“ბარსელონას” ბერნარდუ სილვასთან ყველაფერი შეთანხმებული აქვს, მის გაშვებას არც პეპ გვარდიოლა ეწინააღმდეგება, თუმცა “მანჩესტერ სიტი” პორტუგალიელს მხოლოდ სარფიანი შეთავაზების მიღების შემთხვევაში გაუშვებს.
Diario AS The Athletic-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ “ქალაქელებს” 28 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ €100 მილიონის მიღებს სურთ, “ბარსა” კი მზადაა, €80 მილიონი გადაიხადოს
კატალონიელებს სილვას ტრანსფერისთვის საჭირო თანხის გამომუშავების რამდენიმე გზა აქვთ. პირველი ფრენკი დე იონგის “ჩელსიში” €80 მილიონად გასხვისებაა, ნიდერლანდელის შენარჩუნების შემთხვევაში კი კლუბს სერჟინიო დესტისა და პიერ-ემერიკ ობამეიანგის სოლიდურ თანხად გაყიდვა, ასევე მემფის დეპაის ტრანსფერიდან გარკვეული სარგებლის მიღება მოუწევს. სავარაუდოდ, ფეხბურთელებისთვის ხელფასის შემცირებაც საჭირო გახდება.
“ბარსელონას” “სიტისთვის” ოფიციალური შეთავაზება ჯერ არ გაუკეთებია. მოსალოდნელია, რომ კლუბი ამას ფრენკი დე იონგის, პიერ-ემერიკ ობამეიანგისა და სერჟინიო დესტის საკითხების მოგვარების შემდეგ იზამს.




ჩვენ რომ ვყიდიდეთ 50 მეტს არავინ მოგვცემდა ეს მდგომარეობა უნდა გამოასწოროს ლაპორტამ ნამეტანი გაუბერეს კლუბებმა
წელს არცერთს გაუშვებენ თუნდაც 80 მილიონი მისცენ
ჯერ ტორესის ფული გადაიხადეს? ან გაამართლა რო პეპის ჩამოწერილ საქონელს ვუსაღებთ? საჭიროზე საკმაო ფეხბურთელი გვყავს და მაგას მიხედონ. სხვანაირად არ დამთავრდება ეს სატრანსფერო ფანჯარა.
მასე გვეგონა გრიზმანი-კოუტინიო რომ დაგლიჯავდა ბარსაში , თუმცა ბევრი სკეპტიკურად იყო განწყობილი , განსაკუთრებით გრიზმანზე , რაც მოხდა მერე კი იცით ყველამ . 100 მილიონი 28 წლის ფეხბურთელში , თან ჩვენ მდგომარეობაში ვფიქრობ ბევრია . დავიჯერო სხვა არანაირი ვარიანტი არ დარჩა მსოფლიოში , ადექი და სცადე , დააყენე სოსიედათთან კესიე-დე იონგი-პედრი-გავის ნახევარდაცვა , ან პიანიჩი-კესიე-დე იონგი-პედრი , რა ვიცი იქნება და რა ხდება , მაინც სხვა გზა არ გვაქვს .
ტერ შტეგენი
კუნდე-არაუხო-გარსია
რაფინია-დე იონგი-პიანიჩი-პედრი
დემბელე-ლევანდოვსკი-ტორესი
ვცადოთ , ვათამაშოთ ერთ ფლანგზე , სისწრაფე ორივეს აქვს და რაფინიას დაცვითი უნარები , ყველა ჩვენ მცველზე მეტი ექნება , ბრაზილიელია მაინც პლიუს კომბინაციურ ფეხბურთში ნახევარდაცვას დაეხმარება , ან გაამართლებს ან მაგარი დომხალი იქნება , თუმცა არამგონია წინა თამაშზე უარესი გამოვიდეს .
თხა გავყიდე, ძროხა ვიყიდეა? 100 ლიმონი და კიდევ ბონუსები ჩამოით. აშტერებს ამ ხალხ ეს დიდი ფული!
შტეგენი
არაუხო-კრისტენსენი-კუნდე
ბერნანდუ-დე იონგი-ბუსკეცი-პედრი
რაფინია-ლევანდოვსკი-ფატი
დემბელე მაინც მეორე ტაიმის კაცია დაღლის მცველებს რომ ათრევს, ტორესს ვაფშე არ ათამაშებენ ჯერ ჯერობით და ფატი რომ შემოვიდა ძაან კარგადაც ითამაშა
აბა ტეო ერნანდესი ჩემი ოცნებაა. ატვეჩაი ვარ 70+ბონუსები და მილანი შეგვიფუთავდა თავის ხელით. სუპერ ბიჭია ტეო❤️
Გადავირევი ახლა, არც ვიცით გაამართლებს თუ არა, თან ერთ წელში უმთავრდება კონტრაქტი, შეიძლება ვერც დავარეგისტრიროთ და 100 მილიონს ვიხდით? Ფლანგზე რომ დარხეული გვაქვს და არაუხო ცოდვილობს მაგას არავინ უყურებს? Ჩავიმ არ იცის ვინ დააყენოს ნახ დაცვაში და ყველას ყიდულობს ერთად…
ამდენის გადახდის ერთი ადგილი თუ გვაქ მოიყვანონ ტეო ერნანდესი, ან დევისი, ან არნოლდი, ან ჰეიმსი, ან ჰაკიმი, ფლანგის მცველი ახლა ჰაერივით გვჭირდება, თუ რათქმაუნდა 3-4-3 ტაქტიკაზე არგადავეწყობით, მაშინ კარგი იქნება დაგამართლებული 100%
შტეგენი
არაუხო-კრისტენსენი-კუნდე
ბერნანდუ-დე იონგი-ბუსკეცი-პედრი
რაფინია-ლევანდოვსკი-ფატი
დემბელე მაინც მეორე ტაიმის კაცია დაღლის მცველებს რომ ათრევს, ტორესს ვაფშე არ ათამაშებენ ჯერ ჯერობით და ფატი რომ შემოვიდა ძაან კარგადაც ითამაშა
სილვას თუ მოიყვანენ და გეიონგიც დარჩა მაშინ ძირითადის ოპტიმალური ცენტრი წელს უნდა იყოს ბუსი გეიონგი დასილვა, პედრი და გავი სკამიდან უნდა ჩაერთოს წელს, მომავალწელს ბუსი წავა და პედრი ჩაჯდება ძირითადში
80 მილიონამდე შეთანხმდნენო არ იწერებოდა? :დდდდდდდ ამიტოა ათასი რამე იწერება და ვის უნდა ენდო ვეღარ გაიგებ სანამ ოფიციალური არ დაიდება. არანაირი ასი მილიონი, ან 80ზე ნაკლებში გაჩარხონ, ან დაანებონ თავი, თორე ისე იზამენ მართა დაიღუპება გუნდი ამდენი ფულის და აქტივების გასხვისებით
ლაპორტა თუ ამაში 80-იც გადაიხადო შენ იყო შიბაქი, ამის აუცილებლობა გუნდს ნამდვილად არ აქვს და ფულის პრობლემა კია, მიათხლიშე ამხელა ფული და მერე ეწუწუნე სასტავს დაიკელითო რა უნედურებაა ასეთი უთქოყვარეონა რა უნედურებაა ასე პამდემიის დროს არ უწუწუნიათ სხვა გუნდის ხელმძღვანელებს…პორტუგალიელი ბარსაში არასდროს ყოფილა დიდი ფეხბურთი ეთამაშოს პლიუს აქ გამოსირდება ესეც ისედაც სიტიშიც არასტაბილურია.