workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ნეტუ ბარსელონადან წასვლაზე უარს ამბობს, კლუბი კონტრაქტის გაწყვეტაზე ფიქრობს

ნეტუ ბარსელონადან წასვლაზე უარს ამბობს, კლუბი კონტრაქტის გაწყვეტაზე ფიქრობს

“ბარსელონას” სპორტულ დეპარტამენტს ახალი პრობლემა გაუჩნდა. გუნდის სათადარიგო მეკარე ნეტუ “ბლაუგრანას” დატოვებას არ აპირებს.

32 წლის ბრაზილიელ მეკარეს არაერთი შეთავაზება ჰქონდა, მათ შორის იტალიიდან, სადაც მას უკვე უთამაშია და ასევე სამშობლოდან. ცნობილია, რომ რომის “ლაციო” მზად იყო, ნეტუ დაემატებინა, თუ “ბარსელონა” ფეხბურთელს უფასოდ გაუშვებდა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ კატალონიელები ამისთვის მზად იყვნენ, რადგან მათი მთავარი ამოცანა სახელფასო დანახარჯების შემცირებაა.

ახლა კი Sport იტყობინება, რომ ფეხბურთელმა “ბარსელონას” დატოვებაზე უარი განაცხადა. მას სურს, კონტრაქტით დარჩენილი ვადა, ერთი წელი კატალონიურ კლუბში გაატაროს და კუთვნილი ხელფასი მიიღოს. ამის მიზეზი სავარაუდოდ ისაა, რომ მას იგივე ანაზღაურებას სხვა კლუბები ვერ შესთავაზებენ.

ნეტუმ გადაწყვეტილება უკვე აცნობა როგორც “ბარსას”, ასევე საკუთარ აგენტებს. Sport-ის ცნობით ორივე მხარე გაკვირვებული დარჩა.

კატალონიური მედიის ინფორმაციით “ბარსელონა” ფეხბურთელთან კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტაზე ფიქრობს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • Barca1980
    schedule 21 ივნ 2022, 22:24
    #8

    რამდენი უნამუსო და არაფრისმაქნისი ფეხბურთელი ყავს გუნდს და ისეთ ხელფასებს იღებენ , სხვა კლუბში ვარსკვლავებს არა აქვთ და მესის ხელფასზე ლაპარაკობდა ხალხიი !!! მესი იყო სწორედ მაგათი ხელფასისა და მოგებული ტიტულების გარანტია და სამმაგიც ეკუთვნოდა ამ ნახირის თრევის გამოო . მერე კიდევ გვიკვირს ლიგას ვერ ვიგებდითო , ხალხი აქ ხელფასის გამო მოდიოდა , ლიგა სულ ერთ ადგილზე ეკიდა , იჯდა თბილად ნოუ-კამპზე და ცხოვრობდნენ მეფეებივით , ვარჯიში არ უწევდათ და თამაში , ისვენებდნენ და მდიდრდებოდენ . მოკითხა დიდი სიყვარულით ბართოს შთამომავლობას , ყველა ბარსელონას ჭეშმარიტი გულშემატკივარისაგან !!!

  • El pistolero 9
    schedule 21 ივნ 2022, 18:05
    #7

    ამასაც ჩვენ ხარჯზე მოუნდა ცხოვრების აწყობა რა. მეკარეა და ერთადერთი კოპაზე თამაშობდა ახლა აღარც მანდ არ ათამაშებენ. წავიდეს ლაციოში ძირითადშიც შეიძლება გაიჩითოს და თან ცუდი გუნდი არაა ლაციო

  • nika 54
    schedule 21 ივნ 2022, 16:56
    #6

    ესეც კაი აფერისტი ყოფილა, ძირითადში თუ არ მათამაშებთ წავალო და რო უშვებენ მერე გაახსენდა ხელფასსაც რო შეუმცირებდნენ სადაც არ უნდა წასულიყო?

  • SHOTADEPAY9
    schedule 21 ივნ 2022, 15:19
    #5

    ყველა როგორ უნდა აჯანყდეს არ წასვლაზე? 😡

  • nikusha
    schedule 21 ივნ 2022, 14:02
    #4

    არადა წინა წლებში ეს არ იყო რომ მიდიოდა გუნდიდან თან შტეგო რომ ტრამვიანობდა მაშინ

  • .Gladiator.
    schedule 21 ივნ 2022, 13:21
    #3

    რამდენი უთავმოყვარეო გვყავს გუნდში
    ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ ვაცნობიერებთ ბართომეუმ რაც დაგვმართა

  • M10 S9 D11
    schedule 21 ივნ 2022, 12:50
    #2

    რამდენი მუქთამჭამელა გვყავს ბიჭო გუნდში რა არის ეს

  • La Pulga10
    schedule 21 ივნ 2022, 12:40
    #1

    რატო მოუნდება წასვლა რა ფულს იღებს მარტივად