workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბაიერნი ლევანდოვსკიში 60 მილიონს ითხოვს

ბაიერნი ლევანდოვსკიში 60 მილიონს ითხოვს

რობერტ ლევანდოვსკის საგა გრძელდება – “ბარსელონა” ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობს, მაგრამ “ბაიერნი” ფეხბურთელს მარტივად არ გაუშვებს.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, გერმანელებმა პოზიცია შეიცვალეს და მზად არიან, პოლონელი თავდამსხმელი გაყიდონ, მაგრამ ისინი 60 მილიონ ევროს ითხოვენ.

როგორც ცნობილია, “ლურჯ-ბროწეულისფერები” 33 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ “ბაიერნს” 40 მილიონს სთავაზობენ, თუმცა, შესაძლოა, მხარეები 50 მილიონ ევროზე შეთანხმდნენ.

Sky Sport-ის თანახმად, ლევანდოვსკის “ბარსელონაში” ტრანსფერი ახლა უფრო რეალურია, ვიდრე რამდენიმე კვირის წინ იყო, მაგრამ კლუბები სატრანსფერო ფასის თაობაზე კომპრომისზე უნდა წავიდნენ. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (25)

  • nika 54
    schedule 27 ივნ 2022, 16:25

    ციტატა: EL MAESTRO 6

    ციტატა: lesane C
    ჩგამოიყენონ ის რაღაც პუნქტი და დამთავრდება ბაზარი, 60 მილიონი ძაან ბევრია


    მაგ პუნქტის გამოყენება მაშინაა შესაძლებელი როცა ფეხბურთელს არ უშვებენ გუნდიდან, ახლა კი ბაიერნმა თავისი ფასი დაასახელა რომელიც არარეაალურია რათქმაუნდა მაგრამ მაინც ფორმალურად ნებას რთავს რომ წავიდეს, უკვე ფასს მნიშვნელობა აღარააქ, ამიტომაც ვერ გამოვიყენებთ, ძაან სულელური წესია


    ანუ 100 რო დაედო მაინც კანონიერი იქნებოდა? 30 წლის ზევით ფეხბურთელებს ამდენად არ აფასებს ფიფა მაქსიმუმ 30-40 და გაბედოს ამანაც რა.

  • Zura Gviniashvili
    schedule 27 ივნ 2022, 13:21

    რა ნაბო………. არიან.. მანე 30 მილიონში ჩაიგდეს და ეს 33 წლის ბებერი კიდე 60 მილიონიო.. ღირსები არიან უეფას წესები ამქმედდეს

  • Fc Barca Batumi
    schedule 27 ივნ 2022, 10:09

    ბაიერნის თავკაცი ვირზე შეჯდაააა, თან უკუღმა

  • mesi_10
    schedule 27 ივნ 2022, 01:16

    ვაა ეს რა ჯიუტი ხალხია ბიჯოს ესენი იმდენს იზავენ რომ ლევანა უეფას წესდებით გათვალისწინებულ პუნქტს ამოქმედება რომლის მიხედვითაც მას შეეძლება გაუწყვიტოს მოქმედი კონტრაქტი გუნდს და ამის შემდეგ მის სატრანსფერო ღირებულებას უეფა გადაწყვეტს რაც იასნა იმის ნახევარი იქნება რასაც ახლა ითხოვენ ხოდა მერე უმადურათ შერაცხავენ არადა სხვა გზასაც არ უტოვებენ ეს ფულისტი შვაინები ესენი…

  • me da barca
    schedule 27 ივნ 2022, 00:59

    ლევანას და ბაიერნის ურთიერთობა გაფუჭებულია. ის იქ დაბრუნებას არ აპირებს და თუ მაინც არ გაუშვეს და იარაღის ქვეშ ათამაშეს, მაშინ ესეთი ფეხბურთელისგან რა სიკეთე უნდა ნახონ?! მესმის რატომ ბერავენ ფასს, მაგრამ თუ დატოვეს 60 კი არა 5 მილიონის შედეგსაც ვერ დადებს, რადგან გაბრაზებული იქნება და გუნდს დაიკიდებს. ამიტომ ნემცებს თუ საღი ჭკუა შერჩათ, როცა ფეხბურთელს წასვლა უნდა, მაშინ აიღე ის 40 მილიონი და გაუშვი. თუ არადა მოგ****ა პატრონი.