workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფილ ნევილი: ბარსელონასთან მატჩი ინტერ მაიამის ისტორიაში უდიდესია

ფილ ნევილი: ბარსელონასთან მატჩი ინტერ მაიამის ისტორიაში უდიდესია

“მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარული ფეხბურთელი და ამჟამად მაიამის “ინტერის” მთავარი მწვრთნელი, ფილ ნევილი “ბარსელონასთან” გასამართ მატჩზე საუბრობს. 

მე და ჩემმა გუნდმა ვიცით, რომ “ბარსელონას” წინააღმდეგ ჩასატარებელი შეხვედრა “ინტერ მაიამის” ისტორიაში უდიდესი მატჩია. ამასთან, პირველად დაფიქსირდება შემთხვევა, რომ ჩვენი სტადიონი მთლიანად სავსე იქნება – ყველა ბილეთი გაყიდულია.

– განაცხადა ინგლისელმა სპეციალისტმა.

“ბარსელონა” და “ინტერი” ერთმანეთს 20 ივლისს, თბილისის დროით 04:00 საათზე, “დრაივ ფინქ სთედიუმზე” დაუპირისპირდებიან.

სხვათა შორის, ფილის ძმას, გარი ნევილს მწვრთნელის რანგში “ბარსასთან” კარგი მოგონებები ნამდვილად არ აკავშირებს – 2016 წელს, როცა იგი “ვალენსიას” წვრთნიდა, ინგლისელის შეგირდებმა, კოპა დელ რეის ნახევარფინალში, “კამპ ნოუზე” 0-7, ორის მატჩის ჯამში კი 1-8 წააგეს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • me da barca
    schedule 19 ივლ 2022, 19:28
    #4

    მახსოვს ეს 7:0

  • nika 54
    schedule 19 ივლ 2022, 14:48
    #3

    ხო ძმა კარგად გავუმწარეთ.

  • EL MAESTRO 6
    schedule 18 ივლ 2022, 23:15
    #2

    ერთ ძმას სამწვრთნელო კარიერა დავუმთავრეთ, მეორე კი ისე უნდა მოვაქციოთ რომ ამხანაგური იყოო თავის გამართლება მოუწიოს

  • GÍØ
    schedule 18 ივლ 2022, 22:46
    #1

    ეხლა თავისი ძმის ჯერია