workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა და ჩელსი დე იონგის სატრანსფერო თანხაზე შეთანხმებასთან ახლოს არიან

ბარსელონა და ჩელსი დე იონგის სატრანსფერო თანხაზე შეთანხმებასთან ახლოს არიან

“ბარსელონას” ფრენკი დე იონგის საკითხი ჯერ არ გადაუჭრია. “ბარსას” პოზიცია ნათელია – ხელფასის შემცირების შემთხვევაში, ნიდერლანდელი კლუბში დარჩება, წინააღმდეგ შემთხვევაში კატალონიელები მას გაასხვისებენ.

როგორც დღეს დაიწერა, 25 წლის ნახევარმცველი ანაზღაურების დაკლებას გამორიცხავს, რაც გვაფიქრებინებს, რომ “ბლაუგრანა” მას აუცილებლად გაყიდის.

ბრიტანული გამოცემა The Times იტყობინება, რომ “ბარსელონა” და “ჩელსი” დე იონგის სატრანსფერო ფასზე შეთანხმებასთან ახლოს არიან. თანხის ოდენობა უცნობია, თუმცა “ბარსას” დაახლოებით 80 მილიონი ევროს მიღება სურს. 

ახლა მხარეები თავად ფეხბურთელის გადაწყვეტილებას ელოდებიან. დე იონგს “ბარსელონაში” დარჩენა სურს, თუმცა თუ წასვლა გარდაუვალი იქნება, ის “მანჩესტერ იუნაიტედს” “ჩელსის” ამჯობინებს, ვინაიდან ეს უკანასკნელი ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (13)

  • EL MAESTRO 6
    schedule 10 აგვ 2022, 18:30

    თუ არ დათანხმდა გუნდის პირობებს გაუშვან, მაგრამ არც მიდის ეს ნაგლი

  • Ko Ke
    schedule 10 აგვ 2022, 17:50

    Აუ ნეტა დათანხმდეს რა წასვლას, ფრენკის ნაცვლად 1-1ში ბერნარდუს მოყვანა ძაან კაი იქნება. Მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკა ცუდი არ აქვს, პასების სიზუსტე გოლს+ასისტი და რამე. Ვერ ზის რა გუნდში, არ არის ისეთი როგორიც უნდა იყოს და კარგი ინქება წავა

  • shu1987
    schedule 10 აგვ 2022, 17:33

    ამას არ უნდა წასვლა და შეთანხმებას რა აზრი აქვს ჯერ ამას შეუთანხმონ

  • El pistolero 9
    schedule 10 აგვ 2022, 17:08

    ჩემი აზრით აქ ბარსაში წარმატების მიღწევის სურვილი არაფერ შუაშია. ეგ რომ იყოს ამის პრიორიტეტი შეიმცირებდა ხელფასს და დარჩებოდა უპრობლემოდ. მგონია იმ მისაღები ხელფასის დაკარგვა არ უნდა და მაგიტო იჭრის დარჩენისთვის ვენებს. ჰოდა თუ მართლა ასეა წავიდეს ჩელსიში. ხელფასს კარგს მიცემენ და ჩვენ ბერნარდოს მოვიყვანთ. ბუსკეცი/პიანიჩი, პედრი/კესი, ბერნარდო/გავი.

  • KING_BARCA
    schedule 10 აგვ 2022, 17:03

    საგიჟეთია ))) ყველა თავის ჭკუაზე დადის თითქოს, ახალი სეზონის წარდგენისას ბრეითვაიტია თუ რაღაცა ოხრობაა, დაუსტვინა ხალხმა მარა აბა მიდი კითხე გაიგო ეგეთი რამე? ))) ბარსელონას ფორმა აცვია კაცს, არ ახატია? არ მიდის, და მორჩა, ეს რა ჯანდაბაა, დეიონგი ვერ განვითარდა, გასაგებია ვხედავთ ჭკვიანია, და მოედანსაც ხედავს, მაგრამ ამ ბიჭმა პროგრესის ნაცვლად რეგრესი განიცადა თითქოს, ვერაფერი მითქვია რო გააუმჯობესა, ან რომელიმე ასპექტში ვინმეზე უკეთესია, რატო უნდა მინდოდეს რო დარჩეს, აბა ვინ დადგება თემაა? თუ არ შეიცვლა ვერც ვერავინ დადგება….

  • Fc Barca Batumi
    schedule 10 აგვ 2022, 16:26

    ამანაც რა გაახურა! ხელფასის შემცირება და გადავადებაზე დათანხმდეს! არადა არაა გასაშვებისაჭირო ფიგურაა წინ დიდი სეზონია

  • Hyperion
    schedule 10 აგვ 2022, 16:18

    კულეა კაცო უყვარს ბარსა smiley

  • nika 54
    schedule 10 აგვ 2022, 16:02

    ბარსელონა და ჩელსი დე იონგის სატრანსფერო თანხაზე შეთანხმებასთან ახლოს არიან
    ძალიან კარგი, ეხლა მთავარია დე იონგმა თუ იცის ეს ამბავი და რა აზრისაა ამ საკითხზე.

  • Zura Gviniashvili
    schedule 10 აგვ 2022, 15:39

    ეს არაფრის მომწემი სტატიაა. მტავარი არის დეიონგი რას ფიქრობს და არა ბარსელონა და სხვა კლუბი.. ვინც დეიონგზე დაინტერესდა ყველას შეუთანხმდა ბარსელონა მაგრამ დეიონგმა დაგვიბლოკა ასე რომ მთავარი არის მხოლოდ დეიონგის პასუხი

  • Kingleo10
    schedule 10 აგვ 2022, 15:07

    კაროჩე ხო შეუდეს ამას 😀

  • NAMASTE
    schedule 10 აგვ 2022, 15:06

    დაალპეთ სკამზე. ამის დდშვც მართლა. მერე ვნახოთ რამდენად მოეწონება აქ ყოფნა და მაოფლიო ჩემპიონატზეც რო შეერყევა ძირითადის პოზიცია, მერე აღარ ენდომება აქ. ვირეშმაკებს ვირეშმაკულად უნდა მოექცე. ასეა ეს.

  • getsby
    schedule 10 აგვ 2022, 14:47

    ჯერ ფეხბურთელთან რო მოაგვარონ და მერე სატრანსფერო ფასზე შეთანხმდნენ მგონი ჯობს.დ ეს არსად წამსვლელი არარი და შეეშვან არ აწყენს გუნდს ჭკუის სწავლება მომავალში რო იგივე არ მოხდეს

  • me da barca
    schedule 10 აგვ 2022, 14:47

    თუ არ წავიდა ყიდეთ რამდენიც გინდათ