workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ანდრეას კრისტენსენის პრესკონფერენცია: ახლა უკვე შემიძლია, დავამტკიცო, რომ ოცნებები ხდება

ანდრეას კრისტენსენის პრესკონფერენცია: ახლა უკვე შემიძლია, დავამტკიცო, რომ ოცნებები ხდება

“ბარსელონას” ახალწვეულმა, ანდრეას კრისტენსენმა ცოტა ხნის წინ სიუტატ ესპორტივაზე სამედიცინო შემოწმება გაიარა და კლუბთან კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა.

ახლა კი, დანიელი მცველი პრეზიდენტ ჟოან ლაპორტასა და ჟორდი კრუიფთან ერთად პრესკონფერენციას მართავს. 

ჟოან ლაპორტა 

მოგესალმებით, ანდრეას. ჩვენთვის განსაკუთრებული დღეა. მადლობა შენი ძალისხმევისთვის, რომელიც აქ მოსასვლელად გაიღე.

ერთ ისტორიას მოვყვები, რომელიც ძალიან მომწონს: როცა ანდრეასი 8 წლის იყო, ქაღალდზე დაწერა, რომ მისი ოცნება “ბარსაში” თამაში იყო. სწორედ ასეთი ფეხბურთელები გვსურს. 

კრისტენსენს ჩვენთან გადმოსვლა ძალიან სურდა, რაც დაგვეხმარა და მადლობა ამისათვის. წარმატებებს გისურვებ. 

მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო: მატეუს, ჟორდისა და ანდრეასის აგენტს… ეს ტრანსფერი მათმა ძლიერმა სურვილმა განაპირობა. ამით კმაყოფილნი ვართ.

სანამ მეორე ბერკეტს არ გავააქტიურებთ, მეტ ტრანსფერს ვეღარ განვახორციელებთ. შეიძლება, გამონაკლისები იყოს. როგორც კი ბეკრეტი გააქტიურდება, ყველა ოპერაციას დავასრულებთ – ზოგ მათგანს მხოლოდ გაოფიციალურება სჭირდება. 

პიკე შესანიშნავი სეზონის ჩატარებას აპირებს. ის ძალიან მოტივირებულია. მწვრთნელი გადაწყვეტს, ჟერარმა რა უნდა ქნას.

ლევანდოვსკის თაობაზე “ბაიერნს” კიდევ ერთი შეთავაზებით მივმართეთ. წესით, ახლა ისინი ამ წინადადებას უნდა განიხილავდნენ. რობერტის ძალისხმევას ვაფასებთ.

“ბაიერნი” ამბობს, რომ მალე აღარ ვიარსებებთ? ამ განცხადების არ მჯერა. არ მგონია, რომ გერმანელებს ეს მართლა ეთქვათ. 120-წლიანი ისტორია გვაქვს. მიუნხენელებს პატივს ვცემთ.

ვმუშაობთ, რომ გუნდი უფრო კონკურენტუნარიანი გავხადოთ. ვიცით, რომ სხვა კლუბებს ეს არ სურთ, მაგრამ ყველაფერი მალე გამოსწორდება და პასუხს ყველას გავცემთ.

უპირატესობას ის გვაძლევს, რომ “ბარსელონაში” თამაში ყველას სურს – ალბათ, გარდა ჩვენი პირდაპირი მეტოქეების მოთამაშეებისა. ჩვენი ისტორიით ვარსკვლავებისთვის მიმზიდველი კლუბი ვართ.

ჩავი ახალი სეზონის დაწყებით აღფრთოვანებულია. ერთმანეთს ჩავეხუტეთ და გეგმების განხორციელებას ველით.

ანდრეას კრისტენსენი

როგორც პრეზიდენტმა თქვა, ამ დღეზე ბავშვობიდან ვოცნებობდი. ძალიან ამაყი ვარ. ჟოანს, მატეუსა და ჟორდის ამ შესაძლებლობისთვის მადლობას ვუხდი.

გუნდთან ერთად მუშაობას დაწყებას მოუთმენლად ველი. მსურს, სტადიონზე ფანებს რაც შეიძლება მალე შევხვდე. ჩვენ ერთი მიზანი გვამოძრავებს.

8 წლის ასაკში მართლაც დავწერე, რომ მსურდა, პროფესიონალი ფეხბურთელი გავმხდარიყავი და “ბარსელონასთვის” მეთამაშა. ამ დღით ძალიან ვამაყობ.

ჩავის ჩემთვის განსაკუთრებული არაფერი უკითხავს. ვიფიქრობ, გუნდის სტილს კარგად მოვერგები – აქ სწორედ ამიტომ ვარ. თუმცა, პროგრესი ჯერ კიდევ მმართებს.

რატომ მაქვს კლუბის მიმართ ასეთი გრძნობები? ექსტროვერტი არ ვარ – მშვიდად ყოფნა და თავშეკავება მირჩევნია. აქ ამან მომიყვანა. “ბლაუგრანას” ფილოსოფია მომწონს. 

ასპილიკუეტა და ალონსო? მათ მხოლოდ ის ვუთხარი, რომ “ბარსაში” მივდიოდი. ორივე ჩემი მეგობარია.

პიკე ლეგენდაა. როგორც ყველა ფებურთელს, თამაში მინდა. გუნდში კონკურენციაა, რაც კარგია, რადგან ეს მეტი მუშაობისკენ მიბიძგებს. კლუბის ყველა მცველი შესანიშნავია.

ახალ თანაგუნდელებთან შეხვედრა ძალიან მსურს.

“ჩელსიში” ბოლო რამდენიმე კვირა ჩემთვის ურთულესი იყო, მაგრამ ვამაყობ, რომ მათი ისტორიის ნაწილი ვარ.

პროგრესს გავაგრძელებ. აქ ყველას ერთი მიზანი გვაქვს – მოგება. ვიფიქრობ, გუნდს ამის პოტენციალი აქვს.

რონალდინიოსა და დეკუს ყურებაში გავიზარდე. 

ბრეითუეიტს ვესაუბრე, ისევე, როგორც სხვა მოთამაშეებს, რომლებიც კლუბსა და ესპანურ კულტურას იცნობენ, მაგალითად, ასპილიკუეტასა და ალონსოს. ისინი აქაურ ცხოვრებაზე მელაპარაკებოდნენ.

არც ყველაზე დიდი ვარ და არც ყველაზე ძლიერი, ამიტომაც, “ბარსაში” სათამაშოდ ტვინი უნდა გამოვიყენო. მითხრეს, რომ ეს დამეხმარება.

ახლა უკვე შემიძლია, დავამტკიცო, რომ ოცნებები ხდება.

ჟორდი კრუიფი 

ლანგლეს წასვლას მალე დავადასტურებთ.

ასპილიკუეტა და ალონსო? “ჩელსიში” მმართველობის შეცვლამ ყველაფერი შეანელა. ყველამ იცის, რომ გარკვეული პოზიციების გაძლიერება გვსურს. ზოგი ფეხბურთელი უფრო ხელმისაწვდომია, ზოგი – ნაკლებად. 

ჩვენ “ბარსას” DNA-სა და კრუიფიზმზე ვსაუბრობთ, მაგრამ ბალანსიც აუცილებელია. განსაკუთრებულ პროფილებს ამიტომაც ვეძებთ.

პრემიერ ლიგის ბაზარზე ვმუშაობთ, რადგან იქაური ფეხბურთელები ადაპტაციას სწრაფად გადიან.

გვჯერა, რომ კრისტენსენს პირველივე წუთებიდან თამაში შეუძლია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (9)

  • nikusha
    schedule 09 ივლ 2022, 20:23

    წარმატებები კრისტესტენს!

  • MARI=BARCA-fan
    schedule 08 ივლ 2022, 00:44

    ციტატა: shu1987

    ციტატა: MARI=BARCA-fan

    ციტატა: shu1987
    კულეებო ამ წამს წავიკითხე სტატია რამდენად რეალურია არ ვიცი თუმცა ჩავის და მესის სატელეფონო საუბარზე ეწერა ბარსაში შესაძლო დაბრუნება განიხილესო აბა რა ხდება ხოარ იცით ?


    კი, ვნახე მეც, იყო საუბარი, ლეომ ჰკითხა რამდენად შესაძლებელია დაბრუნებაო, და ჩავიმ უპასუხა: ეს საკითხი მხოლოდ ლაპორტასთან უნდა განიხილოო!
    მეტი არაფერი არ ეწერა, სულ ეს იყო!


    მადლობა


    არაფერს heart_eyes

  • shu1987
    schedule 07 ივლ 2022, 19:06

    ციტატა: MARI=BARCA-fan

    ციტატა: shu1987
    კულეებო ამ წამს წავიკითხე სტატია რამდენად რეალურია არ ვიცი თუმცა ჩავის და მესის სატელეფონო საუბარზე ეწერა ბარსაში შესაძლო დაბრუნება განიხილესო აბა რა ხდება ხოარ იცით ?


    კი, ვნახე მეც, იყო საუბარი, ლეომ ჰკითხა რამდენად შესაძლებელია დაბრუნებაო, და ჩავიმ უპასუხა: ეს საკითხი მხოლოდ ლაპორტასთან უნდა განიხილოო!
    მეტი არაფერი არ ეწერა, სულ ეს იყო!


    მადლობა

  • MARI=BARCA-fan
    schedule 07 ივლ 2022, 17:51

    ციტატა: shu1987
    კულეებო ამ წამს წავიკითხე სტატია რამდენად რეალურია არ ვიცი თუმცა ჩავის და მესის სატელეფონო საუბარზე ეწერა ბარსაში შესაძლო დაბრუნება განიხილესო აბა რა ხდება ხოარ იცით ?


    კი, ვნახე მეც, იყო საუბარი, ლეომ ჰკითხა რამდენად შესაძლებელია დაბრუნებაო, და ჩავიმ უპასუხა: ეს საკითხი მხოლოდ ლაპორტასთან უნდა განიხილოო!
    მეტი არაფერი არ ეწერა, სულ ეს იყო!

  • nika 54
    schedule 07 ივლ 2022, 17:40

    ასე თუ ისე გუნდი იკვრება ნელ-ნელა.

  • M10 S9 D11
    schedule 07 ივლ 2022, 16:21

    წარმატებები კრისტენსენს უნდა გაამართლო

  • shu1987
    schedule 07 ივლ 2022, 15:41

    კულეებო ამ წამს წავიკითხე სტატია რამდენად რეალურია არ ვიცი თუმცა ჩავის და მესის სატელეფონო საუბარზე ეწერა ბარსაში შესაძლო დაბრუნება განიხილესო აბა რა ხდება ხოარ იცით ?

  • EL MAESTRO 6
    schedule 07 ივლ 2022, 15:07

    საკმაოდ კარგი მცველია, თან უფასოდ მოდის, დაბალი ხელფასიცააქ და 25 წლისაა, ესეც და კესიც კარგი ტრანსფერები გამოვიდა, კუნდე,ლევანა და რაფინია თუ მივაყოლეთ მაშინ დაგვიდგეს ნებისმიერი

  • shu1987
    schedule 07 ივლ 2022, 14:49

    ამის მოსვლა ყველა პონტში დადებითად უნდა შეფასდეს მითუმეტეს უფასო ტრანსფერია და ასაკის ნორმალური აქვს, თამაშით კიდე ვნახავთ იმედია ყველა მოლოდინი გამართლდება.