workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალურად: ბარსელონამ სალმა პარალიუელო შეიძინა

ოფიციალურად: ბარსელონამ სალმა პარალიუელო შეიძინა

ახლახან “ბარსელონამ” 18 წლის სალმა პარალიუელოს ტრანსფერი დაადასტურა.

ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელიც ამავდროულად სპრინტერიც იყო, “ბარსასთან” კონტრაქტს 2026 წლამდე გააფორმებს და გოგონების გუნდს შეუერთდება.

პარალიუელო “სარაგოსას” აღზრდილია, 2019 წლიდან კი “ვილიარეალის” წევრი იყო. ახალგაზრდა გარემარბი ესპანეთის 19-წლამდელთა ნაკრებშიც თამაშობს.

სალმა “ბარსელონას” ქალთა გუნდის მე-4 შენაძენია. მის გარდა, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბმა ნურია რაბანო, ლუსი ბრონზი და ჟეიზე ფერეირა დაიმატა.

მძლეოსნობაზე უარის თქმა რთული იყო, მაგრამ გადაწყვეტილება უნდა მიმეღო. ამაზე უკეთესი ადგილი არ არსებობს – “ბარსელონა” მსოფლიოში საუკეთესო კლუბია. 

აქ ყოფნა პრივილეგიაა. მუშაობის დაწყებას მოუთმენლად ველი. შევეცდები, საუკეთესოებისგან ვისწავლო.

– განუცხადა პარალიუელომ Barça TV-ს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • nika 54
    schedule 12 ივლ 2022, 12:23
    #1

    დროული იყო ამის მოყვანა.