AS-ის ინფორმაციით, ჟიულ კუნდე “ბარსელონასთან” ისე ახლოსაა, როგორც არასდროს – ფრანგმა “ჩელსის” შეთავაზება დაბლოკა.
წყაროს ცნობით, ტრანსფერი, შესაძლოა, რამდენიმე საათში დაიხუროს. ფეხბურთელი ჩავი ერნანდესთან მუდმივ კონტაქტს ინარჩუნებს და მას შეჰპირდა, რომ “ბარსას” დაელოდება.
“ბარსელონა” “სევილიას” ოფიციალური წინადადებით მალე მიმართავს და €55 მილიონს შესთავაზებს.
ზემოხსენებული გამოცემის თანახმად, “ლურჯ-ბროწეულისფერები” მარჯვენა მცველის შეძენაზე აღარ იფიქრებენ, რადგან, სერჟინიო დესტისა და სერჟი რობერტოს გარდა, ამ პოზიციაზე თამაში რონალდ არაუხოსა და ჟიულ კუნდესაც შეუძლიათ.
“ჩელსი” “ბარსელონას” ასპილიკუეტასა და მარკოს ალონსოს მარტივად აღარ დაუთმობს, რადგან კატალონიელებმა მათი ორი სამიზნე – რაფინია და კუნდე – დაიმატეს, მაგრამ, როგორც ირკვევა, ჩავის სესარი ისედაც აღარ სჭირდება, მარცხენა ფლანგზე კი კლუბს სხვა ალტერნატივებიც (მაგალითად: კაიო ენრიკე) აქვს.
“ბარსელონადან” ამბობენ, რომ კუნდეს შესაძენად ყველაფერს აკეთებენ, რადგან ის ჩავის პრიორიტეტია.
ჩემ ყ… თუ არ ითამაშებს ეს ქლიავი ფრანგი ბარსაში ამას კრისტენსენი არაუხოს დუეტი გაახმობს სკამზე
აზპის და ალონსოს ორივეს ერთად აღებულს მირჩევნია ეს, კარგია რომ ვერ აგვახია ჩელსიმ, იმედია სანდ9 წყაროა და მართლა მალე გაოფიციალურდება კუ დეს ბარსაში ტრანსფერი
ეს კაიო ენრიკე მშვენიერი ბიჭია , მაგარი სწრაფია და გადასარევ პასებს ჩითავს, რაღაცით ალბას წააგავს, მშვენიერი ტექნიკაც აქვს ბრაზილიური
ბარსა სერიოზულად დაბრუნდა ნებისმიერ გუნდს სერიოზულად გადაუვლიან მთავარია ალბას პოზიციის გაძლიერებაც და ეგაა, ისე ალემანის და ლაპორტას მართლა საღოლ, თუმცა ჩავის ფაქტორი ყველაზე დიდია ჩავი არის ლეგენდა და გენიოსი ყველა ვისაც ჩავი ელაპარაკა და თავის გეგმები აუხსნა უპრობლემოდ დაელოდა ბარსას და სხვა ვარიანტი არც განუხილავთ
მოკლედ ალემანი როგორც ერთ ანდაზაშია, დიდხანს კაზმავს ცხენს სამაგიეროდ მერე სწრაფად მიაჭენებს.
ეგრე რა კუნდე მოვიდეს და ასპილიკუეტა+ალონსოში მაყუთის გადახდას მარცხენა მცველი მონახონ ვინმე.
ვინმე მარცხენა ფლანგის მცველი მოიყვანეთ და ეგ იქნება… ასპი კი კარგია მარა აღარ მოგვცემს ჩელსი. მარა მთავარია კუნდე მოვიდეს და არ გავკარი ალონსო და ასპილიკუეტას ორივეს ერთად აღებულს???
აეეეეგრეე ბიჭოოო იმედია მშვიდობით ჩაივლის ყველაფერი და ბარსას ფეხბურთელი გახდება
აზპი მინდააა😭😭