ტიაგო ალკანტარა უკვე ოფიციალურად ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელია. ეს ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინა გაავრცელა Marca-მ. ამ საკითხზე ბევრი საუბრობდა. ყოველთვის კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, თუ საიდან იყო ტიაგო და სად იყო მისი ადგილი. დღეს ამას უკვე სამუდამოდ წერტილი დაესვა. იგი ესპანეთის ნაკრებში ითამაშებს. დელ ბოსკე მისით ძალიან დაინტერესდა და არსად გაშვებას არ აპირებს. მან ეს ამბავი ჟურნალისტების წინაშეც გაამჟღავნა. ტიაგოს დებიუტი ეროვნულ ნაკრებში იტალიასთან მატჩში შედგა. თამაშის შემდეგ ბოსკე ძალიან კმაყოფილი იყო მისით. ფეხბურთელმა მწვრთნელის ყველა დავალება შეასრულა მოედანზე.
ტიაგო ალკანტარა დაიბადა იტალიაში. ის თამაშობდა 16, 17, 18, 19 და 21 წლამდე ესპანეთის ნაკრებში. მისი სამშობლო მაინც ბრაზილიაა. როგორც უკვე მოგახსენეთ, დელ ბოსკე მის არსად გაშვებას არ აპირებს. მისი შემდეგი დებიუტი უკვე შედგება ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრაში. ესპანეთი თითქმის გასულია ჯგუფიდან. ეს ფეხბურთელისათვის ძალიან ბევრს ნიშნავს.
წარმატებები ვუსურვოთ ტიაგოს!



