Relevo-ს ინფორმაციით, ანხელ დი მარიას პრიორიტეტი “ბარსელონაში” გადმოსვლაა.
ამავე წყაროს ცნობით, ბოლო საათებში მხარეებს შორის ახალი კონტაქტიც შედგა. მიუხედავად იმისა, რომ “ბარსას” მისი ტრანსფერის განხორციელება ჯერ არ შეუძლია, არგენტინელმა იცის, რომ კლუბს წინ მნიშვნელოვანი კვირა ელის და ფინანსური მდგომარეობის გამოსწორებას შეეცდება.
“ლურჯ-ბროწეულისფერები” დი მარიას დამატებას სერიოზულად განიხილავენ, რადგან “ლიდს იუნაიტედი” რაფინიაში ძალიან დიდ თანხას ითხოვს და მისი მოყვანა თითქმის გამორცხულია.
საპირისპიროდ, დი მარია თავისუფალი აგენტია და კატალონიურ გრანდს მისი გაფორმება უფასოდ შეეძლება. ცნობილია, რომ არგენტინელი “იუვენტუსს” უარით ისტუმრებს და მხოლოდ “ბლაუგრანას” მაისურით თამაში სურს.



მოდი დიმკა ჩვენთან
რათ გვინდა ეს მადრიდისტა შლანგრბი კლუბში
M10 S9 D11,
მე ლიჩნად დიმარია მირჩევნია რაფინიას
იმედია დავიმატებთ, რაფინიას იმედზე ჩემი მტერი დადგა.
არ შეიძლება რომ ამ კაცის ერთი ნორმალური სურათი რომ დადონ?

Visca el barca,
იმედია კულიბალს დავითრევთ
კულიბალი, ლევანა, დი მარია კარგი შენაძენი იქნებოდა, ტიტულებზე უეჭველი გავიწევდით
მოიყვანეთ ეს კაცი რა რაფინია რის რაფინია
მოდი დიმკა მოდი,ერთი წლით კანფეტია და მერე ფინანსური მდგომარეობაც უკეთესი გვექნება და დავითრევთ მაგარ ვინგერს.