedule 25 აგვ 2022, 10:49
    #11

    არაფრით არ მესმის რატომ არქმევენ ამ გარიგებას – ძლივს მოვიშორეთ? რანაირად მოვიშორეთ? რა მნიშვნელობა აქვს ტრიბუნაზე ზის, თუ სადღაც ეზოში აგორავებს ბურთს? ხელფასს მთლიანად ბარსა უხდის, გამოსყიდვის უფლება არა აქვთ და რაღაც ბონუსი შეიძლება მიიღონ. ამდენი ხანია არ უთამაშია, პირველ ან მეორე მატჩში შეიძლება ტრამვა მიიღოს და დაემშვიდობე ბონუსს. გიჟები ხომ არ არიან, ალბათ რაღაცა აზრი არის ჩადებული ამ საქმეში და თუ ვინმემ ნამდვილაფ იცის რა აზრია ჩადებული, გთხოვთ გამაგებინეთ….

  • Ko Ke
    schedule 25 აგვ 2022, 10:38
    #10

    Რაც მთავარია ხომ წავიდა რაა, მოვიშორეთ და ეგ არის მნიშვნელოვანი, რამეს მაინც ხომ ითამაშებს

  • Fc Barca Batumi
    schedule 24 აგვ 2022, 22:34
    #9

    ადმინისტრაციაში ძაან ბევრი უკვე პეპლებს წყვილ-წყვილად უშვებს!

  • jo va ni
    schedule 24 აგვ 2022, 22:14
    #8

    xavi73,
    xavi73,
    კონტრაკტი იმიტომ გაუხანგრძლივეს რომ, 2024 წლამდე რა ფულიც უნდა აეღო ეხლა იგივე თანხას აიღებს 2026 წლამდე, ანუ ყოველწლიური ხელფასი შეუმცირდა მარა 2 წლით მეტი კონტრაკტი ექნება და იგივეს აიგებს რაც 2024 წლამდე უნდა აეღო. სახელფასო ლიმიტი შეამცირა გუნდმა

  • xavi73
    schedule 24 აგვ 2022, 21:39
    #7

    რა უაზრობაა.დ და კონტრაქტი რაღაზე გაუხანგრძლივეს , მაგარი საქაჯეთია იმენა ბოლომდე ვეღარ ამოდის გუნდი იმ ჭაობიდან რაც ბართომეომ დატოვა ,იმედია მალე გვეშველება და წავა ბევრი გუნდიდან

  • Don_Andresito
    schedule 24 აგვ 2022, 20:51
    #6

    სახელფასო ფონდს ვერა მარა ნომერს გამოუთავისუფლებს კუნდეს. ბრაიტი დარჩა მოსაშორებელი და კიდე 1-2 კაცი.

  • Gaucho24
    schedule 24 აგვ 2022, 20:43
    #5

    ეეხ ამას ტრავმა არ მიეღო ან თავისთვის მოეარა და ძველ ფორმაში მყოფი უმტიტი , არაუხო და კუნდე , სამმცველიან ტაქტიკაში იდეალური იქნებოდა , გარსია კრისტენსენი სკამზე კონკურენტები

  • EL MAESTRO 6
    schedule 24 აგვ 2022, 20:35
    #4

    ეჰ ეს რა ვერ მოვიშორეთ რა,თუმცა დაბალი დონის გუნდი ხელფასს ვერ გადაუხდის და მაღალი დონის გუნდს რათ უნდა

  • Clever liar
    schedule 24 აგვ 2022, 20:20
    #3

    ესეც ოფიციალურად ხეიბარი ფეხბურთელისთვის ბართომეუს მიერ გაფორმებული 6 წლიანი იჯარის შედეგი :))

    პირველი ის რო ასეთი ნაბიჭვარი გუნდი არანაირად არ მისცემს საბონუსე წუთებს ამას ელჩეში, მარა მეორე უფრო უარესი, თვითონ ფიზიკურად ვერ შეძლებს ტრავმების გამო იმ სამათხოვრო კაპიკების გამომუშავებას ბარსასთვის ეს სახედარი და ცარიელი საწოლი თუ ჭირდებოდათ ეთქვათ და იქნება კი ჩუქნიდა ვინმე მელეხი გულშემატკივარი 😀

  • JasoN
    schedule 24 აგვ 2022, 20:07
    #2

    ვერ გავიგე ამის წასვლით იჯარით სახელფასო ჭერი მაინც არ გვეხსნრბა და ეგდოს ამის დედაც ვატირე მაშინ რისთვის უშვებენ? ხელფას ესენი იხდიან იჯარას არავინ გაძლევს და ასეთი გაშვება რა გაშვებაა ვერ გამიგია… რა გახდა ერთხელ და სამუდამოდ ორმხრივად გაუწყვიტონ კონტრაკტი და მიაშაონ ეს ოხერი ხელფასია ფული რა გახდა

  • GAUCHO 8
    schedule 24 აგვ 2022, 19:53
    #1

    Zaan uazro ijaraa imena