workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
უსმან დემბელე და ფრენკი დე იონგი ბარსელონადან წასვლასთან ახლოს არიან

უსმან დემბელე და ფრენკი დე იონგი ბარსელონადან წასვლასთან ახლოს არიან

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, უსმან დემბელე და ფრენკი დე იონგი “ბარსელონადან” წასვლასთან ახლოს არიან.

დემბელე | ფრანგის აგენტსა და “ბარსას” შორის დღეს გამართულ შეხვედრაზე საბოლოო შეთავაზება არ გაკეთებულა – ფეხბურთელის მომავალი ამ კვირაში გაიკრვევა.

თუ კატალონიური კლუბი შეთავაზებას არ გააუმჯობესებს, დემბელეს გარემოცვა კონტრაქტის გახანგრძლივებას გამორცხავს. “ლურჯ-ბროწეულისფერები” კი არკვევენ, ფინანსური Fair Play-ს წესების დაცვით უსმანისთვის უკეთესი წინადადებით მიმართვას რამდენად შეძლებენ.

დე იონგი | დღეს “ბლაუგრანასა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის ახალი კონტაქტი შედგა. კატალონიელებმა 65-მილიონიანი შეთავაზება დაბლოკეს და 85-86 მილიონი სურთ.

მხარეები შეთანხმებას უახლოვდებიან და, დიდი ალბათობით, “ბარსელონა” ტრანსფერიდან 85 მილიონ ევროს მიიღებს. მოლაპარაკებები პოზიტიურად მიმდინარეობს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (11)

  • me da barca
    schedule 28 ივნ 2022, 20:16

    მანჩესტერი არაა ღატაკი გუნდი, მაგრამ ჩვენთან ყველა ტირის.

  • nika 54
    schedule 28 ივნ 2022, 17:44

    გააგდონ ეს უმაქნისი, 5 წელია თამაშობს და ამის 5 თამაშს ვერ მოვიგონებ. შეიძლება ფრენკს ყოველთვის ყველაფერი არ გამოსდის, მაგრამ ვილაპარაკოთ რო ფრენკი ზარმაცობს ან მამაძაღლობსო დემბელესავით, არ იქნება სწორი.

  • shu1987
    schedule 28 ივნ 2022, 14:25

    დემბელე გასაგდებია და არცაა საკამათო, აი დეიონგზე რომ ასე ცუდი დამოკიდებულებაა ვისი იმედი გაქვთ ?? ახლახანს წავიკითხე დეიონგს უშვებენ და სოლერი მოყავთ 20-მილიონად ვალენსიას შეუთანხმდნენ უკვეო, ფრენკის დონის ნახევარმცველი არაა ბაზარზე და მითუმეტეს იაფად , ბუსკეცის კარიერა ვიცი მაგრამ დღესდღეობით ტიპს აღარ შეუძლია და კესი კიდე რას იზამს არავინ იცის , ბერნარდუ სილვას კიდე ზღაპარია არავინ გამოუშვებს და ვერც იტიდიან . ვინც ფრენკის გაშვებას ემხრობით კი მოგიწევთ სოლერების და ბებრების ყურება.

  • ROUCH
    schedule 28 ივნ 2022, 12:20

    ფრენკი შენ იყო სამში გრძელი თუ წახვიდე მანჩესტერში. ლევანდოვსკის რაუნდა ევროპა ლიგაზე და ამას უნდა ხო? საყრდენზე დავაყენეთ და ვერ ივარგა არა. პედრი გავი გაეჩითა წინ რამდენი საყრდებობა მოუწია. მაგათ უკან კაზემირო ჩაიჯვავს დეიონგმა თუ ვერ ითამაშა დიდი ამბავი. ბუსკეცმაც ჩააგდო ის მატჩი როცა ეს სკამზე დარჩა სანამ არ გამოვიდა რო ათრიეს მთელი გუნდი

  • nikusha
    schedule 28 ივნ 2022, 11:10

    დე იონგში 85-86 მლნ აღება იდეალურია, 85 კაი ფასია, ნუ 80+ ბონუსებიც არ იქნებოდა ურიგო

  • El pistolero 9
    schedule 28 ივნ 2022, 03:33

    ბერნარდოს და რაფინიას იყიდიან ვითომ? 🤔

  • SHOTADEPAY9
    schedule 28 ივნ 2022, 02:27

    დე იონგს ევროპა ლიგაზე თამაში არ უნდა ჩემპიონთა ლიგაზე ურჩევნია თამაში

  • La Pulga10
    schedule 28 ივნ 2022, 00:49

    მალე რა კაცო გააგდონ ეს დებილი ბოლო-ბოლო სისხლი,რომ გაგვიშრო და ეს დე იონგიც,თუ მიდის წავიდეს+აქტივების გაყიდვა და ლევანა და კუნდე დადონ რა.

  • EL MAESTRO 6
    schedule 28 ივნ 2022, 00:48

    დებელეს წასვლას მივესალმები ნამდვილად, უკვე პრინციპის და თავმოყვარეობის ამბავია , ამას აქეთ რატო უნდა ვეხვეწოთ? 5 წელია რაც გუნდშია ტიპი, 150 თამაშში 32 გოლი და 34 ასისტი აქვს, უსაზიზღრესი შედეგია, ამ წელს ასისტები კი გააკეთა მაგრამ 80% ჩაწოდებებით იყო რაც პირველ რიგში არაბარსელონულია, კომბინაციურ ფეხბურთში 0 ია ტიპი, იმ ჩაწოდებებიდან ნახევარზე მეტს კიდე ტრიბუნებზე უშვებს, მოკლედ მაგაზე უინტელექტო ფეხბურთელი ბარსაში უბრალოდ არ მახსოვს,ფრენკის რაც შეეხება, თუ 2 საყრდენიან სქემაზე გადავა ჩავი მაშინ ცუდ დროს ვყიდით, ეგ და კესი ერთმანეთს იდეალურად შეავსებენ საყრდენ ზონაში, მაგრამ თუ ფიქრობთ რომ ფრენკი ბუსკეცს შეცვლის,ძაან ცდებით, მაშინ გასაყიდია და ბერნანდოს მოყვანასაც მივესალმები ასევე

  • ნიკა ჯაფარიძე_2
    schedule 28 ივნ 2022, 00:33

    ძალიან ცუდ რამეს აკეთებენ არამგონია კარგი ნაბიჯი იყოს ეს გუნდისთვი

    ძალიან ცუდ რამეს აკეთებენ არამგონია კარგი ნაბიჯი იყოს ეს გუნდისთვის~

    ძალიან ცუდ რამეს აკეთებენ არამგონია კარგი ნაბიჯი იყოს ეს გუნდისთვის~

  • C.PC5
    schedule 28 ივნ 2022, 00:29

    ზნაჩიტ უშვებენ დეიონგს😏 მომავალ სეზონშიც ბებერ ბუსკეცს 50 თამაშს ჩაატარებინებენ, მერე წავა და როგორც ალვეშის ადგილზე მიდის დღემდე მარჩიელობა ეგრე იქნება უკუნისამდე.