მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
2 ასისტი, გოლი ისევ არ ჩანს

2 ასისტი, გოლი ისევ არ ჩანს

დღეს გაიმართა ამხანაგური მატჩი არგენტინისა და ნიგერიის ეროვნულ ნაკრებებს შორის.

 

“ბარსელონას” ფეხბურთელებიდან გამოძახებული იყო ლეო მესი და ხავიერ მასკერანო. ორივე ფეხბურთელმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო.

 

მატჩის მეოცე წუთზე მესის ეუხეშნენ და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს ბალახზე წოლა რამდენიმე წუთით მოუწია. ტრავმა სახეზე არც ისეთი მძიმე აღმოჩნდა და ლეო მალევე დაუბრუნდა მოედანს.

 

4 წუთის შემდეგ მესიმ მადრიდის “რეალის” ფორვარდს გონსალო იგუაინს ბურთზე ფეხის ერთი შეხებით საგოლე გადაცემა გაუკეთა. პიპიტამაც არ დაახანა და მეკარისგან მარჯვენა კუთხეში ბურთი ბადეში გაახვია.

 

მეორე გოლი ორ წუთში 27–ე წუთზე გავიდა. მესიმ ცენტრში მოწინააღმდეგეს ბურთი აართვა და 4 მეტოქის გარემოცვაში მოედნის ნახევარი ირბინა. დარტყმის მაგივრად მესიმ ანხელ დი მარიასთვის საგოლე პასის გაკეთება განიზრახა. ანხელსაც ცარიელ კარში გატანა აღარ გაჭირვებია.

 

მეორე ტაიმის დასაწყისშივე ჩინედუ ობასიმ ძლიერი დარტყმით ანგარიშის სხვაობა შემცირა. 2–1.

 

ბოლო გოლი 64–ე წუთზე ელდერსონმა საკუთარ კარში გაიტანა. იგუაინის დარტყმული საჯარიმოდან მეკარემ მოიგერია, თუმცა ელდერსონს შემთხვევით ფეხზე ბურთი მოხვდა და ავტო გოლიც მიითვალა.

 

აქვე გოლები:

 

                                   [media=http://www.youtube.com/watch?v=R9Pet1uVrvI]

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში