ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 1 ივლისი

ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 1 ივლისი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 1 ივლისს მოხდა.

თამაშები

1 ივლისს "ბარსელონას" ოფიციალური თამაში არ ჩაუტარებია.

1916 წელი

ისტორიაში პირველად "ბარსელონას" ოფიციალური დოკუმენტი კატალონიურ ენაზე შესრულდა. საუბარი კლუბის წესდებაზეა.

1924 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი მეკარე ანტონი რამალიეტსი. 1948-1961 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 386 თამაში ჩაატარა. რამალიეტსმა კატალონიურ გუნდთან ერთად 6 ესპანეთის ჩემპიონატი, 5 ესპანეთის თასი, 3 ევა დუარტეს თასი (ესპანეთის სუპერ თასი) და 2 ბაზრობათა თასი (ამჟამინდელი ევროპა ლიგა) მოიგო.

1928 წელი

"ლეს კორტსზე" რამონ ტორალბას გამოსამშვიდობებელი მატჩი გაიმართა, რომელშიც "ბარსელონამ" მონტევიდეოს "ნასიონალი" 3-0 დაამარცხა.

1976 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი თავდამსხმელი პატრიკ კლუივერტი. 1998-2004 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 263 თამაში ჩაატარა და 123 გოლი გაიტანა. კლუივერტმა კატალონიურ გუნდში 1 ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო.

1992 წელი

10 წლის ვიქტორ ვალდესი "ბარსელონას" შეუერთდა.

1996 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ხელბურთელი ლუდოვიკ ფაბრეგასი.

2000 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ხელბურთელი დომენ მაკუცი.

2020 წელი

ესპანეთის ჩემპიონატის წაგების შემდეგ "ბარსელონამ" საკალათბურთო გუნდის მწვრთნელი სვეტისლავ პეშიჩი გაათავისუფლა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.