ფერან კორეასის ინფორმაციით, “ბარსელონამ” ფრენკი დე იონგს უთხრა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” შეთავაზება მიიღოს და გუნდი დატოვოს.
იმ შემთხვევაში, თუ ნიდერლანდელი წასვლაზე უარს იტყვის, შესაძლოა, კატალონიურმა კლუბმა იგი, პრესეზონის ფარგლებში გასამართი მომავალი მატჩებისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებში არ წაიყვანოს.
“ბარსას” დე იონგის გაშვება სერჟი რობერტოს, ანდრეას კრისტენსენისა და ფრანკ კესიეს დასარეგისტრირებლად სჭირდება, უსმან დემბელესა და რაფინიას შემთხვევაში კი ესეც არ ყოფნის და სატელევიზიო უფლებების 15% უნდა გაყიდოს.
“ბარსელონა” დარწმუნებულია, რომ ფრენკის ტრანსფერი რამდენიმე დღეში შედგება, რადგან “მანჩესტერ იუნაიტედი” ჩქარობს. თანაც, კლუბში მიაჩნიათ, ამ შეთავაზებაზე უარის თქმა შეუძლებელია. საბოლოო სიტყვა ფეხბურთელს ეკუთვნის.
დე იონგმა ისიც იცის, რომ “ბარსას” შუახაზში 2 ადგილი ბუსკეტსსა და პედრის ექნებათ დაკავებული, დარჩენილი ერთი პოზიციისთვის კი მას ბრძოლა გავისთან, კესიესა და ნიკოსთან მოუწევს. კლუბმა ფრენკის სწორედ ამაზე მიუთითა და, აღნიშნული მდგომარეობის გათვალისწინებით, გადაწყვეტილება მან უნდა მიიღოს.




კატალონიური სი@#ევე ინ ექშენ
ლაპორტამ ფრენკი არ იყიდებაო.😆
მართლაც აღარ რჩება ამის ადგილი ცენტრში და კუმანივით ცენტრალურ მცველად ხო არ ვათამაშებთ.
ამისი დიდი იმედი კი მქონდა, მაგრამ 3 სეზონი საკმაოდ ბევრია და ერთი კარგი ნახევარმცველის შტაბჭდილება დატოვა;
ბარსას კიდევ შუა ხაზზე ჩავი და ინიესტა ყავდა; კიდევ იაია, დეკო, ფიგუ, ყბაჩო…
ასე, რომ 1 წელი ლიგაზე თამაში დაიმსახურე ფრენკ, შემდეგ გვანახე ცდებოდა თუ არა ლაპორტა
აუ რომ გეუბნებიან ინებე და წადი რა, როცა გუნდი გეუბნება წადიო შენ იქ როგორღა უნდა დარჩე? იმედია მალე წავა რა
მე პირადად მომწონდა მაგრამ რაც გუნდის ინტერესებზე მაღლა თავისი დააყენა აუცილებლად უნდა წავიდეს უკვე პრინციპის და პრესტიჟის ამბავია თამაშს რომ თავი გავანებოთ, თან ხელფასიც ძაან დიდი აქვს ამ კრიზისში პრობლემაა ისედაც ძაან ბევრი აქვს რაც დაუმსახურებლადაა ეს ჩემი აზრია.
გააფსი რა.ამანაც შეიყო.
კვარაცხელია საოცრებებს სჩადის, მართალია ჯერ სლაბებთან თუმცა მაინც შესამჩნევია მისი აქტიურობა. საოცარი ბიჭი გვყავს მესხის და ქინქლაძის შემდეგ ასეთი ტალანტი რავი მე არ მახსენდება. 🙈🤌
ძაან კაი