წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 1 აგვისტოს მოხდა.
თამაშები
1 აგვისტოს “ბარსელონას” ოფიციალური თამაში არ ჩაუტარებია.
1934 წელი
დაარსდა “ესპანია ინდუსტრიალი“, რომელიც 1949-1950 წლებში “ბარსელონას” სარეზერვო გუნდი იყო.
1989 წელი
“ბუიტენპოსტთან” გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში, რომელიც “ბარსამ” 15-1 მოიგო, კატალონიურ გუნდში რონალდ კუმანის დებიუტი შედგა. კუმანმა პირველი ტაიმი ითამაშა და საჯარიმოს გარედან დარტყმებით 2 გოლი გაიტანა.
2014 წელი
“ბარსელონას” ყოფილმა კაპიტანმა, კარლეს პუიოლმა განაცხადა, რომ მის 5 ნომერს სერხიო ბუსკეტსი მოირგებდა.
მაინც კაი ამბებია
არ არის საინტერესო ამბები, რას იზავ ფაქტიურად შვებულებაა.
კარლეს პუიოლი მაგარი კაცი