ხავი მიგელის ინფორმაციით, მირალემ პიანიჩი “ბარსელონაში” რჩება.
ჩავი ერნანდესმა ბოსნიელს ამის შესახებ ოთხშაბათს შეატყობინა. მწვრთნელი ვეტერანი ნახევარმცველის პერფორმანსითა და პროფესიონალიზმით კმაყოფილი დარჩა და გადაწყვიტა, მისთვის შანსი მიეცა. ჩავი მას სერხიო ბუსკეტსის დუბლიორად განიხილავს.
პიანიჩს “ბარსასთან” კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს, თუმცა, მან ხელშეკრულების გადახედვასა და ხელფასის შემცირებაზე თანხმობა განაცხადა.
მირალემის დარჩენის გამო, იანვარში, შესაძლოა, ნიკო გონსალესმა გუნდი იჯარით დატოვოს.



ვაააა, მშვიდობა თქვენს გამოჩენას!
აბა როგორ მოგწონთ ახალაშენებული გუნდი? – ვიქონიოთ იმის იმედი რომ რეალს საძირკვლიანად შეაზანზარებს?
ხო კიდევ – როგორ "იძმაკაცებენ" მოედანზე "ლევანგოლსკი" და ბენზო???
მირალემის დარჩენის გამო, იანვარში, შესაძლოა, ნიკო გონსალესმა გუნდი იჯარით დატოვოს.
იანვრამდე დიდი დროა და იმედია მანამდე ნიკოც გამოიჩენს თავს.
100 % …..ბალანსი დაცვით და შემტევ ნახევარმცველებს შორის აუცილებელია
პიანიჩი, ბუსკეცი, ნიკო, ფრენკი, კესი ამდენი საყრდენი გუნდში რათ გვინდა იმის ფონზე რომ ცენტრალურებიდან გავი, პედრი და ტორე გვყავს მარტო, მაგითო ვემხრობი ბერნანდოს მოყვანას
პიანიჩს რას ერჩით,კაცი გადმოიყვანეს და სკამზე დასვეს,აბა თქვენ რა გეგონათ თვეები რო სკამზე დასვამ მაგის ასაკში იუვეს ძირითადის კაცს მერე უცებ შემოიყვან და სასწაულებს ელიი ეს ის პიანიჩი აღარააოო ცოტა გაუგებარია,მითუმეტეს მონდომებაც ეტყობა და ხელფასიც შეიმცირა ყოველგვარი პრეტენზიების და წუწუნის გარეშე,მის კლასზე აღარაფერს ვამბობ,ახალგაზრდები კიი კარგია,მაგრამ ხავი თუ კმაყოფილი დარჩა პიანიჩის მონდომებით,ვარჯიშით და კლასით ე.ი იცის თავის საქმე,ფორმაშიც რომ არ იყოს მონდომებული პიანიჩი კაი ფუფუნებაა რომ იცოდეთ
ნიკო ახალგაზრდა ბიჭია გამოვდილებას მიიღებს განვითარდება და თუ ივარგებს კი დაუფასებენ… პიანიჩი იმსახურებს ნდობას ჯერ მარტო რამხელა გამოცდილება აქვს… დიდ მატჩებში ნიკოზე, გავიზე და ბევრზე მეტს იზამს გამოცდილების ხარჯზე, ამიტომ მივესალმები მის დარჩენას
ამის გამო არტური როგორ გაუშვეს
Წავიდეს ნიკო იჯარით, არაუშავს, ნახდვარი სეზონი უკეთ განვითარდება
კარგი რა,კარგი რა.ნიკოს მიეცეს დრო საყრდენზე არ ჯობია?
პიანიჩმა ძირითადში უნდა ითამაშოს
კაიი რააა, ნიკოს გაშვება აბა შეიძლებოდა? ნიკო დატოვეეეეე!
პიანიჩი გაუშვიიიიი!!!