ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა გუშინ ლიხტენშტეინი გაანადგურა (6:0) და 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. წარმატება მეტწილად “ბარსელონას” ფეხბურთელების დამსახურებაა. ესპანეთის ნაკრები პირველი გუნდი გახდა ისტორიაში, ვინც ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებში ზედიზედ 20 გამარჯვება იზეიმა.
თავის მხრივ, დავიდ ვილია, ნაკრების მაისურით გატანილი 49 გოლის წყალობით, სანაკრებო დონის ბომბარდირების საუკეთესო 15-ეულში შევიდა. ჩავი ერნანდესი კი, ნაკრების რიგებში მიღწეული 79 გამარჯვებით, ყველაზე წარმატებულ ფეხბურთელთა (სანაკრებო დონეზე) 13-ეულში მოხვდა.



