workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონას სასტარტო შემადგენლობა ინტერ მაიამის წინააღმდეგ

ბარსელონას სასტარტო შემადგენლობა ინტერ მაიამის წინააღმდეგ

სულ ცოტა ხანში “ბარსელონა” ამერიკული ტურნეს პირველ შეხვედრას გამართავს და მაიამის “ინტერს” დაუპირისპირდება.

“ბარსას” მთავარი მწვრთნელი, ჩავი ერნანდესი აშშ-ში ჯერ კიდევ არ იმყოფება, ამიტომაც, დღეს გუნდს მისი ძმა ოსკარ ერნანდესი უხელმძღვანელებს. 

კატალონიელთა სასტარტო შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარე: ტერ შტეგენი;

მცველებიდესტი, კრისტენსენი, ერიკ გარსია, ბალდე;

ნახევარმცველებიკესიე, ნიკო, პედრი;

შემტევებირაფინია, ობამეიანგი, ფატი.

სათადარიგოთა სკამზე არიან: ი. პენია, არნაუ ტენასი, არაუხო, ბუსკეტსი, დემბელე, დეპაი, ალბა, ს. რობერტო, ფ. დე იონგი, კოლიადო, პ. ტორე, ეზ აბდე, კასადო, გავი.

კესიესგან განსხვავებით, ეს რაფინია და კრისტენსენისთვის სადებიუტო მატჩია.

დღეს გუნდს ლევანდოვსკი და პიანიჩი ვერ დაეხმარებიან – პოლონელი ჯერ მზად არაა, ბოსნიელი კი ევროპაში დაბრუნდა, რათა მეორე შვილის დაბადებას დაესწროს. ასევე, ბოლომდე ვერ გამოჯანმრთელდნენ პიკე და ფერან ტორესი.

შეხვედრა სტარტს 04:00 საათზე აიღებს, მისი საყურებელი ლინკების ნახვა კი Livetv.ge-ზე შეგიძლიათ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 20 ივლ 2022, 11:38
    #2

    კაი იყო ორივე ტაიმში ახალ-ახალი შემტევი სამეულები. ყველა კარგი იყო აზელზულის ვერ გაუმართლა, მაგრამ დემბელემ მიუხედავად თავისი ფაფხურისა გოლი მაინც გააკეთა.

  • EL MAESTRO 6
    schedule 20 ივლ 2022, 03:43
    #1

    საინტერესო შემოდგენლობა გვყავს და ორი დებიუტანტიც, იქეთ კი იგუაინია სასტარტოში, საინტერესო თამაში იქნება