workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი ერნანდესი სოსიედადთან მატჩის წინ

ჩავი ერნანდესი სოსიედადთან მატჩის წინ

ჩავი ერნანდესმა “რეალ სოსიედადთან” მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

“სოსიედადი” არის გუნდი, რომელსაც ბევრი რამ კარგად აქვს დალაგებული. ჩვენი მიზანი მოგებაა.

კუნდეს რეგისტრაცია? ჩვენ ვიცდით, სიახლე არ გვაქვს.

ობამეიანგი? არ ვიცით, რა მოხდება. ახლა ის ჩვენი ფეხბურთელია და მნიშვნელოვანი ფიგურაა, მაგრამ დანარჩენს ვითარება გვიკარნახებს. 

ამჟამად გუნდი არც მემსისს და არც ობას არ დაუტოვებიათ. თუ შეთავაზებები იქნება, შემდეგ ვნახავთ, თუ როგორ შეიცვლება შემადგენლობა. ახლა პრიორიტეტი კუნდეს დარეგისტრირებაა.

ბუსკეტსის წითელი ბარათი? მე მყავს ფეხბურთელები, რომელთაც ამ პოზიციაზე თამაში შეუძლიათ, მაგალითად, კესი, დე იონგი, პიანიჩი.

ფერან ტორესმა მიმდინარე კვირაში კარგად ივარჯიშა. ის გამოჯანმრთელებაზეა ფოკუსირებული. ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოთამაშე უნდა იყოს. ფერანს უფრო ფლანგზე ვხედავ, მაგრამ მას ცენტრში თამაშიც შეუძლია.

ჩვენ ყველაფრისთვის ვიბრძოლებთ, მაგრამ თავმდაბლები უნდა ვიყოთ და ბევრი ვიშრომოთ. 

პოზიციები, რომელთა გაძლიერებაც გვჭირდება? ჩემი აზრი ნათელია, პრეზიდენტმა და სპორტულმა დეპარტამენტმა ამის შესახებ იციან, დრო ჯერ კიდევაა დარჩენილი.

ბალდეს ვენდობი. მან შესანიშნავი პრესეზონი ჩაატარა. ვფიქრობ, ალექსს ალბასთვის კონკურენციის გაწევა შეუძლია.

ყოველთვის ვფიქრობდი, რომ სატრანსფერო ბაზარი სეზონის დაწყებამდე უნდა იხურებოდეს. ეს ცუდადაა ორგანიზებული.

ჩვენ ჯარიმების შესრულებაზე ვვარჯიშობთ. არიან მოთამაშეები, რომელთაც კარგად დარტყმა შეუძლიათ.

ჩვენ ასპილიკუეტას შეძენა გვსურდა, მაგრამ არ გამოვიდა. ახლა უნდა ვნახოთ, რა არის გასაკეთებელი. ამ პოზიციისთვის შესაბამისი ფეხბურთელები გვყავს. დესტმა სიტუაციის შესახებ იცის.

კუნდე კარგად ვარჯიშობს, ის ბურთით ძალიან კარგია. ვფიქრობ, შესანიშნავი ფეხბურთელი დავიმატეთ. მირჩევნია მან ცენტრალურ მცველად ითამაშოს. ახლა მოთამაშეები უნდა გავყიდოთ, რათა ის დავარეგისტრიროთ.

ვფიქრობ, ზეწოლაა ჩემკენაა მომართული და ფეხბურთელებსაც სწორედ ამას ვეუბნები. მინდა, მათ შიშის გარეშე ითამაშონ.

ფრენკი დე იონგი ბრწყინვალე მოთამაშეა, რომელიც ლიდერის თვისებებით გამოირჩევა. მას ცენტრში უფრო მოვიაზრებ, თუმცა ფრენკის შეუძლია, საყრდენის როლიც მოირგოს. მას ცენტრალური მცველის პოზიციაზე არ განვიხილავ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 23 აგვ 2022, 12:01

    ბალდეს ვენდობი. მან შესანიშნავი პრესეზონი ჩაატარა. ვფიქრობ, ალექსს ალბასთვის კონკურენციის გაწევა შეუძლია. bowtie

  • katalomia
    schedule 20 აგვ 2022, 16:23

    აი უეჭველი ვიცი რო ფრენკი იფრენს სოსიედადთან, და თან საყრდენზე კიარა და შემტევ ნახ მცველის პოზიციაზე დააყენებს ჩემი აზრით პედრისთან ერთად და მაგარს ჩაკლასავს ხვალ. მოუხდებოდა ეს ლანძღვა გინება და თან შეუძლია მაგ მამამიჟმულს მაგას. ბალდესაგანაც ველოდები პერფომანს. იმედია მიზანდასახულობას გვაჩვენებს და ამ შანს კბილებით ჩაეჭიდება. ძაან მაგრად გვჭირდება ბალდეს ათამაშება წელსვე, აი ჰაერივით. ლევა, ბალდე და ფრენკი ამ სამივეს მაღალი დონის თამაშს ველოდები პირადად მე სან სებასტიანში.

  • Albicelecte
    schedule 20 აგვ 2022, 14:50

    "ბალდეს ვენდობი. მან შესანიშნავი პრესეზონი ჩაატარა. ვფიქრობ, ალექსს ალბასთვის კონკურენციის გაწევა შეუძლია"
    ეს საჯაროდ არ უნდა გეტქვა ჩავი;
    ეხლა ადგება ეგ ვირთხა და მაგ ბავშვს ჭიქაში რაღაცას ჩაუყრის, ან ძილში მყესს გადაუჭრის scream scream

  • EL MAESTRO 6
    schedule 20 აგვ 2022, 14:18

    ბალდეც კარგია მარცხნივ, ალონსოს კი მირჩევნია, აი მარჯვნივ კი გვჭირდება კაცი

  • ROUCH
    schedule 20 აგვ 2022, 14:14

    სიტყვა შეუძლიას დედას გავთხარე. მასე რობერტოს სად აღარ შეუძლია თამაში მარა მაგ თამაშის დედა ვატირე და კიდე არაუხო რო ცოდვილობს ფლანგზე მაგხელა ტლანქი კაცი გარსია თუ უკეთესი არ იყოს მანდ იმის დედა ვატირე რატო შეიყეს სად ნახეს არაუხო მარჯვენა მცველად მანამდე. ან ტორესი მნიშვნელოვანი რატო უნდა იყოს საერთდ რომელიმე პოზიციაზე. რო ევარგა გვარდიოლა გამოუშვებდა ფული აქვთ ტიპებს იმდენი უხეში რო არ იყოს ტრა*საც იმით ამოიწმენდავდნენ

  • La Pulga10
    schedule 20 აგვ 2022, 14:08

    ეგრე რა ჩავი აღარაა ალონსოს მოყვანა საჭირო,ბალდეს მიეცი დრო.