“ბარსელონას” ლეგენდა, ხრისტო სტოიჩკოვი რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერზე, უსმან დემბელესა და, ზოგადად, კატალონიურ გრანდზე საუბრობს.
ლევანდოვსკის “ბარსაში” გადასვლით ძალიან ბედნიერი ვარ. ის გოლეადორია, რომელიც გუნდს ბევრს შემატებს, არა მხოლოდ საჯარომოში – პოლონელი მუდმივად მოძრაობს და ორმაგ სამუშაოს ასრულებს.
რობერტმა უკვე ერთ მატჩში “რეალს” 4 გოლი გაუტანა. იმედი მაქვს, ლევანდოვსკი მადრიდელებს პოკერს ისევ შეუსრულებს და შემდეგ ვნახოთ, ისინი პოლონელის ასაკზე კვლავ გაიცინებენ თუ არა.
ეს შესანიშნავი ტრანსფერია. “ბლაუგრანას” ასეთი გამტანი სჭირდებოდა. ლევანდოვსკი, ობამეიანგი, ანსუ ფატი, ფერან ტორესი და დემბელე გვყავს, მწვრთნელად კი ჩავი… ლაპორტასა და ჟორდი კრუიფის ბრწყინვალე მუშაობით კმაყოფილი ვარ.
რობერტი ბევრს გაიტანს და მეტოქეებს პრობლემებს შეუქმნის. კონკურენცია? ეს თანამედროვე ფეხბურთის პლუსია, რომელიც განვითარებაში გეხმარება. ლევანდოვსკი საკმაოდ დიდია იმისთვის, რომ რამეზე იეჭვიანოს – ის ამ ფეხბურთელებისთვის მამასავით უნდა იყოს.
ჩავის სრულყოფილი შემადგენლობა ეყოლება, ნულიდან დაიწყებს და ყველამ მაქსიმუმი უნდა გაიღოს. ახლავე შემიძლია, ვთქვა, რომ ამ გუნდით “ბარსელონა” ლა ლიგას მოიგებს.
დემბელე? ვნახოთ, რას იზამს. ყოველთვის ვამბობდი, რომ მას პოტენციალი და ტექნიკა აქვს. კლუბმა უსმანში 100 მილიონზე მეტი გადაიხადა, მაგრამ მას მუდმივად ტრავმა ჰქონდა. შემიძლია, გითხრათ, რომ 4 წლის განმავლობაში ფრანგმა ვერაფერი ისწავლა. ვიმედოვნებ, იგი გამოიღვიძებს.
მწვრთნელებთან ერთად ბევრი ვისწავლე, დემბელემაც სწორედ ეს უნდა გააკეთოს. კარგი იქნება, თუ ფრანგს თავის პოზიციაზე 20 წლის წინ მოთამაშე ფეხბურთელების ვიდეოებს ანახებენ. ჩავის მისი დახმარება შეუძლია.
– განაცხადა ლეგენდარულმა ბულგარელმა.
სტოიჩკოვი “ბარსელონაში” 1990-95 და 1996-98 წლებში ასპარეზობდა. კატალონიური კლუბის მაისურით მის ანგარიშზე 255 მატჩი, 117 გოლი და 25 ასისტია.
აშშ-ში ხრისტომ ყოფილი გუნდი მოინახულა.




ნუ ლა ლიგა მგონია მინიმუმია, თუ არ მოდუნდებიან არც კოპა არ არის ჩვენთვის მიუწვდომელი. ლიგაზე კი მთავარია რამდენიმე ტური გავიაროთ პლეი ოფში. ეს კარგი შედეგი იქნება.
ნამდვილი კულეა ეს კაცი
ლა ლიგა უნდა დავდოთ ნამდვილად.აო დემბელეზე კრისტალი ილაპარაკა.საღოლ ხრისტო.
ლალიგას უეჭველი და ლიგას რატო არა რო
მართალი ხარ ხრისტო, კუნდეს რ9მ მოვიყვანთ ლა ლიგა უკვე უნდა დავდოთ,ჩავის იმედი მაქ❤
ლა ლიგას თავისუფლად მოვიგებთ მგონია და ჩემპიონთა ლიგაზეც არ შევირცხვენთ თავს (არ გამიკრვირდება, რომ მოვიგოთ კიდეც)