workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
BILD-მა ლევანდოვსკის ვარჯიშის დეტალები აღწერა

BILD-მა ლევანდოვსკის ვარჯიშის დეტალები აღწერა

გერმანული გამოცემა BILD რობერტ ლევანდოვსკის დღევანდელი ვარჯიშის პერიპეტიებს აღწერს.

პოლონელის ქმედებებში ნათლად ჩანდა, რომ მას წასვლა სურს. ლევანდოვსკიმ შეკრებაზე დააგვიანა და მოედანზეც ყველაზე გვიან გავიდა. მან ვარჯიში ყველაზე ბოლოს დაიწყო და 100%-ით არ დახარჯულა.

რობერტი თანაგუნდელებთან თითქმის არ საუბრობდა. მას ხშირად მხოლოდ ლეონ გორეტცკა ესაუბრებოდა და ჯამალ მუსიალა ეხუმრებოდა. პოლონელს გუნდის თავკაც იულიან ნაგელსმანთან არ უსაუბრია და როცა იგი თავის შეგირდებს დარიგებებს აძლევდა, რობერტი უინტერესოდ, გვერდზე იყურებოდა.

ვარჯიშზე გამართული მინიმატჩის დროს ლევანდოვსკი ბურთზე აქტურად არ მიდიოდა და არც გოლი გაუტანია. სესიაზე მისმა გუნდმა წააგო, რის შემდგომაც აზიდვები რობერტის გარდა ყველა წაგებულმა მოთამაშეემ გააკეთა.

ვარჯიში ადგილობრივი დროით 12:16 საათზე დასრულდა. 22 წუთის შემდეგ, ლევანდოვსკიმ კლუბის ბაზა დატოვა.

Relevo-ს ინფორმაციით, “ბაიერნს” ჯერ არ გადაუწყვეტია, პოლონელი პრესეზონზე მონაწილეობას მიიღებს თუ არა. გერმანელები “ბარსელონას” მოუწოდებენ, რომ საკითხი მალე მოაგვაროს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • shu1987
    schedule 14 ივლ 2022, 11:28

    ბავარიამ ფასი გაზარდა რა დედა აფეთქებული ნემცები არიან რაა ფაშისტები, 50-ზე იყვნენ თანახმა და როგორც ნახეს ბარსა იხდიდა 60-მოითხოვეს

  • ROUCH
    schedule 13 ივლ 2022, 20:17

    თავიდან ვარჯიშზე გამოცხადებასაც არ აპირებდა ეს სამში გრძელი თუ გახსოვთ. ნელნელა ბოლომდეც დაიხარჯება და პირშიც აიღებს. ამას თავისი თავი 22 წლისა ხო არ გონია თუ გაჯიუტდნენ და არ გაუშვეს მემრის კიდე უფრო ასაკიანი ვის ენდომება ვნახავთ თან სკამიც თუ მოხეხა

  • Fc Barca Batumi
    schedule 13 ივლ 2022, 17:42

    დააკვირდით ჯიგაროს საქციელს? ჯერ არ გადმოსულა და ბარსასთვის ყველაფერს აკეთებს, და რომ გადმოვა მერე ნახე 100 კი არა 1000% დადებს!
    ლაპოოო, მიდიიიიი, დროზე მოაყომარე და გადაწყვიტე შენებურად! და ჩვენებურად შობე რააა დროზე ლევანა ბარსაშიიიი!

  • La Pulga10
    schedule 13 ივლ 2022, 17:34

    ამ კვირის ბოლომდე მოყომარდება ასე მგონია.კუნდეღა რჩება და ეგაა.

  • EL MAESTRO 6
    schedule 13 ივლ 2022, 17:26

    ჩვენ მოგვიწოდებენ მალეო არადა თვითონ წელავენ ამ ამბავს თორემ ეს ახლა ბარსას მაისურით უმდა იყოს უკვე

  • nika 54
    schedule 13 ივლ 2022, 16:54

    გერმანელები "ბარსელონას" მოუწოდებენ, რომ საკითხი მალე მოაგვაროს.
    ბარსელონამ რა უნდა მოაგვაროს, თქვენ თუ ნება არ მიეცით წასვლის. ესენი აქეთ გვაბრალებენ თავიანთ უთაობას. 5 მილიონზე ვაჭრობენ ერთი თვეა და თან ტრაბახობენ რო კაპიკი ვალი არავისი აქვთ.