“ბარსელონას” ბრაზილიელმა მცველმა, დანიელ ალვესმა განაცხადა, რომ ჯერ-ჯერობით იგი არაა დაინტერესებული “ანჟიში” გადასვლით. ალვეშმა ასევე ისაუბრა მის მეგობარ ნეიმარზე (“სანტოსი”) და აღნიშნა, რომ სურს ბრაზილიელი ტალანტი კატალონიური გრანდის რიგებში იხილოს.
“ვერ ვიტან, როცა ამბობენ, რომ ნეიმარს რთული ხასიათი აქვს. დიახ, ის ტკბილი არ არის, მაგრამ მასზე ისე საუბრობენ, თითქოს ის იქცეოდეს, როგორც გალაქტიკური ვარსკვლავი. ეს ასე არ არის. ნეიმარი ძალიან უბრალო ადამიანია, რომელიც მარტივად ჩაეწერებოდა ჩვენი გუნდის რიგებში. უმეტესობა სიახლეებისა, რომლებიც მის შესახებ ვცრცელდება, ტყუილია. ხშირად ჩვენ ვიცინით, რადგან ის მეუბნება, რომ არ გაუკეთებია ესა თუ ის კომენტარი, რომელიც ჟურნალისტებმა მას მიაწერეს. იგი მშვიდადაა და მთლიანად კონცენტრირებულია “სანტოსში” თამაშზე. მას ძალიან უნდა მსოფლიოს საკლუბო ჩეპიონატზე “სანტოსის” შემადგენლობაში თამაში.”
“მე “ბარსელონას” ფეხბურთელობა მსურს. იყო უამრავი ჭორი “ანჟიში” ჩემს შესაძლო გადასვლაზე, მაგრამ მე “ბარსელონაში” თამაში მსურს. მომავალში, როცა ჩემი კარიერის ეს ეტაპი წარსულს ჩაბარდება, შესაძლოა, რომ აღნიშნულზე დავფიქრდე.” – ციტირებს ალვეშის სიტყვებს Marca.



