“ბარსელონასა” და “რეალის” მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარა, ჯერჯერობით, ერთმანეთს ჰგავს. კატალონიური კლუბისგან კიდევ ბევრ აქტიურობას ველით, მაგრამ ჯერჯერობით ასეთი სიტუაცია გვაქვს – ორივე გუნდმა “ჩელსის” ცენტრალური მცველი უფასოდ დაიმატა, ასევე გაძლიერდა ფიზიკურად ძლიერი ნახევარმცველით.
გუშინ ფრანკს კესიესა და აურელიენ ჩუამენის შედარება შემოგთავაზეთ, დღეს კი, შეპირებისამებრ, ანდრეას კრისტენსენისა და ანტონიო რუდიგერის ჯერია.
იმისათვის, რომ შედარებები უსამართლო არ იყოს, სტატიაში გამოვიყენებთ მხოლოდ ერთი წყაროს, SofaScore-ს მონაცემებს.
ასაკი
სიტუაცია კესიე-ჩუამენის მსგავსია, ფეხბურთელებს შორის სხვაობა ამჯერადაც 3 წელია, მაგრამ ამ შემთხვევაში უფრო ახალგაზრდა მოთამაშე “ბარსელონას” შეხვდა. ნახევარმცველების მსგავსად ასაკში სხვაობას უმცროსს აქტივში ვერ ჩავუწერთ. კრისტენსენი 26 წლისაა, რუდიგერი 29 წლის. ლოგიკურია, რომ დანიელმა უფრო დიდხანს ითამაშოს, ვიდრე გერმანელმა, მაგრამ რუდიგერი “რეალს” უახლოესი რამდენიმე წელი ნამდვილად გამოადგება, დაგროვილი გამოცდილება კი გერმანელის სასარგებლოდ მეტყველებს.
კესიესა და ჩუამენის შემთხვევის მსგავსად ასაკის გამო უპირატესობას რომელიმეს ვერ მივანიჭებთ. კრისტენსენს უფრო მეტი დრო აქვს დარჩენილი, რუდიგერი კი უფრო გამოცდილია და კარიერის დასკვნით ეტაპზე არც ის იმყოფება.
ფასი
ფეხბურთელების ღირებულებაში სხვაობა მცირეა. SofaScore კრისტენსენს 34 მილიონ ევროდ აფასებს, რუდიგერს კი 36 მილიონად. უპირატესობას Transfermarkt-იც გერმანელს ანიჭებს – 35-40.
“ჩელსი” ორივე ფეხბურთელმა უფასოდ დატოვა. არც “ბარსელონას” და არც “რეალს” ცენტრალურ მცველებში ფული არ გადაუხდიათ.
“ბარსელონაში” კრისტენსენის წლიური ანაზღაურება 5-6 მილიონი ევრო იქნება, რუდიგერი კი “რეალში” წლიურად 9-11 მილიონს გამოიმუშავებს, რასაც კონტრაქტის ხელმოწერის საკომისიო 8 მილიონი ევრო დაემატება.
ფინანსურ ნაწილში კრისტენსენის ტრანსფერი უფრო მომგებიანი ჩანს.
თვისებები
SofaScore-ს ვერსიით გამორჩეული სუსტი წერტილი არცერთ ფეხბურთელს აქვს. რაც შეეხება ძლიერ მხარეს – კრისტენსენის დადებითი თვისება მიწაზე ორთაბრძოლებია, რუდიგერისა კი საჰაერო ორთაბრძოლები. ამ ორ ფეხბურთელს შორის სიმაღლეში სხვაობა 3 სანტიმეტრია, კრისტენსენი 188 სმ არის, ხოლო რუდიგერი 191.
მონაცემები
SofaScore-ის შეფასებით ცენტრალური მცველისთვის მთავარი ორი მაჩვენებლიდან ერთში კრისტენსენი სჯობს (დაცვაში თამაში, 82-80), ხოლო ერთში რუდიგერი (ტაქტიკური განსწავლულობა, 77-71). პორტალის ვერსიით რუდიგერს კრეატიულობა (51-44) და შეტევაში თამაში (44-38) უკეთესი აქვს, ხოლო კრისტენსენი უფრო ტექნიკურია (53-51).
შეფასებები
გასული ერთი წლის განმავლობაში SofaScore კრისტენსენის თამაშს 7.1 ქულით აფასებს, რუდიგერისას კი 7.15 ქულით. სხვაობა ობიექტურად უნდა მივიჩნიოთ, რადგან ეს ორი ფეხბურთელი არათუ ერთსა და იმავე ჩემპიონატებში, არამედ ერთ გუნდში თამაშობდა. თუმცა შეფასებაში სხვაობა ძალიან მცირეა იმისათვის, რომ რუდიგერს ამ მონაცემში მნიშვნელოვანი უპირატესობა მივანიჭოთ.
სტატისტიკა
შეტევა
რუდიგერმა პრემიერ ლიგის გასულ გათამაშებაში 3 გოლი გაიტანა, კრისტენსენს კი თავი არ გამოუჩენია. კარიერის განმავლობაში რუდიგერს 21 გოლი აქვს გატანილი, კრისტენსენს კი 11. ამ მაჩვენებელში კითხვის ნიშნები არ არსებობს – “რეალის” ახალწვეული უკეთესია.
პასები
კრისტენსენის პასის სიზუსტე 90% არის, რუდიგერისა კი – 88%. დანიელი გერმანელს ჯობნის მეტოქის ნახევარზე გაკეთებული ზუსტი პასებით (87% – 83%). სხვა ტიპის პასებში ამ ორ ფეხბურთელს შორის თანაფარდობაა.
რუდიგერი თამაშში საშუალოდ 0.4 Key პასს (პასი, რომელსაც დარტყმა მოჰყვა) აკეთებს, კრისტენსენი კი 0.3 Key პასს.
დაცვა
როგორებიც არ უნდა იყვნენ ეს ფეხბურთელები შეტევაში, მთავარი მაინც დაცვაა.
პრემიერ ლიგის გასულ გათამაშებაში რუდიგერის მიერ ჩატარებულ 34 თამაშში “ჩელსიმ” კარი მშრალად 14-ჯერ შეინახა, რაც 41% უდრის. კრისტენსენმა მონაწილეობა 19 შეხვედრაში მიიღო, მისმა გუნდმა კი კარი მშრალად 9-ჯერ შეინახა, რაც 47% უდრის. მცირე უპირატესობა “ბარსას” ფეხბურთელს აქვს.
კრისტენსენი თამაშში მეტოქეს ბურთს საშუალოდ 1.5-ჯერ ართმევს, რუდიგერი – 0.8-ჯერ. კრისტენსენის ანგარიშზე საშუალოდ 0.7 წარმატებული ვარდნაა, რურიგერის – 1.4. ისევე, როგორც კესიე-ჩუამენის შემთხვევაში, “ბარსას” ახალწვეულის ერთი-ერთზე მოტყუება ამჯერადაც უფრო ძნელია. კრისტენსენს თამაშში საშუალოდ 0.2-ჯერ ატყუებენ, რუდიგერს კი 0.4-ჯერ.
პრემიერ ლიგის გათამაშებაში ორივე ფეხბურთელმა თითო ისეთი შეცდომა დაუშვა, რომელსაც გოლი მოჰყვა.
დაცვაში თამაშის შეფასების დროს უპირატესობა თუ რომელიმეს უნდა მივანიჭოთ, კრისტენსენს, მაგრამ მცირედი.
ორთაბრძოლები
SofaScore ორივეს ძლიერ მხარედ ორთაბრძოლებს მიიჩნევს, მაგრამ კრისტენსენს მიწაზე ორთაბრძოლებს უფასებს, ხოლო რუდიგერს საჰაეროს.
მიწაზე ორთაბრძოლებში კრისტენსენი 63% შემთხვევებში გამარჯვებული გამოდის, რუდიგერი კი მხოლოდ 52% შემთხვევებში. საჰაერო ორთაბრძოლებში კრისტენსენი 56% იგებს, რუდიგერი კი 74%. საერთო ჯამში დანიელს ორთაბრძოლებში გამარჯვება 58% შემთხვევებში რჩება, გერმანელს კი 60% შემთხვევებში.
ორთაბრძოლებში მცირე უპირატესობა “რეალის” ახალწვეულს აქვს.
დისციპლინა
დისციპლინა ამ შემთხვევაშიც “ბარსას” ფეხბურთელის სასარგებლოდ მეტყველებს. პრემიერ ლიგის გასულ გათამაშებაში რუდიგერი 9-ჯერ გააფრთხილეს, კრისტენსენი კი 2-ჯერ. მართალია, გერმანელმა უფრო მეტი ითამაშა, მაგრამ სხვაობა მაინც დიდია. საკლუბო კარიერის განმავლობაში რუდიგერს სულ 48 ყვითელი და 5 წითელი ბარათი აქვს მიღებული, კრისტენსენს კი 12 ყვითელი და 1 წითელი.
შეჯამება
ასაკსა და ფინანსურ ნაწილში მნიშვნელოვანი განსხვავება არაა, ისევე, როგორც გასული სეზონის შეფასებებში, პასებში, დაცვაში თამაშსა და ორთაბრძოლებში. რუდიგერი შეტევაში უკეთესია, კრისტენსენი კი ყოფილ თანაგუნდელს დისციპლინაში სჯობს.
სტატისტიკის ანალიზით რომელიმე ფეხბურთელისთვის უპირატესობის მინიჭება რთულია, თუმცა მაინც მოსალოდნელია, რომ რუდიგერს “რეალში” უფრო დიდი როლი ექნება, ვიდრე კრისტენსენს “ბარსაში”. მიზეზი ისაა, რომ მადრიდულმა გუნდმა გერმანელი ძირითადი შემადგენლობისთვის დაიმატა, ჩავი კი დანიელ ცენტრალურ მცველს ასეთად ვერ ხედავს, მას არაუხო-კუნდეს წყვილის პერსპექტივა უფრო ხიბლავს.
*ლენგლეს ნაღდად აჯობებს კრისი და რუდიგერზე იმედი ვიქონიოთ რო აჯობებს 🤓
მაინც ჩვენიანი მირჩევნია ანუ კრისტესტენი
თანაგუნდელები მოსისხლე მტრები გახდნენ.
სკოლაში ვწერდით ხოლმე გმირების შედარებით დახასიათებას, ეს რაღაც მსგავსია ხომ.
ერთ რამეში დარწმუნებული ვარ ის ავანსები რაც გაიცა რუდიგერზე ვერ გაამართლებს ტვინი არ ეყოფა , კრისტენსენის შემთხვევაში სკამის კაცად მოიყვანეს და ძირითადისთვის იბრძოლებს თავისუფლად ამით პიკეს მოუჭერს და კიდე უფრო კარგია.
რუდიგერმა რეალთან რეები აკეთა გამაგიჟაა, ძალიან მაგარ ფორმაშია და ბევრად მირჩევნია კრისტენსენს
უნდა ვაღიაროთ, რომ რუდიგერი უკეთესი ტრანსფერია <3
რუდიგერზე ცოტა ძაან გადამეტებული წარმოდგენა გაქვთ არადა დიდი ვერაფერი პოზიციურად ბევრ შეცდომებს უშვებს . კრისტენსენიც ვერ წყვიტავს ვარსკვლავებს მაგრამ ცუდი არაა.
რუდიგერი იფრო ეფექტურია მარა მაგარი ნაგლი ფეხბურთელია როგორიც შეეფერება რეალს იმენა მეორე პეპეა და კრისტენსენს რავიცი აბა ვნახოთ რა გამოუვა ბარსაში..
ჩემი აზრით, კრისტენსენი ლენგელს ტიპის "ნაზი" მცველია, ვისურვებდი ბარსაის კაციჭამია მცველს კულიბალის, ვან დაიკის მსგავს. რუდიგერიც ეგეთია უდრო. გამბედავია, არაუხოა მაგალითი მაგის. ტიპია მოედანზე.
რუდიგერი ბევრად მაღალი დონეა შედარება არაა. კრისტენსენმა მთავარია ლენგლეზე და გარსიაზე უკეთ ითამაშოს, ჯერ მეტი არ მოეთხოვება.
სიმართლე რომ გითხრათ არცერთი არაა გადამრიე მცველი რუდიგერი 5 მცველიან ტაკტიკაშია კაი აბა სარის დროს 4 იანში იმენა ნეხვი იყო
სევილია მარკაოზე შეუთანხმდა გალათასარაის 15 მილიონადო, შემცვლელს ეძებენ კუნდესთვის
პერსპექტივა ერთია მაგრამ რეალობა მეორე, თუ კუნდე ვერ მოიყვანეს პიკე-არაუხო-კრისტენსენს ვიხილავთ ალბათ დაცვაში. მითუმეტეს თუ დესტმა ვერ მოუმატა. პასებში კარგი შედეგი აქვს კრისტენსენს, ბარსაში კიდე მოამატებინებენ სიზუსტეში და ბურთის დაჭერა იოლი საქმე იქნება, პლიუს გარსიაც კარგია ბურთის კონტროლში. ართმევებს და ორთავრძოლებს ჩემი აზრით ისეთივე დონეზე გააკეთებს როგორც ჩელსიში, არაა არაუხოს მსგავსი მხეცი ბურთზე თვალდახუჭულმაც რომ ითამაშოს და მაინც დაჩაგროს მეტოქე, ზოგადად კი ბარსას მცველებს უფრო ერთმანეთთან შეთამაშება და დაზღვევა უჭირთ, ეს კარგ დროს შემოუერთდა გუნდს, ტატიკური განსწავლულობა და პოზიციონირება თუ მართლა ისე კარგი აქვს როგორც აფასებენ კი შეუთამაშდება ჩვენს მცველებსაც. წარმატებები✊❤️
მეიმედება დანიელის😍
კრისტენსენი ძაან კარგი ფეხბურთელია, მე რასაც ვუყურებ რუდიგერის თამაში უფრო მომწონს მაგრამ ძაან აშვეტილი ტიპიცაა, წინ აფის და ხშირად უაზროდ კარგავს ბურთს, კრისტენსენი უფრო მეტად სტაბილურია მაგ მხრივ, მოკლედ ვნახოთ რა როგორ იქნება,მშვენიერი შედარებაა
სკამისთვის ყველანაირად იდეალური ვარიანტია და იმედია გაამართლებს მოლოდინს <3
სტატისტიკით არაუშავს,მაგრამ მეც კუნდე-არაუხოს დუეტი მირჩევნია.